(Translated by https://www.hiragana.jp/)
ნიგერია - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ნიგერია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ნიგერი.
ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
Federal Republic of Nigeria
ნიგერია
ნიგერიის
დევიზი: „ერთიანობა და ძალა, მშვიდობა და პროგრესი“
ჰიმნი: Arise, O compatriots, Nigeria's call obey
ნიგერიის მდებარეობა
დედაქალაქიაბუჯა
9°10′ ჩ. გ. 7°10′ ა. გ. / 9.167° ჩ. გ. 7.167° ა. გ. / 9.167; 7.167
უდიდესი ქალაქი ლაგოსი
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი
 -  ვიცე-პრეზიდენტი იემი ოსინბაჯო
ფართობი
 -  სულ 923 768 კმ2 (32-ე)
 -  წყალი (%) 1.4
მოსახლეობა
 -  2016 შეფასებით 186 053 386[1] (მე-8)
 -  2006 აღწერა 140 431 790 [2][3] 
 -  სიმჭიდროვე 152,02 კაცი/კმ2 (71-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $191.4 მილიარდი (47-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,500 (165-ე)
აგი (2007) 0.470 (დაბალი) (158-ე)
ვალუტა ნაირა (NGN)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+01:00 (UTC)
ქვეყნის კოდი NGA
Internet TLD .ng
სატელეფონო კოდი 234

ნიგერია (ინგლ. Nigeria), ოფიციალურად ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა (ინგლ. Federal Republic of Nigeria) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. დასავლეთით ესაზღვრება ბენინი, ჩრდილოეთითნიგერი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩადი და აღმოსავლეთით კამერუნი. მისი სამხრეთ სანაპირო ზოლი გადის გვინეის ყურეზე, ატლანტის ოკეანეში. ნიგერია მოიცავს 36 შტატს და მისი დედაქალაქი არის აბუჯა. ნიგერია ოფიციალურად დემოკრატიულ-სეკულარულ ქვეყნად მიიჩნევა.[4]

აბუჯა, ნიგერიის დედაქალაქი. აბუჯის დიდი მეჩეთი

მილენიუმების განმავლობაში თანამედროვე ნიგერია სხვადასხვა სამეფოებისა და ტომების დაქვემდებარებაში იყო. XIX საუკუნეში ნიგერია ბრიტანეთის კოლონია იყო და 1914 წელს აერთიანებდა სამხრეთ ნიგერიისა და ჩრდილოეთ ნიგერიის პროტექტორატებს. 1960 წელს გახდა ფორმალურად დამოუკიდებელი ფედერაცია და 1967-1970 წლებში სამოქალაქო ომში ჩაება. მას შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული სამოქალაქო მთავრობა და სამხედრო დიქტატურები მანამ, სანამ 1999 წელს სტაბილურ დემოკრატიას არ მიაღწია. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ითვლება, როგორც პირველი მიუკერძოებელი და დასაბუთებულად თავისუფალი არჩევნები.[5]

ნიგერია ხშირად მოხსენებულია, როგორც „აფრიკის გიგანტი“, მისი უზარმაზარი მოსახლეობისა და ეკონომიკიდან გამომდინარე.[6] დაახლოებით 184 მილიონი მკვიდრით ნიგერია არის აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანა და მოსახლეობის სიმრავლის მხრივ მსოფლიო რეიტინგებში მე-7 ადგილს იკავებს. ნიგერია არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოსახლეობა ცხოვრობს.[7] ქვეყანა ინტერნაციონალურ ქვეყნადაა მიჩნეული, იქიდან გამომდინარე, რომ 500-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფისაგან შედგება, რომელთაგანაც ყველაზე დიდია ჰაუსა, იგბო და იორუბა; ეს ეთნიკური ჯგუფები 500-ზე მეტ განსხვავებულ ენაზე საუბრობენ და საკმაოდ მრავალფეროვანი კულტურითაც გამოირჩევიან.[8][9] ოფიციალურ ენად ინგლისურია მიჩნეული. ნიგერია, უხეშად რომ ვთქვათ, ქრისტიანებად და მუსლიმებადაა დაყოფილი. ქრისტიანი მოსახლეობა უმეტესწილად სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს, მუსულმანი მოსახლეობა კი ჩრდილოეთ ნაწილში. მოსახლეობის მცირედი ნაწილი იყენებს ნიგერიისთვის დამახასიათებელ რელიგიას, რომელიც იგბოსა და იორუბას ხალხებისთვისაა დამახასიათებელი.

2015 წელს ნიგერიის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკების სიაში მე-20 ადგილს იკავებდა, $500 მილიონზე მეტი ღირებულებით და 1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ნომინალური მშპ-ით. 2014 წელს სამხრეთ აფრიკა გახდა აფრიკის ყველაზე დიდი ეკონომიკის მფლობელი.[10][11] ასევე ვალის წილი მშპ-ში მხოლოდ 11 %-ია, რაც 2012 წელთან შედარებით 8 %-ით არის შემცირებული.[12][13] ნიგერია მსოფლიო ბანკის მიერ მიჩნეულია განვითარებად ბაზრად. მას გააჩნია რეგიონული ძალაუფლება აფრიკის კონტინენტზე. ნიგერია არის MINT ჯგუფის წევრი (მექსიკა, ინდონეზია, ნიგერია, თურქეთი), რომელსაც „BRIC“-ს ადარებენ და მისნაირ მომავალს უწინასწარმეტყველებენ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი). ნიგერია ასევე დასახელებულია „მომავალი თერთმეტი“ ქვეყნის სიაში, რომლის ეკონომიკაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება. ნიგერია არის „აფრიკული გაერთიანები“-ს, „ოპეკი“-ს და „გაერთიანებული ერები“-ს წევრი ქვეყანა.

გუდლაკ ჯონათანი, ნიგერიის მე-14 პრეზიდენტი (2010-2015)

2014 წელს, როდესაც ებოლას ეპიდემია მოედო მსოფლიოს, ნიგერია იყო ერთ-ერთი ყვეყანა, რომელიც ეპიდემიას ეფექტურად გაუმკლავდა. მის მიერ შემუშავებული „კონტაქტური მეთვალყურეობა“ საკმაოდ ეფექტური ხერხი გახდა, რომელიც შემდგომში ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გადმოიღო, როდესაც ებოლას საშიშროება აღმოაჩინეს[14][15][16]

2002 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარე გახდა სექტანტური ძალადობის მსხვერპლი „ბოკო ჰარამის“ მხრიდან, ეს არის ისლამური დაჯგუფება, რომელსაც სურს მთავრობის სისტემის განადგურება და „შარიათის“ კანონების დამკვიდრება.[17][18] ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაკ ჯონათანი (Goodluck Jonathan) 2014 წლის მაისში ამტკიცებდა, რომ ბოკო ჰარამის თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 000 ადამიანი და 8000 დასახიჩრდა.[19] 276 სკოლის მოსწავლის გატაცების შემდეგ, მეზობელი ქვეყნები - ბენინი, ჩადი, კამერუნი და ნიგერი შეუერთდნენ ნიგერიას „ბოკო ჰარამ“-თან საბრძოლველად.[20]

  • ოფიციალური: ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა.
  • ინგლისური: Federal Republic of Nigeria.
  • ეტიმოლოგია: მდინარე ნიგერის მიხედვით. ადგილობრივ ენაზე Ni Gir, „მდინარე გირი“. აღსანიშნავია, რომ Niger ლათინურად „შავს“ ნიშნავს.[21]
  • ქვეყნის კოდი: NG.

სახელი „ნიგერია“ წამოვიდა მდინარე ნიგერიდან, რომელიც ამ ქვეყანაში მიედინება. მტკიცების თანახმად, ეს სახელი XIX საუკუნის ბრიტანელმა ჟურნალისტმა Flora Shaw-მ შეთხზა, რომელიც მოგვიანებით ქორწინდება Baron Frederick Lugard-ზე, ბრიტანეთის კოლონიურ ადმინისტრატორზე. ნიგერიის ნამდვილი სახელი, რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა, როგორც ნიგერიის მდინარის სახელწოდება, ცოტა საეჭვოა. ეს სიტყვა შეიძლება Tuareg-ის ალტერნატივა იყოს.

ადრეული პერიოდი (ძვ. წ. 500-1500)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ნიგერიის ნოკის ცივილიზაცია ყვაოდა ძვ. წ. 500-ახ. წ. 200 წლებში. ისინი ამზადებდნენ გამომწვარი თიხის ფიგურებს, რომელებიც ერთ-ერთი ადრეული სკულპტურებია სუბსაჰარულ აფრიკაში. უფრო ჩრდილოეთით, ქალაქების კანოს და კასტინას ისტორია იწყება ახ. წ. 999 წელს. ჰაუსას სამეფოები და კანემ ბორნუს იმპერია განვითარდნენ, როგორც სავაჭრო პოსტები ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკას შორის.

იგბო ხალხის ნრის სამეფო გაერთიანდა X საუკუნეში და იქამდე არსებობდა, სანამ დაკარგა სუვერენიტეტი და შეურთდა ბრიტანეთს 1911 წელს. ნრის განაგებდა ეზე ნრი და ქალაქი ნრი მიჩნეულია იგბოს კულტურის საწყისად. ნრი და აგილერი იყვენენ იგბოს მითებიდან, რომლებიც უმერის კლანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ კლანის წინაპრები პატრიარქალური მეფის ერისგან მოდიან. დასავლეთ აფრიკაში ყველაზე ძველი ბრინჯაო შეიქმნა lost-wax process გამოყენებით, რომელიც ისწავლეს იგბო უკწუსგან, ქალაქი რომელიც ნრის გავლენის ქვეშ იყო.

ბრიტანული ნიგერია (1800-1960)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ასევე სხვადასხვა აფრიკის ქვეყნები და კერძო კომპანიები ჩართულები იყვნენ მონობით ვაჭრობაში. მონობის საწინააღმდეგო სენტიმენტებით და ეკონომიკური რეალობის შეცვლით, 1807 წელს დიდმა ბიტანეთმა გააუქმა მონობით ვაჭრობა. ნაპოლეონის ომების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა დასავლეთ აფრიკის დივიზიონი საერთაშორისო მონობით ვაჭრობის შესაჩერებლად. ანუ ისინი აჩერებდნენ სხვა ერების გემებს, რომელზეც იმყოფებოდნენ მონები და გადიოდნენ აფრიკის სანაპიროდან. დამონებული ხალხი მიჰყავდათ ფრიტაუნში (Freetown), რომელიც დასავლეთ აფრიკაში მდებარე კოლონია იყო და ბრიტანეთის მიერ განთავისუფლებული მონების დასასახლებლად იყო განკუთვნილი.

იმ პერიოდში აფრიკისათვის უძლიერეს სახელმწიფოებს შორის ბრძოლა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ის შეიძლებოდა ინტერ-იმპერიალისტურ კონფლიქტებსა და ომებშიც კი გადაზრდილიყო. ამის ასაცილებლად გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა (oto fon bismark) 1884-1885 წლებში მოიწვია ამ ეპოქის მთავარი ევროპული სახელმწიფოების დიპლომატიური სამიტი, რომლის მიზანი იყო აფრიკის მომავლის გაანალიზება და მონობის მოსპობა. სინამდვილეში, უფრო მნიშვნელოვანი იყო კოლონიალიზმი.

საფოსტო მარკა ელიზაბეტ მეორის სურათით

ქვეყნების სტრატეგიული და ეკონომიკური გეგმები, როგორებიცაა ძველი ბაზრების დაცვა, ახალი ტერიტორიების ათვისება და მოსახლეობის ექსპლუატაცია. კონფერენციაზე შეიმუშავეს ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია, როგორც ბერლინის აქტი, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს აფრიკის დანაწილებაში ბრძოლის წესებს კარნახობდა. ბერლინის კონფერენციამ, რომელზეც აფრიკის არც ერთი წარმომადგენლი არ დაასწრეს, აფრიკის დანაწილების პროცესი დაიწყო და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა არც ადგილობრივ კულტურას, არც ეთნიკურ ჯგუფებსა და ერთი ტომის ხალხს ევროპელთა მიერ გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს ტოვებდა. ამან წარმოქმნა ტრაიბალიზმი, რომელიც დღესაც გრძელდება.

1901 წლის 1 იანვარს, ნიგერია გახდა ბრიტანეთის პროტექტორატი და ბრიტანეთის იმპერიის ნაწილი. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, დამოუკიდებელი სამეფოები იბრძოდნენ ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ იმისათვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი ტერიტორიები. 1897 წელს ბრიტანეთმა ომით შეძლო ბენინის დაპყრობა და ანგლო - აროს ომში (1901-1902) დაამარცხა სხვა ოპონენტებიც.

1914 წელს ბრიტანეთმა ფორმალურად შეუერთა ნიგერი ნიგერიის კოლონიას და პროტექტორატს. ადმინისტრაციულად, ნიგერია დაყოფილი იყო ჩრდილო და სამხრეთ პროტექტორატებად და ლაგოსის კოლონიად. სამხრეთ რეგიონის მცხოვრებთ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ბრიტანეთთან და სხვა ევროპის ქვეყნებთან, როგორც ეკონომიკურად ასევე კულტურულად.

ქრისტიანულმა დელეგაციებმა პროტეტორატებში დასავლური საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩამოაყალიბეს. ბრიტანეთის არაპირდაპირი კანონის და ისლამური ტრადიციების გამტკიცების პოლიტიკის მიხედვით, სამეფო კარმა არ დაუჭირა მხარი ქვეყნის ჩრდილოეთით, ისლამურ ნაწილში მდებარე ქრისტიანულ დელეგაციებს. სამხრეთის მხარის რჩეული საზოგადოებიდან ზოგიერთი ბავშვი მიდიდოდა დიდ ბრიტანეთში უკეთესი განათლების მისაღებად.

ჩრდილოეთ ნიგერიამ მხოლოდ 1936 წელს უარყო მონობა მაშინ, როცა ნიგერიის სხვა არეებში მონობა კოლონიალიზმის შემდეგ მალევე მოიშალა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმისათვის, რომ გაეზარდათ ნიგერიული ნაციონალიზმი და დამოუკიდებლობაზე მოთხოვნა, მომდევნო კონსტიტუციებმა ნიგერია გადააქციეს თვითმართვად ქვეყანად. XX საუკუნის მეორე ნახევარში აფრიკაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დიდი ტალღა წარმოიშვა. ნიგერიამ 1960 წელს მიაღწია დამოუკიდებლობას.

