(Translated by https://www.hiragana.jp/)
ამინდი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ამინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      

ამინდს — მეტეოროლოგიურ ელემენტთა ერთობლიობა დროის გარკვეულ მომენტსა თუ შუალედში. ამინდს უწოდებენ ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობას მოცემულ ადგილზე დროის შედარებით ხანმოკლე შუალედში.

ამინდის ძირითადი მახასიათებელია ტემპერატურა, ტენიანობა და ატმოსფერული წნევა. ეს სამი ძირითადი ელემენტი წარმოქმნის ქარს, ღრუბლებსა და ნალექს.

ამინდზე მოქმედებს ციკლონები და ანტიციკლონები.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

ამინდი ატმოსფეროს ქვედა ფენების მდგომარეობაა განსაზღვრულ დროსა და მოცემულ ადგილზე. ამინდის ცვალებადობაზე გავლენას ახდენს დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობა, რელიეფი, წყლის ვეებერთელა სივრცეები და სხვ. ამინდსა და მის ელემენტებს (ჰაერის ტემპერატურა, წნევა, სინოტივე, მზის რადიაცია, ნალექები, ქარი) მეტეოროლოგიურ სადგურებში დღე-ღამის მკაცრად განსაზღვრულ ვადებში აკვირდებიან. დაკვირვების მასალები თავს იყრის სპეციალურ სამსახურებში და თვით მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ცენტრებში - ვაშინგტონში, მოსკოვსა და მელბურნში. ამინდის წინასწარმეტყველების მიზნით, დგება სპეციალური სინოპტიკური რუკები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ, როგორი ამინდი იქნება რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

ადგილისთვის დამახასიათებელ წლიდან წლამდე განმეორებად ამინდის ტიპს ჰავა ანუ კლიმატი (ბერძ. „კლიმატოს“ - დახრილობა) ეწოდება. ამინდისგან განსხვავებით, ადგილის ჰავა მეტი მუდმივობით და ნაკლები ცვალებადობით ხასიათდება.

ამინდის პროგნოზირების მიზნით, სასურველია, ამინდის წინასწარმეტყველების ხალხური ნიშნების გათვალისწინებაც.

ამინდის გაუარესების მომასწავებელია: ჰორიზონტზე ფრთა-ღრუბლების გამოჩენა, ქარის გაძლიერება საღამოს, წითელი ან მუქი წითელი დაისი ან აისი, როცა არ ჩნდება ნამი.

ამინდის გაუმჯობესების ნიშნებია: ატმოსფერული წნევის მომატება; ქარის გაძლიერება შუადღისას და საღამოსკენ შესუსტება; ღრუბლების გროვის გამოჩენა მზის ამოსვლამდე, მათი თანდათანობით გაქრობა მზის ამოსვლის შემდეგ; ცვარის გამოჩენა მზის ამოსვლის შემდეგ; ჰორიზონტის ყვითელი ან ოქროსფერი შეფერილობა მზის ჩასვლისას და მზის ამოსვლის დროს.