მონეტა
მონეტა (ლათ. moneta) — ლითონის ფულის ერთეული; ლითონის რომელიმე სახეობისაგან მოჭრილი ფული, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფორმა, წონა, სინჯი და ღირებულება. თავდიპრველად სიტყვა „მონეტა“ იყო ქალღმერთ იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და ნიშნავდა დამრიგებელს. სახელი მომდინარეობს კაპიტოლიუმის ბორცვზე (ქ. რომი) იუნონა — მონეტას ტაძარში მოთავსებული ზარაფხანისაგან, სადაც იჭრებოდა ლითონის ფული. მონეტის სამშობლოდ მიჩნეულია ლიდია. ძვ. წ. VII საუკუნიდან მონეტამ მრგვალი ფორმა მიიღო და მისი სრულფასოვნების გარანტიას სახელმწიფო იძლეოდა. მონეტის შემოღებამდე მიმოქცევაში იყო ლითონის სხვადასხვა ფორმის ზოდები.
მონეტის მოჭრა საქართველოში ძვ. წ. VI საუკუნიდან დაიწყო და სისტემატურად გრძელდებოდა 1834 წლამდე. ტერმინი მონეტა ძველ ქართულ წყაროებში არ იხსენიება. სამონეტო საქმიანობა საქართველოში განახლდა 1995 წლიდან. მონეტის მოჭრის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კომპეტენციაა; ამდენად, მონეტა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საბუთია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
აქემენიდების იმპერიის დარიკი, ძვ.წ. 490 წ.
-
ათენური ვერცხლის ტეტრადრაქმას რევერსი, ძვ.წ. 480-420 წ.
-
იანის სამეფოს დანა-ფული, ძვ.წ. IV ს.-222 წ.
-
ბაკტრიული დრახმა, ძვ.წ. 185-170 წ.
-
ინდური მონეტა მურუგანისა და ლაკშმის გამოსახულებით, ძვ. წ.75 წ.
-
ხანის დინასტიის ჩინური ბრინჯაოს მონეტა, ძვ.წ I საუკუნე.
-
პუპიენუსის სესტერცია, 238 წ.
-
ლომბარდიული ტრემისისი, 688-700 წ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Angus, Ian. Coins & Money Tokens. London: Ward Lock, 1973. ISBN 0-7063-1811-0
- გ. დუნდუა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 95.