ნიგერია პირველ-მეორე მსოფლიო ომების დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) შემდეგ ნიგერიაში აღმოცენდნენ პირველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები. 1920 წელს შეიქმნა დასავლეთ აფრიკის ეროვნული კონგრესის ნიგერიის განყოფილება, 1922 წელს კი ნიგერიის პირველი პოლიტიკური პარტია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში იმავე წელს მიიღო ლაგოსისათვის განკუთვნილი სამივე ადგილი.

მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა (1929-1933) თავისი დაღი დაასვა ნიგერიის ეკონომიკას. 1929 წლის დამლევს აბაში მოხდა გლეხთა დიდი აჯანყება. 30-იანი წლების დასაწყისისთვის ნიგერიაში აღმოცენდა ახალი მასობრივი ორგანიზაციები, რომელთაც ძირითადად ეროვნული ინტელიგენციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. 1933 წელს შეიქმნა ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია - „ლაგოსის ახალგაზრდობის მოძრაობა“, რომელსაც 1936 წელს „ნიგერიის ახალგაზრდობის მოძრაობა“ (ნამ) ეწოდა.

მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) წლებში იმპორტის შემცირებამ ხელი შეუწო ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას. ეროვნული ბურჟუაზიის რადიკალურად განწყობილი წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ებმებოდნენ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1944 წლის აგვისტოში დაარსდა საერთო ნიგერიული პირველი პოლიტიკური პარტია - ნიგერიისა და კამერუნის ეროვნული საბჭო (1962 წლიდან - ნიგერიის მოქალაქეთა ეროვნული საბჭო, ნმეს).

40-იანი წლების დასაწყისში ნიგერიაში შეიქმნა პროფკავშირი, გახშირდა მუშათა გაფიცვები და ორგანიზებული გამოსვლები (1949 წლის 18 ნოემბერში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ენუგუს გაფიცულ მაღაროელებს). ანტიკოლონისტური მოძრაობის ნეიტრალიზების მიზნით კოლონისტური ადმინისტრაცია კონსტიტუციური მანევრების გზას დაადგა. 1947 წელს გუბერნატორ რიჩარდზის კონსტიტუციით ნიგერია სამ ოლქად დაიყო. დასავლეთ ნიგერია, აღმოსავლეთ ნიგერია და ჩრდილოეთ ნიგერია, რომელთაც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები განაგებდნენ. გუბერნატორს ჰქონდა ვეტოს უფლება. რეგიონალიზაციისაკენ აღებული კურსი კიდევ უფრო განმტკიცდა შემდეგი კონსტიტუციით (1951-მაკფერსონისა (ნიგერიის გუბერნატორი) 1954-ლიტლტონისა (დიდი ბრიტანეთის კოლონიების მინისტრი)).

დამოუკიდებელი ფედერაცია და პირველი რესპუბლიკა (1960-1966)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიამ გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა 1960 წლის 1 ოქტომბერს მიიღო. ნიგერიის მთავრობა კონსერვატიული პარტიის კოალიცია იყო: ნიგერიელი ხალხის კონგრესი (NPC). ოპოზიცია მოიცავდა შედარებით ლიბერალურ სამოქმედო ჯგუფს, რომელზეც ყველაზე დიდი გავლენა იორუბას ხალხს ჰქონდა და მას მართავდა ობაფემი ავოლოვო. ნიგერიის დომინანტური ეთნიკური ჯგუფები იყვნენ: ჰაუსა (ჩრდილოეთის ხალხი), იგბო (აღმოსავლეთის ხალხი) და იორუბა (დასავლეთის ხალხი). მათ შორის საკმაოდ დიდი კულტურული და პოლიტიკური განსხვავებები იყო.

დისბალანსი სახელმწიფოებრივ წყობაში 1961 წლის პლებისციტით იყო გამოწვეული. სამხრეთ კამერუნმა გადაწყვიტა კამერუნის რესპუბლიკას შეერთებოდა მაშინ, როცა ჩრდილოეთ კამერუნმა ნიგერიაში დარჩენა არჩია. აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთი მხარე უფრო დიდი იყო ვიდრე სამხრეთი მხარე. 1963 წელს ერმა ჩამოაყალიბა ფედერალური რესპუბლიკა და მისი პირველი პრეზიდენტი იყო აზიკივი (Nnamdi Azikiwe). 1965 წელს არჩევნების დროს, ნიგერიის დასავლეთ რეგიონში მმართველობაში მოვიდა ნიგერიის ნაციონალურ დემოკრატიული პარტია.

ბიაფრას რესპუბლიკა 1967 წლის ივნისში, როდესაც მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გამოეყო დანარჩენ ნიგერიას.

სამოქალაქო ომი (1967-1970)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიგერიელი ბავშვები 1968 წელს, სამოქალაქო ომის დროს

კორუფციამ და გაუწონასწორებლობამ პოლიტიკური პროცესები ნელ-ნელა სამხედრო გადატრიალებებამდე მიიყვანა. პირველი სახელმწიფოებრივი გადატრიალება იგბოს ჯარისკაცების მიერ 1966 წლის იანვარში მოხდა და მას ხელმძღვანელობდნენ ემანუელ იფეაჯინა (Emmanuel Ifeajuna) და ჩუკვუნა კადუნა ნზეოგვუ (Chukwuna Kaduna Nzeogwu). აჯანყებულებმა შეძლეს და მოკლეს მთავრობის პირველი პირები აბუბაკა ტაფავა ბალევა (Abubaka Tafawa Balewa), აჰმადუ ბელო (Ahmadu Bello) და ლადოკე აკინტოლა (Ladoke Akintola).

1967 წლის მაისში, აღმოსავლეთ რეგიონმა გამოაცხადა დამოუკიდებლება ბიაფრის რესპუბლიკის სახელწოდებით. ნიგერიის სამოქალაქო ომი დაიწყო ნიგერიის მთავრობის მხარის მიერ, როდესაც 1967 წლის 6 ივლისს გარკემში ბიაფრას დაესხნენ თავს. ომი 30 თვის განმავლობაში გაგრძელდა და 1970 წლის იანვარში დასრულდა. ამ პერიოდში ბიაფრას ალყა ჰქონდა შემორტყმული და ვაჭრობაც იზოლირებული იყო. ყოფილი აღმოსავლეთის რეგიონში მსხვერპლის რაოდენობა 1-დან 3 მილიონ ადამიანამდე აღწევდა.

არაპირდაპირი გზით, თუმცა მჭიდროდ, ომში ჩაბმული იყვნენ: საფრანგეთი, ეგვიპტე, საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთი, ისრაელი და სხვანი. ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი ნიგერიის მთავრობის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ, მაშინ, როცა საფრანგეთი და დანარჩენები მხარს ბიაფრას უჭერდნენ. ასევე აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ნიგერიამ ეგვიპტელი პილოტები გამოიყენა საჰაერო ძალებისთვის.

მუჰამედ ბუჰარი, ნიგერიის მე-15 პრეზიდენტი (2015 წლის 28 მარტიდან)

ნიგერიამ დემოკრატია 1999 წელს დაიბრუნა მაშინ, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს ოლესეგუნ ობასანჯო (Olesegun Obasanjo), შტატის ფორმალური მმართველი. მისმა მოსვლამ დაასრულა 33 წლიანი საომარი მმართველობა (1966-1999), მაგრამ საომარი სიტუაცია არ დასრულებულა მეორე სახელმწიფოში, რომელსაც სამხედრო დიქტატორი მართავდა (1979-1983 წლებში). მან თავის ძალაუფლება გაზარდა სახელმწიფოს გადატრიალებითა და ნიგერიაში საომარი სიტუაცის ჩახშობით, თუმცა ობასანჯოს მმართველობის პერიოდში ჩატარებული არჩევნები იყო არათავისუფალი და უსამართლო. ნიგერიამ ამ ყველაფერს ნელ-ნელა თავი დააღწია და აჩვენა დიდი წინსვლა მთავრობის კორუფციისგან თავის დაღწევისა და განვითარებისკენ სწრაფვაში. ეთნიკურმა მოხალისეებმა კონტროლი აიღეს ნიგერის დელტის ნავთობ-პროდუქციის წარმოებაზე. უმარუ იარადუა (Umaru Musa Iar'Adua) ხალხის დემოკრატიული პარტიიდან 2007 წელს მოვიდა მმართველობაში გენერალური არჩევნებით. ინტერნაციონალური საზოგადოება აკვირდებოდა ნიგერიის არჩევნებს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის თავისუფალი ნების და სამართლიანობის ფარგლებქვეშ ტარდებოდა. იარადუა გარდაიცვალა 2010 წლის 5 მაისს. გუდლაკ ჯონათანმა (Dr. Goodluck jonathan) მისი სიკვდილი გამოაცხადა 6 მაისს და გახდა მე-14 მმართველი. ის მართავდა ნიგერიას სანამ მისი ვიცე-პრეზიდენტი ნამადი სამბო (Namadi Sambo) მოვიდოდა სათავეში. ნამადი სამბო იყო არქიტექტორი და მართავდა კადუნის შტატს. ჯონათანი ქვეყანას მართავდა 2011 წლის 16 აპრილამდე, ანუ არჩევნების ჩატარებამდე. 22 495 187 ხმით მოუგო მუჰამადუ ბუჰარს (Muhammadu Buhar), რომელსაც 12 214 853 ხმა ჰქონდა.

2015 წლის მარტში მუჰამედ ბუჰარმა დაამარცხა ჯონათანი 2 მილიონი ხმით. არჩევნების დამკვირვებლები აცხადებენ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად.

გეოგრაფიული მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიგერიის რუკა
ნიგერიის ტოპოგრაფიული რუკა
ნიგერიის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

ნიგერია მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ყურის სანაპიროზე და უკავია 923 768 კმ² ფართობი.[23] ნიგერია ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოს 32-ე და აფრიკის მე-14 ქვეყანაა. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 4047 კმ-ს: დასავლეთით — ბენინთან (773 კმ), ჩრდილოეთით — ნიგერთან (1497 კმ), ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩადთან (87 კმ), აღმოსავლეთით — კამერუნთან (1690 კმ); სანაპირო ხაზის სიგრძე შეადგენს 853 კმ-ს.[23][24][24]

ნიგერიის ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ბენინ-ნიგერიის და კამერუნის პრეკამბრიული მასივების ფარგლებში, რომლებიც აგებულია გრანიტ-გნაისებით, გნაისებით, მიგმატიტებით, კრისტალური ფიქლებით, კატარქეულ-არქეული პერიოდის ჩარნოკიტებით და უფრო ახალგაზრდა დანალექი ქანებით, რომლებთანაც დაკავშირებულია ძირითადი რკინის მადნის საბადოები.

ფუნდამენტის ქანები შეჭრილია პროტეროზოური ეონის ინტრუზიულ-მეტასომატიკურ წარმონაქმნებში — ანუ უძველეს გრანიტებში. ქვეყნის შუა ნაწილში მდებარე ჯოსის პლატოზე არსებობს ახალგაზრდა გრანიტების რგოლური ინტრუზიების რიგი (პალეოზოური ჯგუფიიურული სისტემა), რომლებთანაც დაკავშირებულია კომპლექსური ნედლეულები: კალის, ტანტალის ნიობატების, ვოლფრამის, მოლიბდენის, ურანის მადნები. ზოგიერთ რაიონში ადრეული პრეკამბრიული პერიოდის ფუნდამენტზე შეიმჩნევა ვიწრო მერიდიონალური ჯდენები, რომელიც გამოწვეულია ფიქლებით, კვარციტებით, ამფიბოლიტებით, მარმარილოებით, გვიანდელი პრეკამბრიული პერიოდის კონგლომერატებით. ზოგიერთ ადგილებში ფუნდამენტი გადახურულია მეზოზოურიკაინოზოური ერის დანალექი ქანებით, რომლებიც თავს ყველაზე უფრო მკვეთრად იჩენენ ბენინ-ნიგერიის და კამერუნის მასივების (ბენუეს გრაბენი) შორის, ასევე მდინარე ნიგერის დელტის ოკეანისპირა ღრმულში.

ბენუეს გრაბენი შედგება ნახშირბადშემცველი ცარცოვანი დანალექებისგან, რომელიც არსებობს ნაკეცების სახით, ზოგან გართულებული ნასხლეტებით და ძირითადად ინტრუზიებით გარღვეული. მდინარე ნიგერის დელტის ოკეანისპირა ღრმული წარმოადგენს მონოკლინალს, სადაც ფენები ოკეანისკენ გადაადგილდება. ამ დეპრესიების დანალექი ქანები დაკავშირებულია შემდეგ ნედლეულებთან: ნავთობი და ბუნებრივი აირი, ქვანახშირი და მურა ნახშირი, ტყვიის, თუთიის, ფოსფორიტის მადნები. სანაპირო ზოლი, სიგანით 50-250 კმ, გადაფარულია პალეოგენურ-ნეოგენური სისტემების ზღვის და მეოთხეული სისტემის ალუვიური დანალექებით.

სასარგებლო წიაღისეული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიის ძირითადი სასარგებლო წიაღისეულია: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, კალა, იშვიათი ლითონების (ნიობიუმი, ტანტალი) მადანი, სამშენებლო მასალები; ასევე არსებობს მურა ნახშირის, ურანის, მანგანუმის, ვოლფრამი, ოქროს, სპილენძის, მოლიბდენის, ტყვიის და თუთიის საბადოები, სამთო ქიმიური ნედლეული, ინდუსტრიული ნედლეული და სხვა.

ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგების რაოდენობით ნიგერიას უკავია მეორე ადგილი აფრიკაში. ХХ საუკუნის ბოლოსათვის ქვეყანაში აღმოჩენილია 300-ზე მეტი ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადო, რომლებიც შედიან გვინეის ყურის ნავთობის და ბუნებრივი აირის აუზში. მათ შორის ყველაზე უფრო დიდებია: ბომუ, იმო-რივერი, ოკანი, მერენი, ოლომორო, დელტა, დელტა-საუტი, ეკპე, უბიტი, იოკრი და სხვა. პროდუქტიული ფენების სიღრმე ხმელეთზე მდებარეობს 1500-2000 მეტრზე, შელფზე – 2500-3600 მეტრზე.

