(Translated by https://www.hiragana.jp/)
ზაფხული - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ზაფხული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      

ზაფხულიწელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება.

ასტრონომიული ზაფხული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიწადის დროები

ეკლიპტიკის მიმართ დედამიწის დახრილი ბრუნვის ღერძი, მზესთან მიმართებაში წარმოშობს წელიწადის დროებს. როდესაც საუბარია წელიწადის დროებზე, პირობითად ივარაუდება, რომ საუბარი გვაქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ წელიწადის დროზე, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დრო სარკისებულად იცვლება. მაშინ როდესაც ზაფხულის თვეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია და პირიქით. ჩვენი პლანეტის დახრილობიდან გამომდინარე, ზაფხული იწყება მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში დღის ხანგრძლივობა ღამისაზე მაქსიმალური მეტობიდან (ზაფხულის მზებუდობა) ნელნელა იწყებს შემცირებას და სრულდება მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში, დღის ხანგრძლივობა იწყებს ღამის გახანგრძლივობაზე გატოლებას (შემოდგომის ბუნიობა).

ზაფხულის მზებუდობაზე, დედამიწის ღერძის დახრილობა მზესთან მიმართებაში იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ნახევარსფერო მაქსიმალურადაა გადახრილი მზის მიმართულებით (შესაბამისად სამხრეთი ნახევარსფერო პირიქით — მზეთან მიმართებაში უკიდურეს შორეულ მხარეს იმყოფება, რაც განაპირობებს იქ ზამთრის დაწყებას). შემდეგ, დედამიწა ორბიტაზე გადაადგილებისას ნელნელა ინაცვლებს ისეთ პოზიციაზე, როდესაც დედამიწის დახრილი ღერძი ეკლიპტიკურად ისევ დახრილია, მაგრამ სივრცულად მზე-დედამიწის მონაკვეთთან მიმართებაში მართობულია, რის გამოც მზე დედამიწის ეკვატორის ზენიტში ექცევა და თანაბრად აცხუნებს მის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. აღნიშნული მდგომარეობას შემოდგომის ბუნიობა ეწოდება. აღნიშნული მონენტის გადალახვისთანავე იწყება დღეღამის განმავლობაში ღამის ხანგრძლივობის დღისაზე გადამეტება, რაც მოასწავებს შემოდგომის დაწყებას.

კალენდარული ზაფხული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის თვეებია:

ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხული შემდეგ თვეებში უწევს:

ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.