(Translated by https://www.hiragana.jp/)
მაია (ინდუიზმი) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

მაია (ინდუიზმი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია, ილუზიის სარკე, ამერიკელი მხატვრის არტურ ბოუენ დევისის ნახატი, (1910)

მაია (სანსკ. माया māyā „ჯადო“, ილუზია) — ინდუისტური უძველესი ქალღმერთი, დევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც შემდგომში ინდუისტურ ფილოსოფიაში ამქვეყნიურ ბუნებასთან და მის მიერ არსებათა სულების მოჯადოებასთან გაიგივდა. როგორც ღმერთი, მაია არის ქვეყნიერების დედა, სამყაროს შემოქმედი, თავად სამყარო და ილუზიის ქალღმერთი. იგი წარმოადგენს ქალურ ძალას (შაკატი), რომელიც აქტიურ ენერგიას წარმოადგენს. მაია შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს გამოვლენილი: როგორც სარასვატი- ბრაჰმანის მეუღლე, როგორც ლაკშმი- ვიშნუს მეუღლე ან დურგა-ვიშვას მეუღლე, რომელთა მეშვეობითაც მამრი ღმერთები თავიანთ შემოქმედებით ენერგიას იღებენ.

მაიას სიმბოლოებია: ცისარტყელას შვიდი ფერი, პირბადე და ობობას ქსელი.

ინდუისტური სწავლებით, ადამიანი უვიცობის გამო იქმნის მცდარ წარმოდგენას გარე სამყაროზე, ეს წარმოდგენა არის სწორედ მაია. მაიასგან ცდუნებული ადამიანი ცდილობს სამყაროზე შექმნილი მცდარი წარმოდგენა რეალურ სამყაროს მიუსადაგოს, ამით ეძლევა იგი ილუზიას ანუ მაიას.

ყოველი არსების მიზანია, მაიას, ანუ ამქვეყნიურ ცრუ-ბუნებას, ილუზიას და ცდუნებებს თავი დააღწიოს და ღვთაებრივ ბუნებას დაუბრუნდეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]