Télépopmusik
Télépopmusik | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | საფრანგეთი |
ჟანრ(ებ)ი | ტრიპ-ჰოპი, დაუნტემპო |
აქტიური | 1998-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | EMI/Capital Records |
ყოფილი წევრები |
ფაბრის დიუმონი, სტეფან ჰერი, ქრისტოფ ჰეტიე |
საიტი | www.telepopmusik.de |
Télépopmusik — ფრანგული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი სამი წევრით. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Genetic World (2001). მას შემდეგ ამ ალბომიდან რამდენიმე სინგლი გამოვიდა, სანამ 2005 წელს ჯგუფი მეორე ალბომს Angel Milk გამოსცემდა. ჯგუფის წევრები არიან: ფაბრის დიუმონი (Fabrice Dumont), ბას-გიტარისტი და დამფუძნებელი ჯგუფის Autour de Lucie, სტეფან ჰერი (Stephan Haeri), ასევე ცნობილი მისი სოლო პროექტებით 2Strike და ქრისტოფ ჰეტიე (Christophe Hetier).
მთავარი წევრების გარდა ჯგუფში მოწვეული მუსიკოსებიც მოღვაწეობენ: ანჟელა მაკ-კლასკი, მაუ და დებორა ანდერსონი. კონცერტებზე ჯგუფთან გამოდიან ასევე სებასტიან ბუფე (დასარტყმელი საკრავებიდა პერკუსია) და ნარუმი ომორი (კლავიშებიანი საკრავები).
ჯგუფის ყველაზე ცნობილი ტრეკი ალბომიდან "Genetic World" გახდა "Breathe", რომელიც კომპანიამ მიცუბიში 2003 წელს საკუთარი ახალი ავტომანქანის მოდელის "Outlander" სარეკლამო რგოლისთვის გამოიყენა. სიმღერის თანაავტორი და ვოკალისტი იყო ანჯელა მაკ-კლასკი ამერიკული ბენდიდან Wild Colonials.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Télépopmusik დაარქივებული 2006-12-05 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საიტი