მოგადიშო
ქალაქი | |
---|---|
მოგადიშო სომალ. Muqdisho არაბ. مقديشو | |
ქვეყანა | სომალი |
რეგიონი | ბენადირის რეგიონი |
კოორდინატები | 2°02′00″ ჩ. გ. 45°21′00″ ა. გ. / 2.03333° ჩ. გ. 45.35000° ა. გ. |
დაარსდა | XII საუკუნე |
პირველი ხსენება | 1331 |
ფართობი | 91 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 9 მეტრი |
მოსახლეობა | 2 120 000 კაცი (2015) |
სიმჭიდროვე | 23 296,70 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3, ზაფხულში UTC+4 |
მოგადიშო (სომალ. Muqdisho; არაბ. مقديشو; იტალ. Mogadiscio — შაჰის ქალაქი) — სომალის დედაქალაქი, ქვეყნის მთავარი საპორტო და უმსხვილესი ქალაქი. იგი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ფინანსური და კულტურული ცენტრია. მდებარეობს ბენადირის რეგიონში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე. საუკუნეთა განმავლობაში დიდ როლს ასრულებდა, როგორც პორტი.
2015 წლის მონაცემების მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 2 120 000 ადამიანს შეადგენდა.[1] მთლიანი ფართობი კი 91 კმ²-ია.[1]
მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოგადიშოს დასახელება მომდინარობს სპარსული სიტყვისაგან - Maq'ad-i-Shah (مقعد شاه), რაც ნიშნავს „ადგილს, სადაც იმყოფება შაჰი“. ეს ნათლად წარმოაჩენს სპარსულ გავლენას. ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც ჰამარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი და შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ჩანაწერები მოწმობენ, რომ სამხრეთ სომალში და მათ შორის მოგადიშოს მიმდებარე ტერიტორიებზე მონადირე-შემგროვებელი ბუშმენთა ხალხი სახლობდა. შემდეგში მათ შეუერთდნენ მიწათმოქმედება-მესაქონლეობის მიმდევარი ქუშიტები, რომლებმაც ადგილობრივი არისტოკრატია ჩამოაყალიბეს.[2][3] IX საუკუნის ბოლოსა და X საუკუნის დასაწყისში რეგიონში დასახლება დაიწყეს არაბმა და სპარსმა ვაჭრებმა.[4]
თავის ოქროს ხანაში, შუა საუკუნეებში მოგადიშოს სომალელი არაბი მუზაფარების დინასტია მართავდა, რომლებიც აჯურანის სახელმწიფოს ვასალები იყვნენ.[5]
ევროპელთა ბატონობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1500-იან წლებში მოგადიშო პორტუგალიის კონტროლ ქვეშ იყო. მერკატორ-ჰონდიუსის ატლასში (1607 წელი) მოგადიშო მოხსენებულია მაგადოხოს სახელით.
ზანზიბარის სულთანმა ქალაქი დაიპყრო 1871 წელს. 1800-იანი წლების ბოლოს სულთნის ხელდასმული პირისთვის აშენებული გარესას სასახლე დღეისათვის მუზეუმი და ბიბლიოთეკაა.
1892 წელს ზანზიბარის სულთანმა ქალაქი სარგებლობაში გადასცა იტალიას. იტალიამ გამოისყიდა ქალაქი 1905 წელს და მოგადიშო გახდა იტალიის სომალის დედაქალაქი. 1936 წელს მიმდებარე ტერიტორიები გადავიდა იტალიის კონტროლ ქვეშ.
როდესაც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის დროს მოემართებოდნენ კენიიდან, 1941 წლის 26 თებერვალს მათ დაიკავეს ქალაქი. ბრიტანელები ქალაქს მართავდნენ 1952 წლამდე, მანამ, სანამ იტალიამ არ დაიბრუნა თავისი ყოფილი პროტექტორატი. 1954 წელს დაარსდა სომალის ეროვნული უნივერსიტეტი, 7 ფაკულტეტის (სამედიცინო, ვეტერინარული, გეოლოგიური, პედაგოგიური, იურიდიული, აგრონომიული და ჰუმანიტარული) შემადგენლობით. 1960 წელს სომალმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო მოგადიშო გახდა მისი დედაქალაქი.
