არარაუნა
იერსახე
არარაუნა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Ara ararauna | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22685539 | ||||||||||
არეალი | ||||||||||
|
არარაუნა (ლათ. Ara ararauna) — ფრინველი ნამდვილი თუთიყუშების ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80-95 სმ აღწევს. ფრთები 37-39 სმ, ხოლო კუდი 52 სმ-ისაა. წონა 900-1300 გრ. მკერდი და მუცელი ნარინჯისფერ-მოყვითალოა. სხეულის ზედა ნაწილი ღია ლურჯი ფერისაა. ყელი და ნისკარტი შავი, ხოლო ფეხები მურა-მოშავო აქვს. გამოსცემს მაღალ და მძაფრ ხმას. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, მ.შ. პანამაში, ეკვადორში, პერუში, ბოლივიაში, პარაგვაიში, ბრაზილიაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. წარსულში ბინადრობდა ტრინიდადშიც. გვხვდება ხელუხლებელ ტროპიკულ ტყეებში, უპირატესობას ანიჭებს მდინარეთა სანაპიროებს. გვხვდება აგრეთვე მთის ხეობებში სუბალპურ მდელოებამდე. მაღალი ხეების ვარჯზე ზის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- არარაუნა – Ara ararauna დაარქივებული 2016-03-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- არარაუნა – Ara ararauna (რუსული)