2003 წლის British Petroleum-ის შეფასებით ნიგერიაში ნავთობის მარაგი შეადგენს 24 მილიარდ ბარელს, რაც მთელი მსოფლიოს მარაგის 2 %-ია, მოხმარების დონის მიხედვით მომავალი პროდუქტიული პერიოდი შეადგენს 33 წელს. ბუნებრივი აირის მარაგით (ტრილიონი მ³) ქვეყანას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია (2 %), ხოლო მოხმარების დონის მიხედვით მომავალი პროდუქტიული პერიოდი შეადგენს 100 წელზე მეტს.

ნიგერიაში საძიებო-დაზვერვითი სამუშაოები დიდი ხნის განმავლობაში პირველ რიგში ორიენტირებული იყო ნავთობზე და ამიტომ ბუნებრივი აირის რეალური მარაგი შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს არსებულ შეფასებებს. დღეისათვის ცნობილია ბუნებრივი აირის დაახლოებით 25 საბადო. მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ნავთობის საბადოებში არსებული ბუნებრივი აირი (დაახლოებით 70 %), ასევე ნავთობში შერეული ბუნებრივი აირი.

2002 წელს ქვეყანაში ქვანახშირის რესურსი შეადგენდა 2750 მილიონ ტონას (Mining Annual Review 2002). ქვანახშირის ნედლეულის არსებობა დაკავშირებულია ცარცულ დანალექებთან, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ბენუეს გრაბენში. ქვანახშირის ყველაზე უფრო დიდი აუზია – ენუგუ (ფართობი — 20 000 კმ², ნახშირბადშემცველი ფენა 150 მეტრამდე), რომელიც აგებულია ქვიშაქვისგან, არგილითისგან, ქვანახშირის ფიქლებისაგან. ქვანახშირი ენერგეტიკულია, ნაცრის საშუალო შემცველობა — 10 %, ნესტი — 9 %, გოგირდი — 1 %-ზე ნაკლები, კუთრი თბოტევადობა — 29,4-32,8 მჯ/კგ.

ქვეყნის ცენტრში, დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში თავმოყრილია ოქროს წვრილი კუსტარული (ზამფარა, ბიშინი და სხვა) და ორგანიზებული (ილეშა-იფე, მინა და სხვა) საბადოები. მათი დიდი ნაწილი დამუშავებულია, ყველაზე უფრო პერსპექტიულია ილეშას რაიონი.

ნიგერიის ტერიტორიის რელიეფის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილებია მდინარე ნიგერის და მდინარე ბენუეს ხეობები, რომლებიც გვინეის ყურიდან გამოყოფილია სანაპირო ჭაობებიანი ვიწრო ზოლით. ამ ზოლის სიგანე არ აჭარბებს 16 კმ-ს, გარდა მდინარე ნიგერის დელტისა, სადაც ის აღწევს 97 კმ-ს.

გვინეის ყურის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს ტალღისებური სანაპირო დაბლობი, რომელიც ჩრდილოეთით თანდათან მაღლდება და ღებულობს საფეხურიანი პლატოს ფორმას.

ქვიშოვანი პლაჟების ბარიერების იქით მდებარე ლაგუნებისა და მდინარეების რთული ქსელი ქმნის დაცული მეჩხერწყლოვანი გზების სისტემას, რისი მეშვეობითაც პატარა გემებს შეუძლიათ დასავლეთით მდებარე ბენინის სახელმწიფო საზღვრიდან აღმოსავლეთით მდებარე კამერუნის სახელმწიფო საზღვრამდე ოკეანეში გაუსვლელად გაცურონ. ქვეყნის სიღრმეში მკვეთრად გამოირჩევა მდინარე კროსის ხეობაში ამოწეული ნსუკა-ოკიგვის საფეხური, ჯოსის და ბიუს პლატოები, ასევე ადამავის პლატო. ქვეყნის ჩრდილოეთში და დასავლეთში კრისტალური ქანებისაგან, ხოლო აღმოსავლეთში ქვიშაქვებისაგან აგებული პლატოს ზედაპირის თანდათანობითი დადაბლება ბევრ ადგილას ძირითადად დაფარულია ინზელბერგებით, ანუ ციცაბო ფერდოებიანი კლდოვანი ბიუტისებრი ბორცვებით. ჩრდილო-აღმოსავლეთში ზედაპირი თანდათან დაბლდება ჩადის ტბის მხარეს.

ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — ჩაპალ-უადის მთა (2419 მეტრი)[25][26] მდებარეობს ტარაბის შტატში, ნიგერია-კამერუნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ტროპიკულმა ტყეებმა განიცადა მნიშვნელოვანი დეგრადაცია, გვხვდება წითელ-ყვითელი ოქსისოლის და აკრისოლის ნიადაგი. ნიგერიის სანაპირო ზოლი დაფარულია წითელი ნატისოლის ნიადაგით, რომელსაც აქვს ცოტათი უფრო მეტი ჰუმუსი, ვიდრე ოქსისოლს. ქვეყნის ყველაზე უფრო მეტი ფართობი უკავია მოყვითალო-მოყავისფრო რკინის შემცველ ლუვისოლის ნიადაგს. ამ ნიადაგით დაფარულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილების დიდი პლატოების ვრცელი მონაკვეთები. ჩრდილოეთ სავანურ რეგიონებში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაფარულია მოწითალო-მოყავისფრო არენოსოლის ნიადაგით. მდინარე ნიგერის დელტაში გავრცელებულია ალუვიური ფლუვისოლის ნიადაგი.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ნიგერისა, რომელიც მიედინება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, წყლის რესურსები ღარიბია. ქვეყნის ჩრდილოეთში და ცენტრალურ ნაწილში არსებული ზოგიერთი მდინარე მშრალი სეზონების დროს შრება. მოსახლეობა წვიმიანი სეზონების დროს წყალს ინახავს. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 65 %-ს წყლით კვებავს გვინეის ყურეში ჩამავალი მდინარე ნიგერი და მისი შენაკადები, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდებია ბენუე და კადუნა. მდინარეების უმრავლესობა, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სანაოსნოა ჭორომებისა და ჩანჩქერების არყოფნის გამო. ნიგერიის დანარჩენ ტერიტორიებს წყლით კვებავენ ჩადის ტბისკენ მიმდინარე მდინარეები.

ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი ბუნებრივი წყლის რეზერვუარია ჩადის ტბა, რომლის სამხრეთი ნაწილი მიეკუთვნება ნიგერიის ტერიტორიას. კრატერული ტიპის პატარა ტბები მდებარეობენ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ორი დიდი ხელოვნური ტბა. კაინჯის და შიროროს ტბა შეიქმნა კაშხლების მშენებლობის დროს, პირველი მდინარე ნიგერზე და მეორე მდინარე კადუნაზე.

ნიგერიის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით.

ნიგერია მიეკუთვნება ცხელ ტროპიკულ სარტყლებს, სადაც გვხვდება კლიმატის ორი ტიპი: ეკვატორული სამხრეთით და სუბეკვატორული ჩრდილოეთით. ამას გარდა სუბეკვატორული კლიმატი წვიმიანი და მშრალი სეზონების მიხედვით თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: ნოტიო და მშრალი. ნიგერიის ამინდს აყალიბებს ორი ჰაერის მასა. ნოტიო გვინეის ყურესთან და კონტინენტური-მშრალი მატერიკის სიღრმეში. ჩრდილოეთის რეგიონები ზამთრის პერიოდში ხვდება მშრალი ჰაერის ნაკადის გავლენის ქვეშ (მშრალი სეზონი).

სამხრეთი რეგიონების ეკვატორული კლიმატი ხასიათდება 26-29 °C მუდმივი ტემპერატურებით და 2000 მმ-ზე მეტი წლიური ნალექების რაოდენობით. ნალექების ეს რაოდენობა ზოგჯერ აღწევს 3000 მმ-მდე წელიწადში, ხოლო ჰაერის ტენიანობა არასოდეს ეცემა 80 %-ზე დაბლა. ნალექების ყველაზე უფრო დიდი რაოდენობა და ჰაერის მაღალი ტენიანობა ახასიათებს მდინარე ნიგერის დელტას.

ჩრდილოეთის მიმართულებით კლიმატი უფრო მშრალი ხდება. ქვეყნის შუა ნაწილში (8°-10° N), სადაც კლიმატი სუბეკვატორულია, ჰაერის ტემპერატურა უფრო სხვადასხვანაირია. იგივე ხდება ნალექების მხრივაც, სადაც გამოიყოფა ორი მკვეთრად გამოკვეთილი წვიმიანი სეზონი. მშრალი ამინდის დროს ცხელა, დღისით ტემპერატურა აჭარბებს 30 °C-ს, ხოლო ღამით ეცემა რამდენიმე გრადუსით. ნალექების რაოდენობა მერყეობს 1000 მმ-დან 2000 მმ-მდე. მშრალი სუბეკვატორული კლიმატის დროს იკვეთება ჰაერის ტემპერატურის მაღალი ამპლიტუდები, ერთი წვიმიანი სეზონი და იშვიათი ნალექები. 10°-12° N შორის ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 500 მმ-დან 900 მმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა წვიმიანი სეზონის დროს ნალექებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში მერყეობს 24 °C-დან 34-36 °C-მდე. ყველაზე უფრო თბილი ჰაერის ტემპერატურა დგება წვიმიან სეზონებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შემდეგ ჰაერი მკვეთრად გრილდება.

კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ (13°–14°48' N) სუბეკვატორული კლიმატი იძენს საკმაოდ მშრალ სახეს. ეს იწვევს ჰაერის დაბალ ტენიანობას, იშვიათ ნალექებს და ჰაერის ტემპერატურის მაღალ ამპლიტუდებს. წვიმების დროს და მათი დამთავრებისას ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 23 °С-ის ფარგლებში. ხანგრძლივი მშრალი სეზონის დროს, წვიმიან სეზონამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჰაერის ტემპერატურა ადის 40 °C-მდე, ხოლო ღამით ორჯერ ეცემა. ნალექების რაოდენობა შეადგენს უკიდურეს ჩრდილოეთში 300 მმ-დან დაახლოებით 12° N ხაზზე 700 მმ-მდე. ჩრდილოეთში წვიმიანი სეზონი გრძელდება დაახლოებით სამი თვე.

ნიგერიის მცენარეულობა.

ნიგერიის მცენარეულობა კლიმატური ზონების შესაბამისად დაყოფილია ოთხ ტიპად: სანაპირო მანგროს ტყეები, მდინარე ნიგერის დელტის ჭაობიანი ტყეები, ქვეყნის სამხრეთი ნაწილის ტროპიკული ტყეები და სავანის ტყეების მოზაიკა. ამას გარდა ნიგერიის ჩრდილოეთის განაპირა მხარეები, განსაკუთრებით ჩადის ტბის რაიონში, დაფარულია საჰელის ზონისთვის დამახასიათებელი მშრალი სავანებით.

ეკვატორული ზონის ტყეებისათვის დამახასიათებელია მდიდარი სახეობების მაღალი ხეები. ჭაობის ტყეები ხის ჯიშებით ღარიბია, სადაც პალმები უფრო ჭარბობენ. სამხრეთ ნიგერიის მთელი ზოლი პირველ რიგში უკავია ნოტიო ტროპიკულ ტყეებს, მაგრამ დღეისათვის ეს ტყეები საკმაოდ დეგრადირებულია. სავანები, რომლებსაც უკავიათ ქვეყნის დიდი ნაწილი, დაყოფილია სამ ტიპად: გვინეის სავანა, რომელსაც უკავია ქვეყნის ტერიტორიის 40 %, ჩრდილოეთში არსებული სუდანის სავანა და მცირე ფართობის მქონე საჰელის სავანა. რაც უფრო ჩრდილოეთისაკენ მივდივართ მცენარეული საფარის სახეობების რაოდენობა და მათი სიმჭიდროვეც შესაბამისად კლებულობს.

ადამიანის მოღვაწეობის შედეგად (სოფლის მეურნეობა) ველური ცხოველების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ასევე საკმაოდ შემცირდა მათი სახეობების რაოდენობა, განსაკუთრებით გორილების, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ ტროპიკულ ტყეებში კამერუნის სახელმწიფო საზღვართან ახლოს. მხოლოდ ეროვნული პარკების ტერიტორიებზე შეიძლება შეგვხვდეს ბევრი ველური სახეობების ცხოველი. დიდი რაოდენობით გვხვდება ფრინველები, ქვეწარმავლები და მცირე ძუძუმწოვრები. ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ბეჰემოთი, ჟირაფი, ლომი და ჯიქი იშვიათად გვხვდება. ქვეყანაში ანტილოპების და მაიმუნების ბევრი სახეობა, მაგრამ ისინი ბინადრობენ მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე. ზღვარზეა მისული სპილოების პოპულაცია, რომლებიც გვხვდებიან მხოლოდ იანკარის ნაკრძალში, ხოლო მათი რაოდენობა არ აღემატება ათასს.

ატიკუ აბუბაკარი, ნიგერიის მე-11 ვიცე-პრეზიდენტი (1999-2007)
ნიგერიის 12 შტატი, სადაც მოქმედებენ შარიათის კანონები.

ნიგერია ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, სადაც მოქმედებს 1999 წლის 29 მაისს მიღებული კონსტიტუცია. სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების მეთაური არის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა საყოველთაო პირდაპირი არჩევნების გზით (ფარული ხმის მიცემით) 4 წლის ვადით. იმარჯვებს ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც იღებს არჩევნებში არანაკლებ 1/4 ხმას საერთო ამომრჩევლებიდან. პრეზიდენტი ამ პოსტზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ინიშნება პრეზიდენტის მიერ იმ პოლიტიკური პარტიის წევრებიდან, საიდანაც მან იყარა კენჭი. ორპალატიან პარლამენტს (ნაციონალური ასამბლეა), რომელიც შედგება წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან, აქვს საკანონმდებლო უფლება. წარმომადგენელთა პალატის 360 დეპუტატი ინიშნება პირდაპირი საყოველთაო და ფარული არჩევნების გზით. სენატი კი რომელიც შედგება 109 წევრისგან (3 წევრი ყოველი 36 შტატიდან და 1 წევრი დედაქალაქიდან) ირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით. წარმომადგენელთა პალატის მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, სენატისას კი – სპიკერი. ნაციონალური ასამბლეის ორივე პალატის უფლებამოსილების დროის ხანგრძლივობა არის 4 წელი.[27]

სახელმწიფო დროშა - შედგება სამი ვერტიკალური ერთნაირი ზომის ზოლებისაგან, რომელთა შორის ორი მწვანე, ერთი კი თეთრი ფერისაა.

