TaleSpin
TaleSpin | |
---|---|
ჟანრი | ანიმაციური ტელესერიალი |
გახმოვანება |
ედ ჯილბერტი რ. ჯ. უილიამსი სელი სთრათერზი ჯენა მაიკლსი პეტ ფრეილი ჯიმ კამინგზი ტონი ჯეი |
ქვეყანა | აშშ |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 65 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
რობერტ ტეილორი ედ გერთერი ლერი ლეთემი ჯეიმი მიტჩელი |
ხანგრძლივობა | 22 წთ. |
ეთერი | |
ორიგინალური არხი |
1990–1994 Disney Channel (1994–1998) Toon Disney (1998–2008) |
ეთერში | 9 სექტემბერი, 1990 | — 8 აგვისტო, 1991
რესურსები ინტერნეტში |
TaleSpin — Walt Disney Television Animation-ის მიერ ტელეარხ Disney Channel-ზე 1990-1991 წლებში გამოშვებული ანიმაციური სერიალი.
კონცეფცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალის რამდენიმე ეპიზოდის წინასწარი ჩვენება 1990 წლის მაისში შედგა. თავდაპირველი იგი წარმოადგენდა პირველი სერიის ძარცვა და ელვა გაგრძელებას. თავის მხრივ, ძარცვა და ელვა გაყოფილი იქნა 4 ნახევარსაათიან ეპიზოდად, შოუში დისნეი შუადღით საჩვენებლად. სერიალის უკანასკნელი, 65-ე ეპიზოდი აშშ-ს ტელეეთერში 1991 წელს გავიდა.
სიუჟეტის მონაწილე გმირები არიან ცხოველები, ზოგიერთი მათგანი კი ანიმაციური ფილმის ჯუნგლების წიგნი პერსონაჟია - ესენია პილოტი ბალუ, ბარის მეპატრონე ლუი და ბიზნესმენი შერ-ხანი.
სერიალის მოქმედება ვითარდება გამოგონილ საპორტო ქალაქ კეიპ სიუზეტში, რომელიც მოცულია გიგანტური მთებით. გარე სამყაროსთან მას აკავშირებს მომცრო გასასვლელი, რომელსაც საჰაერო მეკობრეების პატრულირებასთან ერთად იცავს საჰაერო არტილერია. სერიალის პერსონაჟები ანტროპომორფულ ცხოველებს წარმოადგენენ. მოვლენათა მოქმედების დრო არ არის მითითებული, თუმცა სავარაუდოდ ყველაფერი 1930-1940-იან წლებში ვითარდება: ერთ-ერთ სერიაში ნახსენებია ’დიდი ომი, დასრულებული 20 წლის წინ’. ვერტმფრენები და რეაქტიული ძრავები ჯერჯერობით ექსპერიმენტულია და არ არის ფართოდ გავრცელებული, ხოლო არქიტექტურის დიდი ნაწილი უფრო ახლოს არის 1930-იანი წლების არ-დეკოსთან. რადიო ამ ეპოქაში ჯერ კიდევ ინფორმაციის ძირითადი წყაროა. ჰიდროთვითმფრინავი Conwing L-16, რომელსაც ბალუ მართავს, ჰგავს სატრანსპორტო Fairchild C-119-სა და Grumman HU-16-ს.
სერიალში ძირითადად ბალუს თავგადასავლებზეა მოთხრობილი. იგი მფრინავია, რომელიც ნაკლებად ათვისებულ ტერიტორიაზე ტვირთებს ზიდავს. მისი თვითმფრინავი რებეკა კანინგემის, კომპანიის ’გადაიხადე და იფრინე’ (Higher for Hire) მმართველის მფლობელობაშია. ობოლი და წარსულში საჰაერო მეკობრე, დათუნია კიტი მეკობრეებისგან გაქცევის შემდეგ ბალუს მეგობრად იქცა. სერიალში მოთხრობილია ამ პერსონაჟების წარმატებებისა და პრობლემების შესახებ. ისტორიების დიდი ნაწილი დაკავშირებულია მეკობრეებთან, რომლებსაც დონ კარნაჟი მართავს, ან მილიტარისტულ სახელმწიფო თემბრიის მოსახლეობასთან.
ბალუსა და რებეკას ურთიერთობები ჰგავს 1930-იანი წლების კომედიური ფილმების სიუჟეტებს.
