(Translated by https://www.hiragana.jp/)
Tango Gameworks - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

Tango Gameworks

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Tango Gameworks
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ინტერაქტიული გართობა, ვიდეო თამაშები
დაფუძნდა 1 მარტი, 2010; 14 წლის წინ (2010-03-01)
დამაარსებელი სინძი მიკამი
დაიხურა 7 მაისი, 2024; 5 თვის წინ (2024-05-07)
სათავო ოფისი ოდაიბა, ტოკიო, იაპონია
მმართველი
სინძი მიკამი (აღმასრულებელი პროდიუსერი)
მასაფუმი ტაკადა (ხმის რეჟისორი და კომპოზიტორი)
სინიტირო ისიკავა (პროგრამისტი)
პროდუქცია The Evil Within
მფლობელი ZeniMax Media
თანამშრომელი 65 (2012)
საიტი tangogameworks.com

Tango Gameworksიაპონიაში დაფუძნებული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც მდებარეობდა ტოკიოში, იაპონიაში. დააარსა „Resident Evil“-ის შემქნელმა სინძი მიკამიმ, 2010 წლის 1 მარტს.[1] Tango Gameworks იყო ZeniMax Media-ის შვილობილი კომპანია. გაუქმდა 2024 წლის 7 მაისს.

Tango Gameworks ფორმალურად გაიხსნა 2010 წლის 1 მარტს სინძი მიკამის მიერ. ამ პერიოდში, კომპანიას ჰყავდა, მხოლოდ 13 მოსამსახურე, თუმცა კომპანიის განცხადებით, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 2012 წელს 65-მდე გაიზარდა. მიკამი იმედოვნებს თანამშრომელთა გაზრდას 100-მდე.[2]

2010 წლის 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Tango Gameworks შეისყიდა იქნა Zenimax-მა, რომელიც არის კომპანია Bethesda Softworks-ის მფლობელიც.[3]

2012 წლის 25 აპრილს Tango Gameworks-მა დააანონსა კომპანიის პირველი პროექტი კოდური სახელწოდებით Zwei, თუმცა მოგვიანებით, სახელი შეიცვალა და დაერქვა The Evil Within, რომელიც საშუალებას აძლევდა მიკამის დაბრუნებულიყო Survival horror-ის ჟანრში.[4]

Tango Gameworks-მა დაიქირავა მოსამსახურეები სხვადასხვა კომპანიიდან: Grasshopper Manufacture, Plainum Games, Clover Studio, Capcom და Game Republic-დან.[5][6]

წელი სათაური პლატფორმა გამომცემელი
2014 „The Evil Within“ PlayStation 3, PlayStation 4, Windows, Xbox 360, Xbox One Bethesda Softworks
2017 „The Evil Within 2“ PlayStation 4, Windows, Xbox One
2022 „Ghostwire: Tokyo“ PlayStation 5, Windows, Xbox Series X/S
„Hero Dice“ Android, iOS ZeniMax Asia
2023 „Hi-Fi Rush“ Windows, Xbox Series X/S, PlayStation 5 Bethesda Softworks

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Shinji Mikami opening new Tokyo-based studio, Tango. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
  2. Shinji Mikami Opens New Development Studio - Shinji Mikami - Giant Bomb. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
  3. Tango Gameworks, led by Resident Evil creator Shinji Mikami, joins ZeniMax. bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
  4. Tango Gameworks announces survival-horror project, codenamed "Zwei". bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-31. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
  5. Tango Gameworks (Company) - Giant Bomb. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.
  6. Tango Gameworks a division of ZeniMax Asia K.K. - STAFF. tangogameworks.com (30 ოქტომბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-30. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო, 2016.