ადმინისტრაციული მოწყობა – 1996 წლიდან ქვეყანა დაიყო 36 შტატად და აბუჯის ფედერალური დედაქალაქის ტერიტორიად (შეიქმნა 1979 წელს, 1991 წლის დეკემბრიდან ითვლება სახელმწიფოს დედაქალაქად, მანამდე კი ნიგერიის დედაქალაქი ლაგოსი იყო).

შტატების სათავეში დგას გუბერნატორი, რომელსაც ირჩევენ 4 წლის ვადით. იმისთვის, რომ ნიგერიის გუბერნატორი გახდე საჭიროა დააგროვო არანაკლებ 25 % მთლიანი ხმებისა. შტატების გუბერნატორს იცავს იმუნიტეტი.

სასამართლო სისტემა – მოქმედებს უზენაესი სასამართლო, ფედერალური სააპელაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის ფედერალური სასამართლო და ასევე შტატების პირველი ინსტანციის სასამართლოები. ზოგიერთ შტატებში არსებობს შარიათის ან ჩვეულებრივი სააპელაციო სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ საქმეებს მუსულმანურ უფლებებთან ან ტრადიციის ნორმებთან დაკავშირებით.

საგარეო პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ავტორიტეტის გამყარებაზე. იმის გამო, რომ საერთაშორისო არენაზე მისი იზოლირების შემდეგ დიდხანს სუფევდა სამხედრო დიქტატურა, მას საფუძვლად უდევს არშემოერთების პოლიტიკა. სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის მთავარ მიმართულებად ითვლება მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობების გამყარება აფრიკულ სახელმწიფოებთან. პრეზიდენტი აბასანჯო იყო ოთხიდან ერთ–ერთი ავტორი პროგრამისა, სახელწოდებით „ახალი პარტნიორობა აფრიკის განვითარებისთვის“.

ნიგერია კომისია „მდინარე ნიგერიის სახელმწიფოების“ აქტიური წევრია, აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები ბენინთან (Benin) და ნიგერთან (Niger).

2005 წლის ზაფხულში ნიგერიამ გააგზავნა 1000 ტონა მარცვლეული ნიგერში, სადაც დაიწყო შიმშილობა გვალვისა და მწერების შემოსევის გამო.

ვითარდება თანამშრომლობა სან-ტომესა და პრინსიპის (Sao Tome & Principe) რესპუბლიკასთან, ვისთანაც აქვს ნავთობის მოპოვების საერთო ზონა. ამჟამად აგვარებს ჩინეთთან ურთიერთობას. 2000 წლის დასაწყისში ამ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2006 წლის იანვარში „ჩინეთის ნაციონალურმა ნავთობის კორპორაციამ“ და ნიგერიის ნავთობის კომპანია „სამხრეთ ატლანტიკამ“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ნიგერიის საზღვაო ნავთობის რესურსების ერთობლივ ექსპლუატაციაზე მდინარე ნიგერიის რაიონში.

ნიგერია იყო დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პარტნიორი, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა 1993 წელს გენერალ აბაჩის (Sani Abacha) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. 1995 წელს ლონდონმა ოფიციალურად შეუჩერა ნიგერიას კავშირის წევრობა და მის წინააღმდეგ შემოიღო ევროკავშირის სავაჭრო სანქციები. 1999 წლიდან დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობები გამოსწორდა. პრეზიდენტ ობასანჯოს (Olusegun Obasanjo) ინაუგურაციას პრინცი ჩარლზიც (Prince Charles) კი ესწრებოდა. ნიგერიამ სწორედ ამ წელსვე აღიდგინა კავშირის წევრობა. დიდმა ბრიტანეთმა დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად ნიგერიას 2000 წელს გამოუყო 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი. 2002 წლის თებერვალში კი ნიგერიას ეწვია ტონი ბლერი (Tony Blair).

ნიგერია გაეროს (UN) აქტიური წევრია. ქვეყანა ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი ადგილის მოპოვებას და ამასთანავე საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ანგოლას, კენიას, ლიბიასა და სენეგალს.

1960 წლის 25 ნოემბერს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ნიგერიასა და საბჭოთა კავშირს (USSR) შორის. საბჭოთა კავშირმა ნიგერიას სამხედრო და მატერიალური დახმარება გაუწია 1967-1970 წლის სამოქალაქო ომის დროს. ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი სავაჭრო ეკონომიური ურთიერთობების სფეროში ნავთობის 900 კილომეტრიანი მაგისტრალისა და მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა იყო აჯაოკუტაში (Ajaokuta). 1971-1980 წელს ქვეყანაში საბჭოთა ექიმები მუშაობდნენ.

2001 წლის მარტში პრეზიდენტი ობასანჯო ოფიციალურად ეწვია მოსკოვს. 1999 წელს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალებების არაკანონიერ მოხმარებასთან ბრძოლის შესახებ.

1998 წლის მაისში შეიქმნა რუსულ-ნიგერიული სავაჭრო პალატა, სადაც შევიდა დაახლოებით 160 კომპანია და ბიზნესმენები. ნიგერიაში ოთხი კომპანია მუშაობს რუსეთის ჩათვლით (2004 წლიდან). 2001 წლის თებერვალში შეიქმნა რუსულ-ნიგერიული კომისია სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობების ერთობლივი განვითარების გზების შესასწავლად. 2005 წლის 19-23 სექტემბერს მოსკოვში გაიმართა ნიგერიული საქონლის გამოფენა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის. განსაკუთრებით აქტიურად ვითარდებოდა ორმხრივი ურთიერთობები ნიგერიასა და რუსეთს შორის ნაციონალური კადრების მომზადების სფეროში, ასევე მეცნიერებისა და კულტურის დარგებში.

საბჭოთა კავშირის ურთიერთობების წლებში უმაღლესი განათლება მიიღო 10 000-მა ნიგერიელმა. 2001-2003 წლებში წარმატებით განხორციელდა ორმხრივი კულტურულ-მეცნიერული თანამშრომლობის პროგრამა. ლაგოსში (Lagos) მოქმედებს იტარ-ტასსის (ITAR - TASS) წარმომადგენლობა. გაცვლები ხორციელდება რუსული აკადემიის მეცნიერების ხაზით. 2005 წლის ნოემბერში ნიგერიაში იმყოფებოდა მეცნიერთა დელეგაცია აფრიკის ინსტიტუტიდან „RAS“.

2004 წლის გაზაფხულზე მოხდა ინციდენტი თორმეტი რუსი მეზღვაურის შესახებ, რომელთა ტანკერიც „აფრიკის სიამაყე“ (Afriken prayd) დაცურავდა პანამის დროშით, თუმცა სინამდვილეში მიეკუთვნებოდნენ ბერძნულ კომპანია „აზორ სერვისს“ (Azor service). ტანკერი დააკავეს 31 მილის დაშორებით ნიგერიის სანაპიროდან. ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ ნავთობის კონტრაბანდულ გადატანაში, თუმცა ხანგრძლივი სასამართლო გარჩევებისა და შეთანხმების შემდეგ რუსი მეზღვაურები 2005 წელს გაათავისუფლეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს.

პოლიტიკური ორგანოზაციები - ქვეყანაში დამყარდა მრავალპარტიული სისტემა (2003 წელს დარეგისტრირებული იყო 30 პოლიტიკური პარტია). ყველაზე გავლენიანი იყო „სახალხო-დემოკრატიული პარტია“ (PDP - People's Democratic Party), თავმჯდომარე ოგძე აუდუ (Audu Ogbeh), ეროვნული მდივანი - ნვოდო ოკვეზილიეზე (Okwesilieze Nwodo). პრეზიდენტ ობასანჯოს მმართველი პარტია შეიქმნა 1998 წლის 26 აგვისტოს.

„ნიგერიული სახალხო პარტიის“ (ANPP - All Nigeria People's Party) ლიდერი იყო გარბა ალი იუსუფი (Yusuf Garbah Ali). პარტია დაფუძნდა 1998 წლის 19 ოქტომბერს.

„დემოკრატიის კავშირი“ (AD - Alliance for Democracy) თავმჯდომარე იყო აჰმედ აბდულქადირი (Ahmed Abdulkadir). პარტია შეიქმნა 1998 წლის 19 ოქტომბერს.

პროფკავშირული გაერთიანება „ნიგერიული შრომის კონგრესი“ (NLC - Nigerian Labour Congress) არის ქვეყნის ერთიანი ცენტრალური პროფკავშირული ორგანიზაცია. შეიქმნა 1978 წელს და აერთიანებს 29 ქვეყანას. პროფკავშირის თავმჯდომარეა ოშიომჰოლე ადამსი (Adams Oshiomhole).

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული ძალები და თავდაცვა – ნიგერიის ნაციონალური შეიარაღებული ძალები ითვლება ერთ–ერთ ყველაზე დიდ ძალად უმეტესად ტროპიკულ აფრიკაში. 2002 წელს მათ რიცხვში შედიოდა 78 500 ადამიანი (სახმელეთო ძალები - 6200, სამხედრო-საჰაერო ძალები - 9500, სამხედრო–საზღვაო ძალები – 7000). ამ ძალებში გაერთიანება შეუძლია ყველა ნიგერიელ ადამიანს 18 წლიდან, გაწვევა ხდება პირის სურვილით. ნიგერია შევიდა იმ ქვეყნებთა რიგში, რომელსაც დახმარებას უწევენ სამხედრო კადრების მომზადებაში. 2004 წელს თავდაცვაზე დანახარჯი შეადგენდა 544,6 მილიონ ამერიკულ დოლარს (მშპ-ს 0,8 %).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიგერიის შტატები და აბუჯის ფედერალური ტერიტორია

ნიგერიის ტერიტორია დაყოფილია 36 შტატად (ინგლ. state) და ერთ დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიად (ინგლ. Federal Capital Territory), რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 774 თვითმმართველობის რაიონებად (ინგლ. Local Government Area, LGA).[28]

1960 წელს მიღებული დამოუკიდებლობის შემდეგ ნიგერია იყოფოდა ეთნო-რელიგიური პრინციპების მიხედვით შექმნილ სამ ოლქად: ჩრდილოეთის (ადმ. ცენტრი — კადუნა, ძირითადი მოსახლეობა — ჰაუსა), დასავლეთის (ადმ. ცენტრი — იბადანი, ძირითადი მოსახლეობა — იორუბა) და აღმოსავლეთის (ადმ. ცენტრი — ენუგუ, ძირითადი მოსახლეობა — იგბო, ედო და იბიბიო). 1963 წელს დასავლეთის ოლქის ორი პროვინციისაგან შეიქმნა შუადასავლეთის ოლქი.

1967 წელს ოლქები გაუქმდა და ჩამოყალიბდა ფედერალურ მთავრობაზე პირდაპირ დაქვემდებარებული 12 შტატი (მხოლოდ ყოფილ შუადასავლეთის ოლქს არ შეეხო ეს ცვლილებები). 1976 წელს შეიქმნა კიდევ 9 შტატი, ასევე დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია (დღეისათვის აბუჯა). 1987 წელს შეიქმნა 2 ახალი შტატი, 1991 წელს — 9, 1996 წელს — 6.[28]

შტატი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[29].
ად. (2006)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აბია უმუაჰია 6320 2 845 380 450,22
2 ადამავა იოლა 36 917 3 178 950 86,11
3 აკვა-იბომი უიო 7081 3 902 051 551,06
4 ანამბრა აუკა 4844 4 177 828 862,47
5 ბაიელსა იენაგოა 10 773 1 704 515 158,22
6 ბაუჩი ბაუჩი 45 837 4 653 066 101,51
7 ბენუე მაკურდი 34 059 4 253 641 124,89
8 ბორნო მაიდუგური 70 898 4 171 104 58,83
9 გომბე გომბე 18 768 2 365 040 126,01
10 დელტა ასაბა 17 698 4 112 445 232,37
11 ებონიი აბაკალიკი 5670 2 176 947 383,94
12 ედო ბენინ-სითი 17 802 3 233 366 181,63
13 ეკიტი ადო-ეკიტი 6353 2 398 957 377,61
14 ენუგუ ენუგუ 7161 3 267 837 456,34
15 ზამფარა გუსაუ 39 762 3 278 873 82,46
16 იმო ოვერი 5530 3 927 563 710,23
17 იობე დამატურუ 45 502 2 321 339 51,02
18 კადუნა კადუნა 46 053 6 113 503 132,75
19 კანო კანო 20 131 9 401 288 467,01
20 კატსინა კატსინა 24 192 5 801 584 239,81
21 კები ბირნინ-კები 36 800 3 256 541 88,49
22 კვარა ილორინი 36 825 2 365 353 64,23
23 კოგი ლოკოჯა 29 833 3 314 043 111,09
24 კროს-რივერი კალაბარი 20 156 2 892 988 143,53
25 ლაგოსი იკეჯა 3345 9 113 605 2724,55
26 ნასარავა ლაფია 27 117 1 869 377 68,94
27 ნიგერი მინა 76 363 3 954 772 51,79
28 ოგუნი აბეოკუტა 16 762 3 751 140 223,79
29 ოიო იბადანი 28 454 5 580 894 196,14
30 ონდო აკურე 14 606 3 460 877 236,95
31 ოსუნი ოსოგბო 9251 3 416 959 369,36
32 პლატო ჯოსი 30 913 3 206 531 103,73
33 რივერსი პორტ-ჰარკორტი 11 077 5 198 716 469,33
34 სოკოტო სოკოტო 25 973 3 702 676 142,56
35 ტარაბა ჯალინგო 54 473 2 294 800 42,13
36 ჯიგავა დუტსე 23 154 4 361 002 188,35
37 დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია აბუჯა 7315 1 406 239 192,24
სულ 923 768 140 431 790 152,02
  • მოსახლეობა — 186 053 386 ადამიანი (2016 წელი)[1].
  • წლიური ზრდა — 2,44 % (2016 წელი).[30]
  • ქალაქის მოსახლეობა — 47,8 % (2015 წელი).[30]
  • სოფლის მოსახლეობა — 52,2 % (2015 წელი).[30]
  • შობადობა — 37,3 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 5,13 დაბადებული ერთ ქალზე) (2016 წელი).[30]
  • სიკვდილიანობა — 12,7 % (2016 წელი).[30]
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 71,2 % (2016 წელი).[30]
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 53,4 წელი
    • მამაკაცები — 52,4 წელი
    • ქალები — 54,5 წელი (2016).[30]
  • საშუალი ასაკი — 18,3 წელი
    • მამაკაცები — 18,2 წელი
    • ქალები — 18,4 წელი (2016 წელი).[30]
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 42,79 %
    • 15-64 წელი: 54,09 %
    • 65 წელზე უფროსები: 3,12 % (2016 წელი).[30]
  • განათლება — 59,6 % (69,2 % მამაკაცებში, 49,7 % ქალებში (2015 წლის შეფასება)).[30]
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,17 % (2014 წელი).[30]

ნიგერიის მოსახლეობა 1990 წლიდან 2008 წლამდე 57 მილიონით გაიზარდა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულია 60 %-იანი ზრდის ტემპით. ნიგერიელების თითქმის ნახევარი 14 წლისა ან უფრო ახალგაზრდაა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით 2009 წელს მოსახლეობა შეადგენდა 154 729 000 ადამიანს, აქედან 51,7 % სოფლად იყო დასახლებული, ხოლო 48,3 % - ქალაქში. მოსახლეობის სიმჭიდროვეა — 167,5 ადამიანი 1 კმ²-ზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების თანახმად ნიგერიას მოსახლეობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე ზრდადი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. მათი პროგნოზით ნიგერია არის ერთ-ერთი რვა ქვეყნიდან, რომელთა ერთობლივი რაოდენობა გაიზრდება მსოფლიო მოსახლეობის ნახევრამდე 2005 წლიდან 2050 წლამდე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით 2100 წლისთვის ნიგერიის მოსახლეობა იქნება 505 მილიონიდან 1,03 მილიარდ ადამიანამდე (საშუალო შეფასებით 730 მილიონი ადამიანი). 1950 წლის მონაცემებით ნიგერიაში მხოლოდ 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

სტატისტიკის მიხედვით 4 აფრიკელიდან 1 ნიგერიელია. ამჟამად ნიგერია არის მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე ყველაზე ხალხმრავალ ქვეყნებში.