ყოველწლიური კომიქსი, რომელიც მულტსერიალის კონცეფციაზე იყო აგებული, გამოიცემოდა Disney Comics-ის მიერ 1991 წლიდან. თუმცა, ეს მხოლოდ 7 თვეს გაგრძელდა. შემდგომი ისტორიები მოხვდა ჟურნალში Disney Adventures (1990-1995) და კომიქსში Disney Afternoon, რომელსაც Marvel Comics გამოსცემდა.
2006 წლიდან სერიალი განმეორებით გადიოდა ტელეარხზე Toon Disney.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანია Higher for Hire
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბალუ - მფრინავი-დათვი
- კიტი - ობოლი დათუნია, ყოფილი საჰაერო მეკობრე
- რებეკა კანინგემი - მოხდენილი დათვი, რომელიც კომპანია Higher for Hire-ის მფლობელი ხდება.
- მოლი - რებეკას შვილი.
ბალუს მეგობრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუი - სასაცილო ორანგუტანი, ბარის ’ლუისთან’ მფლობელი.
- გარეული კატა - ხალისიანი მექანიკოსი-ლომი. ახასიათებს საუბრის დეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ გულმავიწყია, მექანიზმების დიდი მცოდნეა.
საჰაერო მეკობრეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დონ კარნაჟი - მეკობრეთა ბელადი. მის წარმოშობაზე არსად არის საუბარი, თუმცა სერიალის შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ იგი მგელია.
- ცოფიანი ძაღლი
- თვითსაცლელი - დონ კარნაჟის შემდეგ მნიშვნელობით რიგით მეორე მეკობრე. ატარებს ცილინდრს და საუბრობს ჰოლანდიური აქცენტით.
- ყბედი
- ხერხუნა
- რეტჩეტი
- ჰელი
- სეიდი
- ჯოკი
- უილი
თემბრიელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემბრიელები არიან უცხო, მილიტარისტული სახელმწიფოს წარმომადგენელი ტახები.
- პოლკოვნიკი ივანოდ სპიგოტი - მომცრო თემბრიელი განდიდების მანიით.
- სერჟანტი დანდერი - სპიგოტის თანაშემწე. საკმაოდ კეთილგონიერია და მეგობრობს ბალუსთან და კიტთან.
- უმაღლესი მარშალი - თემბრიის სამხედრო დიქტატორი. მკაცრი, იუმორის გრძნობის გარეშე. არ ინდობს სპიგოტს.
- პროფესორი კრეკპოტკინი - შეშლილი თემბრიელი პროფესორი, რომელიც ტერორისტული ქმედებების გამო კუნძულ ბედევილდზე ციხეშია გამომწყვდეული.
- მოთავე სლემერი - ციხე ბედევილდის მკაცრი ზედამხედველი.
შერ-ხანის გარემოცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შერ-ხანი - ვეფხვი. სასტიკი და მდიდარი ბიზნესმენი, რომელიც კეიპ კიუზეტს აონტროლებს.
- ბაზი - ფრინველი სასაცილო ვარცხნილობით, შერ-ხანის საშტატო გამომგონებელი და ბალუს ძველი ნაცნობი.
- მისის სნერლი - შერ-ხანის სასტიკი მდივანი.
- დოქტორ დებოლტი - შერ-ხანის მთავარი მეცნიერი, შეშლილი კურდღელი, რომელსაც სუბ-ელექტრონული გარდამქმნელი შექმნა.
- დაგლას ბენსონი - ’დაგი’ - ზოლებიანი კატა, კომპანიის ყოფილი ინვესტორი, რომელმაც თავისი საშუშაო წარუმატებელი ოპერაციების შედეგად (აპირებდა სიბნელეში მანათობელი მზის საწინააღმდეგო სათვალის წარმოებას) და შერ-ხანის კერძო საჰაერო ფლოტის პირადი მიზნებით გამოყენების გამო დაკარგა.
- მისტერ პერი - ლეოპარდი, რომელიც შერ-ხანის კონკურენტ კომპანიასთან Miniversal Corporation თანამშრომლობს, რათა საიდუმლო ექსპერიმენტული ვერტმფრენი მოიპაროს.
- უოლტერსი - ავაზა, დაგლას ბენსონის თანაშემწე.
- გართი და გასი - ვეფხვი და ლეოპარდი, შერ-ხანის დაცვიდან.
- კაპიტანი ჰოტსპური - ლომი. შერ-ხანის ერთ-ერთი სახაზო გემის კაპიტანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „TaleSpin“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Talespin Source დაარქივებული 2010-01-02 საიტზე Wayback Machine.
- The TaleSpin Sourcepage დაარქივებული 2011-07-12 საიტზე Wayback Machine.
- SoCalSpinner.com დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine.
- რუსულენოვანი გვერდი
|