The Beatles Anthology (წიგნი)
იერსახე
„The Beatles Anthology“ | |
---|---|
| |
ავტორი | The Beatles |
გარეკანის მხატვარი | კლაუს ფორმანი |
ენა | ინგლისური |
თემა | მუსიკალური ავტობიოგრაფია |
ჟანრი | ავტობიოგრაფია |
გამოცემის თარიღი | ოქტომბერი 2000 |
მედია | მაგარი ყდა, მოგვიანებით რბილი ყდა |
The Beatles Anthology — 2000 წლის ოქტომბერში გამოცემული წიგნი. იგი არის პროექტის The Beatles Anthology ნაწილი (რომელშიც აგრეთვე შედის ფილმები და ალბომები). წიგნში, ისევე, როგორც ფილმების სერიაში, გამოყენებულია ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის ოთხივე წევრის, ჯონ ლენონის, პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის ინტერვიუების ფრაგმენტები, აგრეთვე სხვა მონაწილეების. გამოცემის მომზადებისას წიგნისთვის შეარჩიეს 1200-ზე მეტი იშვიათი ფოტოსურათი.
ინტერვიუების ნაწილი აღებულია სერიის დოკუმენტური ფილმებიდან. სხვა ინტერვიუები ჩაიწერეს სპეციალურად წიგნში შესატანად. თავდაპირველად წიგნი გამოვიდა დიდი ფორმატით, მაგარი ყდით. იგი New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა.[1] 2002 წელს გამოვიდა მისი რბილყდიანი ვერსიაც.