ნიგერიის უდიდესი ქალაქია ლაგოსი. ლაგოსი 1950 წლიდან დღემდე 300 000 მოსახლიდან 15 მილიონამდე გაიზარდა. ნიგერიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ქალაქის მობინადრეთა რიცხვი 2025 წლისთვის გაიზრდება 25 მილიონამდე.

ნიგერიის ეთნიკური რუკა

ნიგერია გამოირჩევა მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობით აფრიკის კონტინენტზე. იგი მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მიეკუთვნება 10 ყველაზე ფართო მოსახლეობის მქონე ქვეყანას. მოსახლეობის სიმჭიდროვით ხასიათდება ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე - 130,9 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე (2002 წლის მონაცემებით). მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა შეადგენს 2,37 %-ს, შობადობა კი 40,65-ს 1000 კაცზე, 1 ქალის მშობიარობის დონე - 5,5, ბავშვთა სიკვდილიანობის დონე - 98,8 – 1000 ახალშობილზე. მოსახლეობის 42,3 %-ს შეადგენს ბავშვები 14 წლამდე. მოსახლეობის 3,1 %-ს შეადგენს 65 წელს მიღწეული მაცხოვრებელი. მოსახლეობის საშუალო ასაკი არის 18,63 წელი. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 46,74 წელი. (მამაკაცები - 46,21; ქალები - 47,29). მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეადგენს 1000 ამერიკულ დოლარს (2005 წლის მაჩვენებლის მიხედვით).

ბენინის, ნიგერიის და კამერუნის ლინგვისტური რუკა.

ნიგერია ნახევრად ეთნიკური სახელმწიფოა. ითვლის 500-ზე მეტ ხალხურ და ეთნიკურ ჯგუფს. მათ შორის ყველაზე დიდი არის ჰაუსა და ფულბე - 29 %, იორუბა - 21 %, იგბო - 18 %, იჯო - 10 %, იბიბიო - 3,5 %, ტივი - 2,5 %, ედო და სხვა. ჰაუსას, ფულანის, იორუბას და იგბოს ეთნიკური ჯგუფი შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 %-ს. ჰაუსას ხალხში ცხოვრობენ ჩრდილოეთ ნიგერიის უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეები (ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოები ზარია, კანო, კაცინა და სხვა). მათი ენა ყველაზე მეტად გავრცელებულია აფრიკის დასავლეთ ქვეყნებში. იორუბა პირველი იყო, რომელმაც დაიწყო მნიშვნელოვანი ურთიერთობები დასავლეთთან, რომელმაც შემდგომ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა თვითონ მათ კულტურასა და ღირებულებების სისტემაზე. იორუბას მოსახლეობა შეადგენს (უმრავლესობის) საშუალო ფენას, ასევე განათლებულ ნიგერიელებს (ქვეყნის განათლებულ მაცხოვრებლებს შორის). დღეს ინტენსიურად გრძელდება ეთნიკური კონსულიდაციისა და ინტეგრირების პროცესები. ნიგერიაში 521 ენაზე საუბრობენ (აქედან 9 უკვე გაქრა, ესენია: აიავა, ბასა-გუმნა, ხოლმა, აიოკავა, გამო-ნინგი, კპატი, მავა, კუბი და ტეშენავა). ნიგერიაში ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში საუბრობენ ერთზე მეტ ენაზე. ნიგერიის ოფიციალური ენაა ინგლისური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი ამჯობინებს ისაუბროს საკუთარ ენაზე, ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა ფართოდ გამოიყენება ბიზნეს ოპერაციებში და სხვა ოფიციალური მიზნებისთვის. მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული ენები: ედო, ეფიკი, ადამავა ფულფულდე, ჰაუსა, აიდომა, აიგბა, კანური და იორუბა. მათ შორის ყველაზე მეტად გამოიყენება ჰაუსა. ეთნიკური ჯგუფების ენებს იყენებენ ურთიერთობისას და მასიური ინფორმაციის გადაცემისას, ზოგიერთი ენა ისწავლება სკოლებში.

1990-იანი წლების ბოლოს მოხდა ეთნიკური და კონფესიონალური დაპირისპირება. 1999 წელს ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას ეთნიკურ ჯგუფებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 200 კაცი.

შედარებით ურბანიზებულია (ქალაქში მაცხოვრებელი) ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი შტატები. ურბანიზაციის დონე შეადგნეს დაახლოებით 3,8 %-ს (2004 წლის მონაცემების მიხედვით). შედარებით მსხვილი ქალაქებია - ლაგოსი, სადაც ცხოვრობს 13 მილიონი ადამიანი, აბეოკუტა, ზარია, იბადანი, იგო, ელეშა, ილორიონი, კანო, ოგბოშო, ონიჩა, ოშოგბო და სხვა.

ნიგერიაში მცხოვრებლების ნაწილი არის ნიგერიდან სამუშაოდ ჩამოსული მიგრანტები. ნიგერიელი ლტოლვილები და მიგრანტები (ჩამოსული სამუშაო ძალა) დასაქმებულები არიან გაბონში, კამერუნში (დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი) და კოტ-დ'ივუარი. ეთნოკონფესიონალური კონფლიქტების დროს 2001-2002-ში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ ქვეყნებში არსებულ შარიათის სასამართლოების დაარსებასთან, დევნილთა რიცხვმა შეადგინა 750 ათასს. 2000 წლის დასაწყისიდან ემიგრანტების და ლტოლვილების რიცხვი გაიზარდა და ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს ევროპაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და სენეგალთან ერთად).

ნიგერია მოიცავს 500-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს, განსხვავებული ენებითა და ზნე-ჩვეულებებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის მდიდარ ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია ჰაუსა, იორუბა, იგბო და ფულბე, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის 70 %-ს, ხოლო ედო, იჯაუ, კანური, იბიბიო, ებირა, ნიუპი, გუარი, იცეკირი, იუკუნი, ურჰობო, აიგალა, აიდომა და ტივი მერყეობს 25-30 %-მდე, დანარჩენი უმცირესობები შეადგენენ 5 %-ს.

ნიგერიაში 521 ენაზე საუბრობენ (აქედან 9 უკვე გაქრა, ესენია: აიავა, ბასა-გუმნა, ხოლმა, აიოკავა, გამო-ნინგი, კპატი, მავა, კუბი და ტეშენავა). ნიგერიაში ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში საუბრობენ ერთზე მეტ ენაზე. ნიგერიის ოფიციალური ენაა ინგლისური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი ამჯობინებს ისაუბროს საკუთარ ენაზე, ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა ფართოდ გამოიყენება ბიზნეს ოპერაციებში და სხვა ოფიციალური მიზნებისთვის. მოსახლეობაში ფართოდაა გავრცელებული ენები: ედო, ეფიკი, ადამავა ფულფულდე, ჰაუსა, აიდომა, იგბო, კანური და იორუბა. მათ შორის ყველაზე მეტად გამოიყენება ჰაუსა. ეთნიკური ჯგუფების ენებს იყენებენ ურთიერთობისას და მასიური ინფორმაციის გადაცემისას, ზოგიერთი ენა ისწავლება სკოლებში.

მოსახლეობის დაახლოებით 50 % მუსულმანია, 40 % - ქრისტიანი (ქრისტიანების უმრავლესობა კი პროტესტანტი, კონკრეტულად კი 74 % პროტესტანტი, 25 % - კათოლიკე, 1 % სხვა ქრისტიანები), ნიგერიელების დაახლოებით 10 % კი მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიას. ესენია: ანიმალიზმი, ფეტიშიზმი, წინაპრების კულტისა და ბუნების ძალების თაყვანისცემა და სხვა. (მოცემული მაჩვენებლები 2002 წლის მონაცემებს ეკუთვნის).

ისლამის გავრცელება დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის XII საუკუნეში. ცენტრალური სახელმწიფოს არსებობის პერიოდში კანე-ბარნუში, რომელიც თანამედროვე ჩრდილოეთ ნიგერიის ტერიტორიაზე მდებარეობს, ისლამი გავრცელებულია, როგორც სუნიტური, ასევე შიიტური მიმართულებებით. ისლამს ქადაგებს თანემდროვე იორუბის, ჰაუსას და ფულბეს ხალხის უმეტესობა.

ქრისტიანობა გავრცელდა XIX საუკუნის დასაწყისში. ქრისტიანული რელიგიის მატარებლები ცხოვრობენ ძირითადად სამხრეთ შტატებში. იბიობის, იგბოს, იჯოსა და ტივის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქრისტიანია. პროტესტანტული ეკლესიის ძალა შედარებით ძლიერია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. კონფესიონალური სიტუაცია ქვეყანაში აისახება ისლამსა და ქრისტიანობას შორის კონკურენციაში. ქრისტიანული და მუსულმანური ორგანიზაციის ქმედება ხშირად სცდება რელიგიურ ინტერესების სფეროს და იძენს პოლიტიკურ ელფერს. ასე, 2005 წლის ოქტომბერში, ქალაქ კანოში, ისლამურმა მოძრაობამ ორგანიზება გაუკეთა მუსულმან-შიიტების მანიფესტაციას, რომლის მეშვეობითაც თანადგომა გამოუცხადა ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს. აქციის მონაწილები ითხოვდნენ „ისრაელის დედამიწიდან მოკვეთას“.

ნიგერიაში ასევე მოქმედებენ ქრისტიანულ-აფრიკული ეკლესიები, რომლებიც მოძრაობის განხეთქილების შედეგად წარმოიშვა, რომლებიც გამოდიოდნენ უცხოელი მისიონერების ძალაუფლების წინააღმდეგ ეკლესიის იერარქიაში.

აფრიკულ ტრადიციულ რელიგიაში გამოყოფილია რამდენიმე კულტი, მათ შორის შანგო - ჭექა-ქუხილის ღმერთი და ოგუნომი - რკინისა და ომის ღმერთი. ოგუნი ითვლება ყველაზე საპატივცემულო და ყოვლისშემძლე ღმერთად იოგურის პანთეონში. მეომარი ოგუნის კულტი თანამედროვე ნიგერიაში ტრანსფორმირდა, როგორც ჯარისკაცების, მჭედლების, მონადირეებისა და ოჯახის მფარველობის კულტი. ასევე, მოსახლეობის რწმენა - წარმოდგენით, სწორედ ოგუნი უზრუნველყოფს ჯანმრთელ შთამომავლობას. ქალაქ ოლე-ოფეში (ონდოს შტატი) ყოველწლიურად ტარდება დღესასწაულები ოგუნის პატივსაცემად, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ ადგილობრივი ტრადიუციული რელიგიის მიმდევრები, არამედ ნიგერიის სხვა შტატებიდან ჩამოსული მუსულმანები, ქრისტიანები და უცხოელი სტუმრები.

2010 წლის მონაცემებით ნიგერიელების 30 % დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში.

ძირითადი მარცვლოვანი კულტურები მოიცავს: ლობიო, მანიჰოტი, კაკაოს მარცვლები, არაქისი, სიმინდი, ნესვი, კაუჩუკი, ბრინჯი, სოიო, პალმის ზეთი და იამსი.

კაკაო არის პირველი წამყვანი გაცვლითი სავალუტო საშუალება ნავთობის შემდეგ, კაკაოს შემდეგ კი კაუჩუკი.

ნიგერიაში ნავთობი აღმოჩენილი იყო 1901 წელს. 1956 წლიდან დაიწყო სამრეწველო წარმოება. 1971 წელს ნიგერია ნავთობის ექსპორტიორი ორგანიზაციის წევრი გახდა. 2007 წელს ნიგერიამ მიიღო მსოფლიოში მეშვიდე ადგილი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. 2013 წელს ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 111,3 მილიონი ტონა (2,322 მილიონი ბარელი დღეში).

საზღვარგარეთული ფულადი გზავნილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შემდეგ, ნიგერიაში სავალუტო მოგების ყველაზე დიდ წყაროს წარმოადგენს საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები საზღვარგარეთ მცხოვრები ნიგერიელი ემიგრანტების მიერ. 2014 წლის მონაცემებით უცხო ქვეყნებში ცხოვრობდა 17,5 მილიონი ნიგერიელი, დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში თითოეულში დაახლოებით 2 მილიონზე მეტი ნიგერიელი ცხოვრობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით 2004 წლიდან 2007 წლამდე საოცრად გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა (2,3 მილიონი დოლარიდან 17,9 მილიარდ დოლარამდე). ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი მოდის აშშ-დან, მას რეიტინგით მოყვებიან შემდეგი ქვეყნები: გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, ესპანეთი და საფრანგეთი. აფრიკის კონტინენტის შემდეგი ქვეყნები: ეგვიპტე, ეკვატორული გვინეა, ჩადი, ლიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიისთვის ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ.