მთავრობის ჩამოგდება და გაეროს ჯარების შემოსვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს ამბოხებულთა ჯარი მოჰამედ ფარაჰ აიდიდის მეთაურობით შევიდა ქალაქში და დაიკავა იგი, რამაც აიძულა პრეზიდენტი მოჰამედ სიად ბარე გადამდგარიყო და გაქცეულიყო ნიგერიაში 1991 წელს. ამას მოჰყვა უნივერსიტეტის დახურვა.
1991-1992 წლების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, გვალვისგან დაზარალებულმა ათობით ათასმა მშიერმა ადამიანმა გაანადგურა სომალის სოფლის რაიონები.
1992 წლის 9 დეკემბერს აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი გადაჯდა მოგადიშოს სიახლოვეს გაეროს სამშვიდობო ძალების გადასხმის მოსამზადებლად. მაგრამ სომალიში სამშვიდობო ოპერაცია დამთავრდა სრული კრახით იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს ჯარმა 1993 წლის ზაფხულში დაიწყო უშუალო მონაწილეობა სამოქალაქო ომში. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებამ და ადამიანების დანაკარგმა აიძულა ამერიკული ჯარი 1994 წელს დაეტოვებინა მოგადიშო, ხოლო 1995 წლის 3 მარტს სომალი დატოვეს უკანასკნელმა სამშვიდობოებმა სხვა ქვეყნებიდან. 1995 წლის ივნისში მოჰამედ ფარაჰ აიდიდმა საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიიღო მძიმე ჭრილობა ბრძოლაში და გარდაიცვალა.
ისლამური სასამართლოების კავშირი და ეთიოპიის შემოჭრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს სომალიში შეიქმნა ეგრეთ წოდებული გარდამავალი ფედერალური მთავრობა (გფმ), რომელიც აღიარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და აფრიკის კავშირმა, როგორც ლეგიტიმური. პრეზიდენტად აირჩიეს აბდულაჰი იუსუფ აჰმედი. დაპირისპირების ახალი მიმართულება გახდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის ბრძოლა გაძლიერებული ისლამური ორგანიზაცია - ისლამური სასამართლოების კავშირის (ისკ) წინააღმდეგ.
2006 წელს დაიწყო ახალი ბრძოლა მოგადიშოსთვის. 2006 წლის 5 ივნისს ისლამური სასამართლოების კავშირის რაზმებმა მთლიანად დაიპყრეს ქალაქი, ხოლო გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები გაიქცნენ ქალაქ ბაიდოაში. მაგრამ 2006 წლის 20 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარის მხარდასაჭერად კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო ეთიოპია. ეთიოპიის ჯარი უფრო მრავალრიცხოვანი და უკეთესად შეიარაღებული იყო და უკვე 27 დეკემბერს ეთიოპელებმა და საველე მეთაურების კავშირის ძალებმა უკან დაიბრუნეს მოგადიშო ისლამისტებისგან. ეთიოპელების ჩარევის შედეგად ისლამური სასამართლოების კავშირმა შეწყვიტა არსებობა, მაგრამ მის ნაცვლად გამოჩნდა კიდევ უფრო მეტად რადიკალური ორგანიზაცია - ჰარაკატ აშ-შაბააბი, რომელიც გადავიდა ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე ეთიოპელთა და სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.
2007 წლის აგვისტოს დასაწყისში მოგადიშოში ჩამოვიდნენ „AMISOM“-ის სამშვიდობოები, მათი რაოდენობა თანდათან იზრდებოდა და 2012 წლისთვის მიაღწია 12 000 ადამიანს.
2009 წლის იანვარში ეთიოპიამ გამოიყვანა საკუთარი ჯარები მოგადიშოდან და დანარჩენი სომალიდან.
ბრძოლა გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და აშ-შაბააბს შორის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007-2011 წლებში ქალაქი იყო ბრძოლის არენა ეთიოპიის ჯარის მიერ მხარდაჭერილ გარდამავალ ფედერალურ მთავრობასასთან ერთად მებრძოლ აფრიკის კავშირის სამშვიდობოებსა და ორგანიზაცია აშ-შაბააბის რადიკალურ ვაჰაბისტებს შორის. მთავრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკონტროლებდა მხოლოდ მთავარ სტრატეგიულ შენობებს (მთავრობის შენობას, აეროპორტს, საზღვაო პორტსა და ასე შემდეგ) და დედაქალაქის ტერიტორიის არაუმეტეს 40 %-ს, მაშინ როდესაც ისლამისტები აკონტროლებდნენ მოგადიშოს დიდ ნაწილს და თან მუდმივად ახორციელებდნენ ტერაქტებს და ცეცხლს უხსნიდნენ სამთავრობო ძალებსა და სამშვიდობოებს.