ნიგერიას აქვს გამოუყენებელი მინერალური რესურსების ფართო არეალი, რომელიც მოიცავს ბუნებრივ აირს, ქვანახშირს, ალუმინის მადანს, ოქროს, კალას, რკინის მადანს, კირქვას, ნიობიუმს, ტყვიას და თუთიას. მიუხედავად მინერალური რესურსების საბადოების ასეთი დიდი რაოდენიბით არსებობისა, სამთო მრეწველობა ნიგერიაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია.

ნიგერიას აქვს ფაბრიკული წარმოებები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ტყავზე და ტექსტილზე (ისინი გადანაწილებულები არიან კანოში, აბეოკუტაში, ონიცაში და ლაგოსში). ნიგერიაში ასევე იწარმოება ავტომობილები, რომლის ქარხანაც მდებარეობს ქალაქ ნევში. იგი აწარმოებს ავტობუსებს და ჯიპებს. ბოლო ათწლეულში ნიგერიაში განვითარდა ინდუსტრიალიზაცია. ნიგერიაში ასევე არის რამდენიმე ელექტროტექნიკის მწარმოებელი ფაბრიკა, როგორიცაა ზინოქსი, რომელიც ნიგერიაში პირველი ბრენდული კომპანიაა კომპიუტერული და ელექტრო გაჯეტების წარმოებაში.

ნიგერიას აქვს დიდი ავტოსაგზაო ქსელი დასავლეთ აფრიკაში და სიგრძით მეორე სუბსაჰარულ აფრიკაში, 1990 წელს ქვეყნის ავტოგზების დაახლოებით 108 000 კმ იყო გრუნტიანი საფარის.

მაგრამ ისინი იმყოფებიან ცუდ მდგომარეობაში და ამ მიზეზის შედეგად ქვეყანაში ხშირად ხდება ავტო-საგზაო შემთხვევები. 2004 წელს ნიგერიის ფედერალური საგზაო სარემონტო სააგენტომ (FERMA) დაიწყო 32 000 კმ ფედერალური ავტოსაგზაო ქსელის რემონტი, ხოლო 2005 წელს FERMA-მ წამოიწყო მისი უფრო გაძლიერებული რეკონსტრუქცია. ავტოგზების რემონტს ხელს უშლის წვიმების სეზონი და ცუდი ტექნიკა.[31]

ავტოგზების საერთო კილომეტრაჟი: 193 200 კმ

  • ქვეყნის ადგილი მსოფლიოში: 26
  • ასფალტირებული ავტოგზები: 28 980 კმ
  • უასფალტო ავტოგზები: 164 220 კმ (2004 წლისთვის)[32].

ნიგერიის სტრატეგიული მდგომარეობა და მისი შეფასება ტრანსაფრიკული ავტომაგისტრალური ქსელის ოთხ მარშრუტზე, რომელსაც იყენებს ქვეყნის ეროვნული ავტოსაგზაო ქსელი:

ნიგერიის რკინიგზების რუკა. შენიშვნა: წითელი ფერით აღნიშნულია ლიანდაგები 1067 მმ-იანი სიგანით, ლურჯი ფერით ლიანდაგები 1435 მმ-იანი სიგანით

ნიგერიის რკინიგზებს ექსპლოატაციას უწევს ნიგერიის სარკინიგზო კორპორაცია. ნიგერიაში 1067 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიანი რკინიგზების მთლიანი სიგრძე შეადგენს 3505 კმ-ს, ხოლო 1435 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიანი რკინიგზების 479 კმ-ს. მუშავდება 1067 მმ-იანი სიგანის ლიანდაგების რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის და ახალი 1435 მმ-იანი სიგანის ლიანდაგების მშენებლობის ღონისძიებები.

ნიგერიის რკინიგზები ააშენა კოლონიურმა მეტროპოლიამ — დიდმა ბრიტანეთმა. რკინიგზის ლიანდაგების სიგანე იყო 1067 მმ, რომელიც გამოიყენებოდა დიდი ბრიტანეთის სხვა აფრიკული კოლონიების უმრავლესობაში.

ქვეყანაში არსებობს ორი ძირითადი 1067 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიანი ხაზი. დასავლეთის ხაზი ქალაქ ლაგოსს აერთებს ბენინის ყურესთან და ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული იობეს შტატის ქალაქ ნგურუსთან. აღმოსავლეთის ხაზი ქალაქ პორტ-ჰარკორტს აერთებს მდინარე ნიგერის დელტასთან და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბორნოს შტატის ქალაქ მაიდუგურისთან. აღმოსავლეთის და დასავლეთის ეს ორი მთავარი ხაზი ერთმანეთს უერთდება დასავლეთის ხაზზე მყოფი ქალაქ კადუნიდან აღმოსავლეთის ხაზზე მყოფ პატარა ქალაქ კაფანჩანამდე გამავალი მოკლე სარკინიგზო ხაზით.

სარკინიგზო კავშირი მეზობელ ქვეყნებამდე არ არსებობს. ნიგერიაში არ არის ლიანდაგის ის სიგანე, რაც მის მეზობელ ქვეყნებში, სადაც ფრანგი და გერმანელი კოლონისტები აშენებდნენ 1000 მმ-იანი სიგანის რკინიგზებს. არსებობდა კამერუნთან ნიგერის სარკინიგზო დაკავშირების გეგმები სოკოტოს სახელმწიფოს გავლით, მაგრამ ეს გეგმები ვერ განხორციელდა.

სტანდარტული 1435 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიანი რკინიგზა დედაქალაქ აბუჯას აერთებს ქალაქ კადუნასთან, საიდანაც იგი უერთდება 1067 მმ-იანი სიგანის ლიანდაგიან ხაზს. ეს პირველი ნაწილია დაგეგმილი ლაგოს–კანოს 1435 მმ-იანი სიგანის ლიანდაგის მშენებლობისა.

საჰაერო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიის ძირითადი აეროპორტებია მურტალა მუჰამედის საერთაშორისო აეროპორტი ლაგოსში და ნნამდი აზიკივეს საერთაშორისო აეროპორტი აბუჯაში. სამი სხვა საერთაშორისო აეროპორტია მალამ ამინუ კანოს საერთაშორისო აეროპორტი კანოში, აკანუ იბიამის საერთაშორისო აეროპორტი ენუგუში და პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქ პორტ-ჰარკორტში. საერთო ჯამში ნიგერიის, როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ აეროპორტებს, აქვთ ცუდი რეპუტაცია ოპერატიული ეფექტურობისა და უსაფრთხოების მხრივ. კერძო ადგილობრივმა ავიაგადამზიდავებმა საკუთარი ბიზნესი დაიწყეს ყოფილი ეროვნული ავიაკომპანია Nigeria Airways-ის მეშვეობით, რომელიც ბანკროტად აღიარეს 2004 წელს. ნიგერიის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა Air Nigeria-მ, რომელშიც Virgin Atlantic ფლობს 49 %, ხოლო დანარჩენ 51 %-ს ნიგერიის ინვესტორები, შეწყვიტა პარტნიორობა 2009 წლის 18 სექტემბრიდან.[33] ეროვნული ავიაგადამზიდავი შემდეგ გახდა Air Nigeria, რომელმაც შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა 2012 წელს.[34] დღეისათვის Arik Air ნიგერიის დიდი ავიაკომპანიაა და მას გადაყვანილი ჰყავს 10 მილიონზე მეტი მგზავრი.[35]

  • აეროპორტები მყარი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით:
    • სულ: — 38
    • 3047 მეტრზე გრძელი: — 9
    • 2438 მეტრიდან 3047 მეტრამდე: — 11
    • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: — 10
    • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: — 5
    • 914 მეტრზე ნაკლები: — 3 (2010 წლის შეფასებით)


  • აეროპორტები გრუნტიანი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით:
    • სულ: — 16
    • 3047 მეტრზე გრძელი: — 1
    • 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე: — 2
    • 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე: — 11
    • 914 მეტრზე ნაკლები: — 2 (2010 წლის შეფასებით)

საწყლოსნო ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიგერიაში 8600 კმ შიდა საწყლოსნო გზებია. მათში ყველაზე გრძელია მდინარე ნიგერი და მისი შენაკადი მდინარე ბენუე[31], მაგრამ უმრავლესობა, განსაკუთრებით დიდი ძრავიანი ნავებისთვის და ვაჭრობისათვის, მდებარეობს მდინარე ნიგერის დელტაში და ლაგოსის ლაგუნის გასწვრივ არსებულ მდინარეებთან.

ნიგერიის პორტების სამმართველო (NPA) პასუხისმგებელია ნიგერიის პორტების მართვაზე, რომელთაგანაც ზოგიერთი ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს მომსახურების ხარისხის და ოპერატიული ეფექტურობის თვალსაზრისით. იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ ჰყოფნის თანხები და ცოდნა წარმოების მოდერნიზაციისთვის და პორტების ეფექტური მუშაობისათვის, NPA ატარებს პორტების ნაწილობრივ პრივატიზაციას. კონცესიური შეთანხმების პირობების თანახმად, ხელისუფლება აბარებს ექსპლოატაციის უფლებებს კერძო კომპანიებს რამდენიმე წლის განმავლობაში პორტის მიწებზე საკუთრების უფლებაზე უარის თქმის გარეშე. ნიგერიის ძირითადი საკონტეინერო პორტია ლაგოსის პორტი, რომელიც ყოველწლიურად ამუშავებს დაახლოებით 5,75 მილიონ ტონა ტვირთს. პორტს, რომელიც შედგება ცალკეული ნაგებობებისაგან, აქვს სარკინიგზო კავშირი შიდა რეგიონებთან. პორტ-ჰარკორტის პორტი მდებარეობს გვინეის ყურიდან 66 კმ-ში, მდინარე ნიგერის დელტაში მდებარე მდინარე ბონის გასწვრივ, ამუშავებს დაახლოებით 815 000 ტონა ტვირთს ყოველწლიურად, ასევე აქვს სარკინიგზო კავშირი. ორივე პორტი არა მარტო პასუხისმგებელია ნიგერიის საზღვაო ვაჭრობაზე, არამედ ემსახურება ნიგერსაც და ჩადსაც. ახალი პორტი შენდება ქალაქ ონესთან, დაახლოებით 25 კმ-ით სამხრეთით ქალაქ პორტ-ჰარკორტიდან. შედარებით თანამედროვე და ეფექტური ტერმინალები იმართება ტრანსეროვნული ნავთობკომპანიების მიერ, რომლებიც ამუშავებენ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის უმრავლესობას.[31]

ნიგერიის სავაჭრო ფლოტი არ არის იურიდიულად აღიარებული ორგანო, მაგრამ უფროსი ოფიცრები სავაჭრო ფლოტში წარმოდგენილები არიან ოფიცრებად, ხოლო საწყლო ტრანსპორტში ასოციაციის უფროს თანამშრომლებად.[36][37] საზღვაო დარგებს არეგულირებს ნიგერიის საზღვაო ადმინისტრაცია და უსაფრთხოების სააგენტო (NIMASA), რომელიც პასუხს აგებს ნიგერიის ნაოსნობასთან დაკავშირებული ნორმების დაცვაზე, ზღვაში შრომაზე და სანაპირო წყლებზე. სააგენტო ასევე ატარებს ინსპექციებს და უზრუნველყოფს საკვლევ-სამაშველო სამსახურებს.[38]

  • საერთო: 40 გემი (1000 ბრუტო-რეგისტრული ტონა (GRT) ან მეტი) ჯამში 360 505 GRT/644 471 ტონა დიდვეიტი (DWT)
  • გემები ტიპების მიხედვით: მშრალი ტვირთების — 1, სატვირთო გემი — 12, ქიმიური ტვირთების ტანკერი — 4, ნავთობის ტანკერი — 22, სპეც ტანკერი — 1 (1999 წლის შეფასება)

2004 წელს ნიგერიაში ფუნქციუნირებს 105 კმ მილსადენი კონდენსანტებისთვის, 1896 კმ ბუნებრივი აირისათვის, 3638 კმ ნავთობისათვის და 3626 კმ ნავთობპროდუქტებისათვის. მილსადენების სხვადასხვა პროექტები იგეგმება ბუნებრივი აირის შიდა განაწილების გაფართოებისთვის და დასავლეთ აფრიკის გაზსადენის მშენებლობის საშუალებით მისი ექსპორტისათვის ბენინში, განაში, ტოგოში, ასევე შეიძლება ალჟირშიც (სადაც მდებარეობენ ხმელთაშუაზღვის საექსპორტო ტერმინალები) ტრანს-საჰარის გაზსადენის წინადადებით. ენერგეტიკული მილსადენები განიცდიან ბოევიკების დივერსიული ჯგუფების თავდასხმებსა და ქურდების მიერ ძარცვას.[31]

ნავთობი — 2042 კმ; ნავთობპროდუქტები — 3000 კმ; ბუნებრივი აირი — 500 კმ.

მსოფლიო მემკვიდროების ობიექტი — ოსუნ-ოსოგბო.
იანკარის ეროვნული პარკი.

ტურიზმი ნიგერიაში — ქვეყნის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ქვეყანაში არსებობს ტროპიკული ტყეები, სავანები, ჩანჩქერები, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ბევრი ობიექტები.[39] მაგრამ ქვეყნის რიგი რეგიონები განიცდიან ელექტროენერგიის უკმარისობას, ავტოგზების ცუდ ხარისხს და ჭუჭყიან სასმელ წყალს.[40]

ნიგერიაში ტურისტული ობიექტები მოიცავენ: საფესტივალო და კულტურულ ღონისძიებებს (როგორებიცაა დურბარის ფესტივალი და სხვა), ეროვნულ პარკებს (როგორებიცაა ოლდ ოიო, იანკარი და კროს-რივერი) და სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს (როგორებიცაა ასოს კლდე აბუჯაში).

ტურიზმის ინდუსტრიას არეგულირებს ნიგერიის კულტურის, ტურიზმის და ეროვნული ორიენტაციის სამინისტრო.[41]

ქვეყნის ტურისტული სექტორის პოპულარობის განვითარების მიზნით 2004 წლიდან ტარდება სილამაზის კონკურსი — ნიგერიის მის ტურიზმი. 2004, 2005 და 2006 წლების გამარჯვებულები არიან: შირლი აგნოტცი,[42] აბიგეილ ლონგე და გლორია ზირიგბე.[43]

ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს მოხსენების თანახმად, 2007 წელს ნიგერიაში ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს და შეადგინა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6 %[44].

ნიგერიაში აივ/შიდსის კოეფიციენტი გაცილებით დაბალია სხვა აფრიკული ერებისგან განსხვავებით, როგორიცაა კენია ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელთა პროცენტული მაჩვენებელი ორჯერ დიდია. 2012 წლის მონაცემებით, აივ/შიდსის სიჭარბე 15-49 ასაკის მქონე მოსახლეობის იყო 3,1 %. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52,62 წელს შეადგენდა, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარზე მეტს ჰქონდა ხელმისაწვდომობა დასალევად ვარგის წყალზე და სათანადო სანიტარიაზე. 2010 წლის მონაცემებით ახალდაბადებულ ჩვილთა სიკვდლიანობა ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე შეადგენდა 8,4-ს.

ნიგერია იყო ერთადერთი ქვეყანა აფრიკაში, სადაც ვერ აღმოფხვრეს პოლიომიელიტი, რომელიც პერიოდულად გადაიტანებოდა ხოლმე სხვადასხვა აფრიკულ ქვეყნებში. პოლიომიელიტი 98 %-ით იქნა განადგურებული 2009 და 2010 წლებში. 2014 წელს ებოლას ეპიდემიისას, ნიგერია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ეფექტურად აღმოიფხვრა ებოლას საფრთხე. ნიგერიის ეფექტური მეთოდი შემდგომში გამოყენებული იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, როდესაც ებოლას საფრთხეები იყო აღმოჩენილი.

ნიგერიის ჯანდაცვის სისტემა მუდმივად დგას ექიმების დეფიციტის წინაშე, რადგან ხდება ე. წ. „ტვინების გადინება“, კვალიფიციური ნიგერიელი ექიმები მიემგზავრებიან ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.

ქვეყანაში 1830 წელს დაარსდა პირველი მისიონური სკოლა, 1950 წელს გაუნათლებელი ხალხი წარმოადგენდა მთლიანი საზოგადოების 90 %-ს. 1992 წლიდან აუცილებელი იყო დაწყებითი განათლება, რომლის მიღებაც სრულიად უფასოდ ხდებოდა. ბავშვები 6 წლის ასაკში უნდა მისულიყვნენ სკოლაში. შემდეგ 6-დან 12 წლამდე შესაძლებელი იყო საშუალო განათლების მიღება, რომელიც იყო დაყოფილი 2 ეტაპად: ყოველი ეტაპი კი გრძელდებოდა 3 წელი.

ამავე დროს ასევე ფუნქციონირებენ კერძო სკოლები. არსებობს 56 კოლეჯი და 26 პოლიტექნიკური სასწავლებელი. 2005 წლის მონაცემების მიხედვით, სკოლის განათლებას არ იღებს დაახლოებით 8 მლნ ბავშვი. უმაღლეს განათლებაში შედის 33 უნივერსიტეტი, სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, რომლის ხანგრძლივობა არის 3 წელი. ბევრ მათგანს ფედერალური უნივერსიტეტის სახელწოდება აქვს. უძველეს უნივერსიტეტად ითვლება იბადანური უნივერსიტეტი, თავდაპირველად, ის ატარებდა კოლეჯის სახელს, 1962 წელს კი გახდა უნივერსიტეტი.

მოცემულ უნივერსიტეტებს აქვთ უზარმაზარი ბიბლიოთეკები. ნიგერიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში (მდებარეობს ქალაქ ლაგოსში, აშენებულია 1964 წელს) ინახება 158 ათასი ტომი. უმეტეს შემთხვევაში ნიგერიელები უმაღლეს განათლებას იღებენ აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში. რუსეთი გამოყოფს 50 სტიპენდიას ნიგერიის სტუდენტებისათვის. 2004 წელს რუსეთში 289 ნიგერიელმა სტუდენტმა მიიღო განათლება. განათლების სისტემა ნიგიერიელებისთვის დაფინანსებულია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. 2001 წელს გამოიყო ბიუჯეტის 7,5 %. 1977 წლიდან მოყოლებული მოქმედებს ნიგერიული მეცნიერული აკადემია, რომელიც ითვლის ასობით წევრს. მუშაობენ 20-ზე მეტ კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებში (მათ შორის, უნივერსიტეტები).

ნიგერიაში განათლებას ზედამხედველობას უწევს განათლების სამინისტრო. ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს განახორციელოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული მეთოდიკა საჯარო განათლებასა და სახელმწიფო სკოლებში რეგიონალურ დონეზე. 1970 წლის ნავთობის ბუმის შემდეგ უმაღლესი განათლება ისე გაუმჯობესდა, რომ მიაღწია ნიგერიის ყველა რეგიონში, ნიგერიის მოსახლეობის 68 %-მა ისწავლა წერა, მათ შორის კაცების 75,7 %-მა და ქალების 60,6 %-მა.

ნიგერია წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულების სამშობლოს, განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ნარკოტიკებით ვაჭრობა. ნიგერიის კრიმინალური ჯგუფები ძლიერად არიან ჩართული ნარკოტიკების გადაზიდვაში, ჰეროინი გადააქვთ აზიის ქვეყნებიდან ევროპასა და ამერიკაში, კოკაინი გადააქვთ სამხრეთ ამერიკიდან ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში.

საერთაშორისოდ, ნიგერია ცნობილია თავისი სამარცხვინო საბანკო თაღლითობებით. ნიგერიაში ასევე არსებობს რამდენიმე მსხვილი მეკობრული თავდასხმები. ნიგერიაში გავრცელებული იყო პოლიტიკური კორუფცია, 2011 წლის მონაცემებით გამჭირვალეობის მიხედვით 182-დან 143 კორუფციული ინდექსი აღიბეჭდებოდა, თუმცა 2014 წელს ეს ინდექსი გაუმჯობესდა და შეადგინა 136. 1960 წლიდან 1999 წლამდე ნიგერიის პოლიტიკურ ლიდერებს 400 მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ მოპარული სახაზინოდან.

ნიგერიის მასმედიას სხვა აფრიკული ქვეყნების მასმედიებისგან განსხვავებით აქვს ხანგრძლივი ისტორია. ისტორიულად ნიგერიას, აფრიკის დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებით, გააჩნია ყველაზე უფრო თავისუფალი და ღია პრესა, მაგრამ ამასთან ერთად ის ყოველმხრივ განიცდის დიდ ზეწოლას სამხედრო დიქტატურების მმართველობის მხრიდან. ბევრი ნიგერიელი ჟურნალისტი ჩასვეს ციხეში, აწამეს და მოკლეს.

ნიგერიაში ჟურნალისტების მოსყიდვა და მოქრთამვა ჩვეულებრივი ამბავია. მათ დიდ თანხებს აძლევენ კარგი სტატიების დასაწერად ან ნეგატიური ფაქტების გასაბათილებლად.[46] ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჟურნალისტმა შესანიშნავად იცის მისი არაეთიკური ხასიათი.[47]

1990-იან წლებამდე პრესის დიდი ნაწილი სახელმწიფოს ხელში იყო, მაგრამ ასევე არსებობდნენ ისეთი გაზეთები, როგორებიცაა Nigerian Tribune, The Punch, Vanguard და The Guardian, რომლებიც აქვეყნებდნენ საზოგადოებრივი და კერძო მოვლენების გამოქვეყნებას.[48] კანონი მასმედიის შესახებ, გაზეთების ჩათვლით, დარიგებულია საკანონმდებლო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებში. არსებობს მათი განხილვისა და ანალიზის რამდენიმე კარგი წყარო.[49]

პრესის ანალიზი აჩვენებს, რომ გაზეთებს, ქვეყანაში გავრცელებული ტრადიციებიდან გამომდინარე, უფრო ხშირად მამაკაცები კითხულობენ. რამდენიმე გაზეთს ქალები უფრო კითხულობენ, განსაკუთრებით მოდის შესახებ.[50] მიუხედავად იმისა, რომ 1980-იანი წლების ბოლოს შემოსავალი შემცირდა გაზეთების რაოდენობა განუწყვეტლად იზრდებოდა. 2008 წლის მდგომარეობით გამოდიოდა 100-ზე მეტი ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი გაზეთი.[48]

მაშინ როდესაც გაზეთები უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობენ ნიგერიაში, რადიომ და ტელევიზიამ ვერ მოიპოვა ასეთი აღიარება რესურსების ნაკლებობისა და ძლიერი შეზღუდვების გამო, რომლებსაც განიცდიან ქვეყანაში შექმნილი რადიო და სატელევიზიო კომპანიები. მაგრამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, უფრო ფართე აუდიტორიის მისაღწევად ეს შეზღუდვები შემცირდა, რაც გამოიხატება თანამგზავრული ტელევიზიების რაოდენობის ზრდაში. BBC-ის მსოფლიო სამსახური, ამერიკის ხმა და გერმანული სამაუწყებლო ორგანიზაცია Deutsche Welle (DW) ასევე აწარმოებენ მოკლეტალღოვან რადიოგადაცემებს ჰაუსას ენაზე.

ქვეყანაში არსებობს ფედერალურ სამთავრობო საკუთრებაში მყოფი ეროვნული, რეგიონული და შტატების რადიოსადგურები; დაახლოებით 40 შტატების სამთავრობო საკუთრებაში მყოფ რადიოსადგურებს გააჩნიათ საკუთარი პროგრამები, ახალი ამბების გარდა. ამას გარდა მაუწყებლობს დაახლოებით 20 კერძო რადიოსადგური და შესაძლებელია საერთაშორისო რადიოსადგურების გადაცემების მოსმენაც (2007).[51] ნიგერიაში არსებობს 83 AM, 36 FM და 11 მოკლეტალღოვანი სადგური (2001).[52]

ნიგერიაში არსებობს დაახლოებით 70 ფედერალურ სამთავრობო საკუთრებაში მყოფი და რეგიონული სატელევიზიო სადგური; ყველა 36 შტატში მუშაობს სატელევიზიო არხები; მაუწყებლობს რამდენიმე კერძო სატელევიზიო სადგური; აბონენტების მფლობელებისათვის შესაძლებელია კაბელური და თანამგზავრული ტელეგადაცემების მიღება (2007).[51]

ნიგერიაში გაზეთები, ტელევიზია და რადიო ყველაზე მთავარი საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებია, უკვე შემდგომში სოციალური მედია სწრაფად გადაიქცა კომუნიკაციის დიდ წყაროდ. საერთაშორისო მაუწყებლები, BBC-ის ჩათვლით, დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ტელეგადაცემების ყურება ხდება ქალაქის რაიონებში.[53]

ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი სამაუწყებლო კომპანიებია სამთავრობო საკუთრებაში მყოფი ნიგერიის ფედერალური რადიო კორპორაცია (FRCN)[54] და ნიგერიის სატელევიზიო ადმინისტრაცია (NTA).[55] НТА-ს გააჩნია ორი სატელევიზიო სერვიზი. პირველი НТА 1, რომელიც ვრცელდება НТА-ს ექვს სატელევიზიო ზონას შორის. მეორე НТА 2, რომელიც ვრცელდება მთელ ქვეყანაში და ძირითადად ფინანსირდება რეკლამების ხარჯზე. ნიგერიის ტელესაკომუნიკაციო საზოგადოების (NITEL) საკუთრებაშია გადამცემების უმრავლესობა, რომლებიც ახდენენ FRCN-ს და НТА-ს პროგრამების ტრანსლირებას.

თითოეულ შტატს ასევე აქვს ტელეკომპანია, რომელიც მაუწყებლობს ერთი ან ორი ადგილობრივი სახმელეთო ტელესადგურით.[53] ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 50 ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი ნაწილობრივ დამოუკიდებელი სატელევიზიო სადგურებია. ნიგერიის სატელევიზიო სფეროში კერძო ტელეკომპანიებია: Silverbird Television (STV),[56] Africa Independent Television (AIT),[57] Channels TV,[58] Superscreen Television,[59] და ზოგიერთი სხვა. პროგრამების უმრავლესობა მიმართულია აფრიკული და მსოფლიო ბაზრებისაკენ და გადაიცემა მთელ მსოფლიოში ლაგოსის, აბუჯის და პორტ-ჰარკორტის ცენტრებიდან, ნიგერიის სხვა ქალაქების ტელეარხების ფილიალებიდან და ზოგიერთი აფრიკული სახელმწიფოდან. African Independent Television-ს (AIT)[60] გააჩნია მაუწყებლობის მაღალი თანამგზავრული სატელევიზიო სადგურები მთელ მსოფლიოში ლაგოსის და აბუჯის ცენტრებიდან. ნიგერიაში მაუწყებელი სხვა საერთაშორისო მასშტაბის პირდაპირი თანამგზავრული ტელეარხებია: Murhi International Television, ON Television, Galaxy Television, TV Continental და სხვა.[53]

ქვეყანაში შესაძლებელია ისეთი საკაბელო ტელევიზიების გადაცემების ნახვა,[53] როგორებიცაა DSTV,[61] HiTV,[62] DaarSat,[57] StarTimes[63] და Infinity TV[64] და ნიგერიის სხვა საკაბელო არხებით.

ნიგერიის რაიონებში შენობები განსხვავდებიან არქიტექტურული ფორმით. ჩრდილოეთში შენობას აქვს ოთკუთხედი ფორმა, სახურავი კი ბრტყელია. ნიგერიის ტროპიკულ ზონებში საცხოვრებელი ადგილები ქოხის მაგვარია, სახურავის მაგივრად კი იყენებენ პალმის ფოთლებს. ცენტრალურ შტატებში შენობებს მრგვალი ფორმა აქვთ, სახურავს კი კონუსური, რომელიც გეომეტრიული ფორმებით არის მორთული. ქალაქებში სახლს ძირითადად აგურისგან აშენებენ. „საქმიან“ რაიონებში კი გვხვდება უამრავი მრავალსართულიანი შენობა, მაგრამ ეს ყველაფერი აშენებულია დაბალხარისხიანი მასალებისაგან, ამიტომაც შენობები ხშირად ინგრევა.

ნიგერიის მოქალაქეებმა შექნეს ყოფილი კოლონიური ლიტერატურის ბევრი გავლენიანი ნაშრომი ინგლისურ ენაზე. ნიგერიელი ყველაზე ცნობილი მწერლები არიან: ვოლ სოინკა (Wole Soyinka), პირველი აფრიკელი ნობელის ლაურეანტი ლიტერატურის დარგში, ასევე ცნობილი ნიგერილი მწერალია ჩინუა აჩებე (Chinua Achebe), რომელიც ცნობილია მისი ნოველით „ის რაც ინგრევა“ (Things Fall Apart).