1990-იან-2000-იან წლებში მოგადიშო იყო მსოფლიოს ერთადერთი დედაქალაქი, სადაც გაერო ვერ ახორციელებდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარების უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო.
2010 წლის მარტში ქალაქის მმართველმა, აბდურისაკ მუჰამედ ნურმა, მოუწოდა დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი ახალი შეტაკებების გამო, რომელიც მიმდინარეობდა აშ-შაბააბის ისლამისტებსა და შარიფ შეიხ აჰმედის ზომიერი ისლამური მთავრობის მხარდამჭერებს შორის.[6] 2010 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 100 000-მა მაცხოვრებელმა დატოვა ქალაქი. ვაჰაბისტებმა დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი სომალის ტელევიზიის დიქტორებს.
დროის რაღაც მომენტში ისლამისტები ახლოს იყვნენ დედაქალაქის მთლიანად ხელში ჩაგდებასთან, მაგრამ სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობის ზრდამ, საბრძოლო მოქმედებების წარმართვაში მისი გამოცდილების ამაღლებამ, ასევე სამთავრობო ჯარების რაოდენობის ზრდამ შეცვალა სიტუაცია.
2011 წლის აგვისტოსთვის „AMISOM“-მა და სამთავრობო ჯარებმა მთლიანად გაათავისუფლეს მოგადიშო ისლამისტებისგან. მაგრამ ქალაქის შემოგარენი მაინც რჩება აშ-შაბააბის ხელში, რომლებიც აქტიურად ცდილობენ დაკარგული პოზიციების აღდგენას.
2010 წლის ბოლოს ადმინისტრაციის შეცვლას ქალაქზე ფედერალური მთავრობის კონტროლის ზრდა მოჰყვა. 2011 წლის აგვისტოში, სამთავრობო ჯარებმა და „AMISOM“-ის ძალებმა წარმატებით განდევნეს აშ-შაბააბის რადიკალური ჯგუფი, რომლებიც მანამდე ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიას. ამას მოგადიშოში სწრაფად მოჰყვა ინტენსიური სარეკონსტრუქციო სამუშაოები.[7]
2011 წლის 4 ოქტომბერს ქალაქში მოხდა დიდი ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.
მოგადიშო დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აგვისტოში „AMISOM“-ის სამშვიდობოებმა შეძლეს დაემყარებინათ კონტროლი მთელ ქალაქზე. დღეისათვის ქალაქს აკონტროლებენ აფრიკის კავშირის სამშვიდობოები და სამთავრობო ძალები. მაგრამ მოგადიშოში მაინც მაღალია ტერაქტების ალბათობა, სამშვიდობოების პოზიციები ხშირად განიცდის დივერსიული ჯგუფების თავდასხმებს. ამავე დროს შეიძლება აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების დონე ქალაქში 2011-2012 წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა, სამოქალაქო ომის დროინდელ პერიოდთან შედარებით. ჰუმანიტარული ორგანიზაციების მოქმედების გამო, ქალაქის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შემდეგ, სოფლად მცხოვრები ბევრი მოშიმშილე სომალელი ჩამოვიდა მოგადიშოში. 2011 წლის მაისში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 1,8 მილიონიდან 2 მილიონამდე, სულ 8 თვის განმავლობაში.[8]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოგადიშო მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 9 მეტრ სიმაღლეზე.
მდინარე უები-შაბელე, რომელიც ეთიოპიიდან მოედინება, გადის ქალაქის სიახლოვეს, 30 კმ-ის მანძილზე ინდოეთის ოკეანედან და უხვევს სამხრეთ-დასავლეთით. მდინარე, რომელიც ჩვეულებრივ შრება თებერვალში და მარტში, გამოიყენება შაქრის ლერწმის, ბამბისა და ბანანის პლანტაციების მოსარწყავად.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკვატორის მახლობლად მდებარე ქალაქისთვის, მაგადიშოს აქვს შედარებით მშრალი კლიმატი. იგი კლასიფიცირდება, როგორც ცხელი და ნახევრად მშრალი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით - BSh), ისევე როგორც სამხრეთ აღმოსავლეთ სომალის დიდ ნაწილი. ამის საპირისპიროდ, ზოგადად ჩრდილოეთ სომალის ქალაქებში არის ცხელი მშრალი კლიმატი (BWh).[9] ტემპერატურის წლიური ცვლილებაის მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა: აგვისტო ყველაზე გრილი თვეა, 3 გრადუსით გრილი აპრილზე. ძირითადად მთელი წლის განმავლობაში ცხელა. გვხვდება დომინანტული ნოტიო სეზონი (აპრილი-აგვისტოს პერიოდი), მეორე ნოტიო სეზონი (სექტემბერი-დეკემბერის პერიოდი) და მშრალი სეზონი (იანვარი-მარტის პერიოდი). მშრალი სეზონის დროს ნალექები პრაქტიკულად გამორიცხულია. ყველაზე მაღალი დაფიქსირებული ტემპერატურა შეადგენდა +36 °C-ს (დაფიქსირდა აპრილში), ხოლო ყველაზე დაბალი +15 °C-ს (დაფიქსირდა ივლისი).
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | ქალაქი |
---|---|
ყაზახეთი | ალმათი[10] |
თურქეთი | ანკარა[11] |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- AARP (1975). Art and Archaeology Research Papers. AARP.
- Abbink, Jan (1999). The Total Somali Clan Genealogy: A Preliminary Sketch. African Studies Centre.
- Adam, Hussein Mohamed; Ford, Richard (1997) Mending rips in the sky: options for Somali communities in the 21st century. Red Sea Press. ISBN 978-1-56902-073-9.
- Americana Corporation (1976). The Encyclopedia Americana: complete in thirty volumes. Skin to Sumac. Americana Corporation. ISBN 978-0-7172-0106-8.
- ARR (1978). Arab Report and Record. Economic Features, Ltd..
- Bakr, Yahya Abu; Labib, Saʻad; Kandil, Hamdy (1985) Development of communication in the Arab states: needs and priorities. Unesco. ISBN 978-92-3-102082-7.
- Bevilacqua, Piero; Clementi, Andreina De; Franzina, Emilio (2001) Storia dell'emigrazione italiana (Italian). Donzelli Editore. ISBN 978-88-7989-655-9.
- Blair, Thomas Lucien Vincent (1965). Africa: a market profile. Praeger.
- De Sá, João (1898). A Journal of the First Voyage of Vasco Da Gama, 1497–1499. Asian Educational Services. ISBN 978-8120611368.
- Encyclopædia Britannica, Inc. (1991). The New Encyclopædia Britannica: Marcopædia. Encyclopædia Britannica. ISBN 978-0-85229-529-8.
- Encyclopædia Britannica (2002). Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica. ISBN 978-0-85229-787-2.
- Eichstaedt, Peter H. (1 October 2010). Pirate State: Inside Somalia's Terrorism at Sea. Chicago Review Press. ISBN 978-1-56976-774-0.
- Fage, John Donnelly; Oliver, Roland Anthony; Crowder, Michael (1984) The Cambridge history of Africa. From 1905 to 1940. Cambridge University Press. ISBN 9780521222150.
- Fage, J. D.; Oliver, Roland Anthony (1986) The Cambridge History of Africa. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-22505-2.
- Fitzgerald, Nina J. (2002). Somalia: Issues, History, and Bibliography. Nova Publishers. ISBN 978-1-59033-265-8.
- Frankel, Benjamin (1 October 1992). The Cold War, 1945-1991. Gale Research International, Limited. ISBN 978-0-8103-8926-7.
- Garlake, Peter S. (1966). The Early Islamic Architecture of the East African Coast. Institute, გვ. 10.
- Greystone (1967). The World and Its Peoples: Africa, North and East. Greystone Press.
- Hamilton, Janice (1 January 2007). Somalia in Pictures. Twenty-First Century Books, გვ. 28. ISBN 978-0-8225-6586-4.
- Huntingford, George Wynn Brereton (1980). The Periplus of the Erythraean Sea. Ashgate Publishing, Ltd.. ISBN 978-0-904180-05-3.
- Instituto di Zoologia (1966). Italian Journal of Zoology. Università di Firenze.
- Jama, Mohamed (1962). An Introduction to Somali History from 5000 Years B.C. Down to the Present Time.
- Kusimba, Chapurukha Makokha (1 January 1999). The Rise and Fall of Swahili States. AltaMira Press. ISBN 978-0-7619-9051-2.
- Laitin, David D.; Samatar, Said S. (1987) Somalia: nation in search of a state. Westview Press.
- Lewis, I. M. (1965). The Modern History of Somaliland: From Nation to State. F.A. Praeger.