სხვა საერთაშორისო დონის ნიგერიელი მწერლები და პოეტები არიან: ჯონ პეპერ კლარკი (John Pepper Clark), ბენ ოკრი (Ben Okri), კიპრიან ეკვენსი (Cyprian Ekwensi), ბუში ემეჩეტა (Buchi Emecheta), ჰელონ ჰაბილა (Helon Habila), თ. მ. ალუკო (T. M. Aluko), ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიე (Chimamanda Ngozi Adichie), დანიელ ო. ფაგუნა (Daniel O. Fagunwa), ფემი ოსოფისან (Femi Osofisan) და კენ სარო ვივა (Ken Saro Wiwa). ნიგერიას აქვს სიდიდით მეორე ბეჭდური მედიის ბაზარი აფრიკაში (ეგვიპტის შემდეგ), რომელიც 2003 წელს დღიური რამდენიმე მილიონი ასლის ბრუნვას უტოლდებოდა.

ნიგერიამ დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა ჟანრის აფრიკული მუსიკის განვითარებაში, მათ შორის დასავლეთ აფრიკული „ჰაილაიფი“, „აფრობიტი“ და „ფალმ-ვაინ მუსიკა“, რომელის ადგილობრივი რიტმიც ერწყმის კონგოს, ბრაზილიის, კუბის, იამაიკის და მსოფლიო ტექნიკებს.

ეიოს ფესტივალის მასკარადი

XX საუკუნის მეორე ნახევრის მუსიკოსებმა, მაგალითად ფელა კუტი-მ (Fela Kuti) წარმატებულად გააერთიანა კულტურული ელემენტები ამერიკულ ჯაზთან, რომ შეექმნა აფრობიტი, რომელმაც თავის მხრივ ჰიპ-ჰოპ მუსიკაზე იქონია გავლენა. ასევე ნიგერიული მუსიკიის მიმდინარეობაა ჯუჯუც (Juju), რომელიც რიტმულ მუსიკასა და იორუბას ნაციონალურ მუსიკას აერთიანებს. ასევე იორუბას მუსიკას მიეკუთნება ფუჯიც (Fuji).

ასევე ნიგერიული მუსიკალური მიმდევრობაა აფანი (Afan), რომელიც პოეტმა და მუსიკოსმა უმუობუამ შექმნა. კენის მუსიკა არის თვით გამოცხადებული, როგორც აფრიკაში ნომერი პირველი ჩანაწერების მხრივ და ნიგერიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკაა და მასზე ზეგავლენა ჰიპ-ჰოპ არტისტებს აქვთ.

ნიგერიელი სახელოვანი მუსიკოსების სიაში არიან: სეიდ ადუ (Sade Adu), კინგ სანი ადე (King Sunny Ade), ონიეკა ონვენუ (Onyeka Onwenu), დელ სოსიმი (Dele Sosimi), ადევალ აიუბა (Adewale Ayuba), ეზებუირო ობინა (Ezebuiro Obinna), ალჰაჯი სიკირუ აინდე ბარისტერი (Alhaji Sikiru Ayinde Barrister), ბენი კინგი (Bennie King), ებენეზერ ობეი (Ebenezer Obey), უმობუარი იგბერაესე (Umobuarie Igberaese), ფემი კუტი (Femi Kuti), ლაგბაია (Lagbaja), დოქტორი ალბანი (Dr. Alban), ბოლა აბიმბოლა (Bola Abimbola), ზაკი აძე (Zaki Adze), ტუფაკ იდიბია (Tuface Idibia), ასა (Asa), ნნეკა (Nneka), პი სქვეარ (P Square) და დიბანჯი (D’Banj).

2008 წლის ნოემბერში ნიგერიის მუსიკალურმა სცენამ მიიპყრო ყურადღება საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც „ემტივი“-მ ჩაატარა პირველი აფრიკული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი აბუჯაში. ასევე ყველაზე პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც გაჟღერდა აფრიკულ „ემტივი“-ზე (ორიგინალი „ემტივის“ მეასე სადგური), იყო თუფაკ იდიბიას (Tuface Idibia) მიერ შექმნილი ჰიტი „African Queen”.

ნოლივუდის ბრენდის ლოგო

ნიგერიული ფილმების ინდუსტრია ცნობილია ნოლივუდის სახელით (Nollywood) სადაც ნიგერია და ჰოლივუდია გაერთიანებული. 2015 წელს იგი სიდიდით იყო მეორე ფილმების მწარმოებელი მსოფლიოში. ნიგერიის ფილმების ინდუსტრია დაფუძნებულია ლაგოსში, კანოში და ენუგუში და უნდა ითქვას, რომ ამ ქალაქების ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამ ფილმების ინდუსტრიაზეა დამოკიდებული. ნიგერიული კინო არის აფრიკის ყველაზე დიდი ფილმების ინდუსტრია, როგორც ხარისხით, ისე წელიწადში გადაღებული ფილმების რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიული ფილმები 1960-იანი წლებიდან იწარმოება, მისთვის დიდი შეღავათი იყო ხელმისაწვდომი ციფრული კინოგადაღება და მონტაჟის ტექნოლოგიები.

თ. ბ. ჯოშუას Emmanuel TV არის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო არხი მთელი აფრიკის მასშტაბით.

ნიგერიული სამზარეულო, ისევე როგორც ზოგადად დასავლეთ აფრიკის სამზარეულო, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პალმის ზეთი და მიწის თხილის ზეთი ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სუნელებთან, მცენარეებთან და სურნელოვან არომატებთან ერთად, იმისათვის, რომ შექმნან არომატული გარნირები და წვნიანები, რომლებიც ძირითადად ცხარეა. ნიგერიული დღესასწაულები ფერებითა და სიუხვით გამოირჩევა.

ფეხბურთი ითვლება ნიგერიის ეროვნულ სპორტად. ქვეყანას საკუთარი საფეხბურთო პრემიერ ლიგაც კი გააჩნია. ნიგერიის ეროვნულმა ფეხბურთის გუნდმა, რომელიც ცნობილია „სუპერ არწივები“-ს სახელით, ფიფას მსოფლიო თასზე 5-ჯერ მიიღო მონაწილეობა: 1994, 1998, 2002, 2010 და 2014 წლებში. 1994 წლის აპრილში, ფიფას მსოფლიო რეიტინგში ნიგერიის ეროვნულ საფეხბურთო გუნდს მე-5 ადგილი ეკავა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია აფრიკული ფეხბურთის გუნდებისათვის. „სუპერ არწივებმა“ მოიგეს „აფრიკული ერების თასი“ 1980, 1994 და 2013 წლებში.[67][68]

2010 წლის ფიფას მსოფლიო რეიტინგების ოფიციალური მონაცემებით, ნიგერია იყო აფრიკის ერების საფეხბურთო გუნდებში მეორე ადგილას, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 21-ე ადგილი ეკავა. ნიგერია ასევე ჩართულია მძლეოსნურ სახეობებში, ასევე კრიკეტსა და კალათბურთში. კრივი ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი სპორტია ნიგერიისთვის. Dick Tiger და Samuel Peter, ორივე ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები არიან.

ნიგერიამ პირველად მონაწილეობა მიიღო 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და მას შემდეგ გამოდიოდა ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, 1976 წლის მონრეალის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გარდა. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნიგერიელ სპოტსმენებს მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია.

ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის დროს ნიგერიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 24 ოლიმპიური მედალი: 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 13 ბრინჯაოს. ყველაზე უფრო მეტი მედალი ნიგერიელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მძლეოსნობაში და კრივში.

ნიგერიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1951 წელს.

ნიგერიაში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
1 იანვარი ახალი წელი New Year's Day
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე Women's Day
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Workers' Day
27 მაისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე Children's Day
29 მაისი დემოკრატიის დღე Democracy Day
1 ოქტომბერი დამოუკიდებლობის დღე Independence Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day
26 დეკემბერი საჩუქრების დღე Boxing Day

ასევე აღინიშნება რელიგიური სადღესასწაულო დღეები, რომელთა თარიღი მერყევია მათი შესაბამისი კალენდარული დღეების გამო.

ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
მავლიდი Mawlid
ყურბან-ბაირამი Eid al-Adha
ურაზა-ბაირამი Eid al-Fitr
დიდი პარასკევი Good Friday
ნათელი ორშაბათი Easter Monday

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 The World Factbook, CIA დაარქივებული 2018-01-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  2. 2006 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
  3. Population by State and Sex. population.gov.ng (ინგლისური)
  4. Constitution of the Federal Republic of Nigeria. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  5. Nigerians Vote in Presidential Election - The New York Times. (n.d.). Retrieved July 6, 2016
  6. Nigeria, giant of Africa. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  7. Search results from Country Studies. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  8. Ethnicity in Nigeria. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  9. Nigeria's Identifiable Ethnic Groups. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  10. Nigeria becomes Africa's largest economy. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  11. http://www.bloomberg.com/news/articles/2014-04-06/nigerian-economy-overtakes-south-africa-s-on-rebased-gdp
  12. UPDATE 2-Nigeria surpasses South Africa as continent's biggest economy. (2014). Retrieved July 06, 2016
  13. TradeMark Southern Africa. (n.d.). Retrieved July 06, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 3, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 6, 2016.
  14. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  15. US sends medical experts to study how Nigeria tamed Ebola - Vanguard News. (2014). Retrieved July 06, 2016
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  17. Scores killed in Nigeria clashes. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  18. http://allafrica.com/stories/201102030036.html
  19. Boko Haram has killed over 12,000 Nigerians, plans to take over country, Jonathan says - Premium Times Nigeria. (2014). Retrieved July 06, 2016
  20. http://www.nigeriannews.net/index.php/sid/222083321
  21. Rasta Livewire. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  22. HISTORY OF NIGERIA. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  23. 23.0 23.1 CIA. The World Factbook. Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 7 сентября, 2008.
  24. 24.0 24.1 (n.d.). Retrieved July 06, 2016
  25. http://www.peakbagger.com/peak.aspx?pid=11096
  26. Physical Map of Nigeria
  27. Нигерия - это... Что такое Нигерия? (n.d.). Retrieved July 06, 2016
  28. 28.0 28.1 Statoids. States of Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 6 сентября 2008.
  29. Population by State and Sex. population.gov.ng
  30. 30.00 30.01 30.02 30.03 30.04 30.05 30.06 30.07 30.08 30.09 30.10 Nigeria Demographics Profile 2014 / Index Mundi, CIA World Factbook
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 Library of Congress Country Studies, Nigeria.
  32. CIA World Factbook: Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  33. http://www.vanguardngr.com/2009/09/virgin-nigeria-airways-now-nigerian-eagle-airlines/
  34. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-15. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  35. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-22. ციტირების თარიღი: 2017-05-08.
  36. PHILIP NWOSU. (December 21, 2007) Fake Commodore arrested over military outfit. Online Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2011-06-23.
  37. Andrew Airahuobhor. (5 August 2010) Police Can't Ban Merchant Navy - Kemewerigha. The Daily Independent (Lagos). ციტირების თარიღი: 2011-06-23.
  38. About NIMASA. NIMASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2011-06-20.
  39. Archibong, Maurice (2004-03-18). „Nigeria: Gold mine waiting to be tapped“. The Sun Online. The Sun Publishing Ltd. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-26.
  40. „Nigeria starts taking tourism sector seriously“. afrol.com. afrol News.
  41. Honourable Minister of Culture, Tourism and National Orientation. UNESCO.org. UNESCO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01.
  42. „Abuja beckons new Miss Tourism Nigeria“. The Sun Online. The Sun Publishing Ltd. 2001-10-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-26.
  43. Ekunkunbor, Jemi (2006-12-24). „Winning Miss Tourism is more than an Xmas gift — Gloria Zirigbe“. Vanguard online. Vanguard Media Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-15.
  44. Nigeria. Wttc.org. World Travel and Tourism Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01.
  45. The World Factbook: Nigeria. (2016). Retrieved July 06, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 2, 2009. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  46. Eke, Williams. „BROWN ENVELOPE SYNDROME AND THE FUTURE OF JOURNALISM IN NIGERIA“ (PDF). International Interdisciplinary Journal of Scientific Research. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2015-12-03. ციტირების თარიღი: 2017-05-05.
  47. BBC Africa. „Nigeria's 'brown envelope' journalism“. BBC.
  48. 48.0 48.1 Sriramesh, & Verčič 2009, pp. 324.
  49. Mwalimu 2005, pp. 656.
  50. Poindexter & Meraz 2008, pp. 220ff.
  51. 51.0 51.1 "Communications: Nigeria" დაარქივებული 2018-01-29 საიტზე Wayback Machine. , World Factbook, U. S. Central Intelligence Agency, 11 February 2014. Retrieved 21 February 2014.
  52. "Communications: Nigeria" დაარქივებული 2018-01-29 საიტზე Wayback Machine. , World Factbook, U. S. Central Intelligence Agency, 31 May 2007. Retrieved 12 June 2007 via the Internet Archive.
  53. 53.0 53.1 53.2 53.3 "Nigeria Profile", BBC News, 12 September 2013.
  54. Radio Nigeria Online. Ww2.radionigeria.gov.ng. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  55. http://www.nta.com.ng/ დაარქივებული January 10, 2016, საიტზე Wayback Machine.
  56. Silverbird Television. Silverbirdtv.com. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  57. 57.0 57.1 DAAR Group • DAAR Communications. Daargroup.com. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  58. Channelstv. Channelstv.com. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  59. Superscreentelevision.com. Superscreentelevision.com. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  60. AIT International. Aittv.com. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  61. Movies | Sport | Series | Music | TV Guide | Entertainment. DStv. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  62. http://www.hitv.com.ng/ დაარქივებული June 15, 2015, საიტზე Wayback Machine.
  63. Number One International Pay TV. StarTimes. ციტირების თარიღი: 10 November 2013.
  64. http://www.infinitytv.tv/ დაარქივებული August 8, 2012, საიტზე Wayback Machine.
  65. Award-Winning Culture Guides. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  66. Nigeria. (n.d.). Retrieved July 06, 2016
  67. http://www.bbc.com/sport/football/24974606
  68. Nigeria - Association Information - FIFA.com. (n.d.). Retrieved July 06, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 19, 2016. ციტირების თარიღი: ივლისი 6, 2016.