- Lewis, I. M. (1988). A Modern History of Somalia: Nation and State in the Horn of Africa. Westview Press. ISBN 978-0-8133-7402-4.
- Lewis, I. M. (1 August 1998). Peoples of the Horn of Africa: Somali, Afar and Saho. Red Sea Press. ISBN 978-1-56902-104-0.
- Metz, Helen Chapin (1993) Somalia: a country study, Thomas Leiper Kane Collection, Federal Research Division. ISBN 978-0-8444-0775-3.
- New People Media Centre (2005). New People. Nairobi, Kenya: New People Media Centre, Comboni Missionaries.
- Oliver, Roland Anthony; Fage, John Donnelly (1960) The Journal of African History. Cambridge University Press.
- Oliver, Roland Anthony (1977). The Cambridge History of Africa: From c. 1050 to c. 1600. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-22215-0.
- Robertson, Esmonde Manning (1977). Mussolini as empire-builder: Europe and Africa, 1932-36. Macmillan.
- Royal Anthropological Institute (1953). Man. Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland.
- Rutherford, Ken (2008). Humanitarianism Under Fire: The US and UN Intervention in Somalia. Kumarian Press. ISBN 978-1-56549-260-8.
- Rutter, Jill (2003). Supporting Refugee Children in 21st Century Britain: A Compendium of Essential Information. Trentham Books. ISBN 978-1-85856-292-6.
- Sachs, Moshe Y. (1988). Worldmark encyclopedia of the nations. Worldmark Press. ISBN 978-0-471-62406-6.
- Seddon, David (15 April 2013). A Political and Economic Dictionary of Africa. Routledge. ISBN 978-1-135-35555-5.
- Shinnie, P.L. (1971). The African Iron Age.
- Subrahmanyam, Sanjay (29 October 1998). The Career and Legend of Vasco Da Gama. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-64629-1.
- Venter, Al J. (1975). Africa Today. Macmillan South Africa. ISBN 978-0-86954-023-7.
- Versteegh, Kees (2008). Encyclopedia of Arabic language and linguistics. Brill. ISBN 978-90-04-14476-7.
- Wiles, Peter John de la Fosse (1982). The New Communist Third World: An Essay in Political Economy. Croom Helm. ISBN 978-0-7099-2709-9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Benadir Regional Administration - Transitional Federal Government of Somalia დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.
- Mogadishu at Google Maps
- Mogadishu today
- Mogadishu in the past
- Benadir Regional Administration at Mogadishucity.net
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Mukdishu" . Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
- Black Hawk Down, The Philadelphia Inquirer
- PBS – Ambush in Mogadishu, PBS
- The Borneo Post - Book tells the truth on the ‘Black Hawk Down’ incident in Mogadishu The Borneo Post
- RojakDaily - 8 Things We Learned From Colonel Khairul Anuar, A Malaysian 'Black Hawk Down' Hero RojakDaily
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Demographia World Urban Areas. Demographia. ციტირების თარიღი: 19 March 2015.
- ↑ Oliver, Roland Anthony; J. D. Fage (1960). „The Journal of African history“. The Journal of African history. 1: 216. ციტირების თარიღი: 11 August 2011.
- ↑ Ireland, Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland; (Organization), Jstor (1953). „Man“. Man. 53: 50–51. ციტირების თარიღი: 11 August 2011. მითითებულია ერთზე მეტი
|first1=
და|first=
(დახმარება) - ↑ I.M. Lewis, Peoples of the Horn of Africa: Somali, Afar, and Saho, Issue 1, (International African Institute: 1955), p.47
- ↑ I.M. Lewis, The modern history of Somaliland: from nation to state, (Weidenfeld & Nicolson: 1965), p. 37
- ↑ Bevölkerung soll Mogadiscio verlassen 12 მარტი 2010 (გერმანული)
- ↑ Mulupi, Dinfin. Mogadishu: East Africa’s newest business destination?. ციტირების თარიღი: 26 June 2012.
- ↑ Voice of America: Life Returning to Normal in Mogadishu
- ↑ Peel, M. C. and Finlayson, B. L. and McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen–Geiger climate classification“. Hydrol. Earth Syst. Sci. 11 (5): 1633–1644. doi:10.5194/hess-11-1633-2007. ISSN 1027-5606.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) (direct: Final Revised Paper)
- ↑ (1973) USSR and Third World, Volume 3. Central Asian Research Centre, გვ. 209.
- ↑ Twin Cities of Ankara. Greater Municipality of Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
|