(Translated by https://www.hiragana.jp/)
ნივთიერი წერტილი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ნივთიერი წერტილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნივთიერი წერტილი — უმარტივესი ობიექტი, რომლის მოძრაობას სწავლობს კლასიკური მექანიკა; მაკროსკოპული სხეული, რომლის ზომები იმდენად მცირეა, რომ მოცემული მოძრაობის პირობებში ისინი შეიძლება უგულებელვყოთ, და ჩავთვალოთ, რომ სხეულის შემადგენელი მთელი ნივთიერება ერთ გეომეტრიულ წერტილშია თავმოყრილი. ნივთიერი წერტილები ბუნებაში არ არსებობენ. ისინი აბსტრაქციას, რეალური სხეულების იდეალიზაციას წარმოადგენენ. შეიძლება თუ არა ამა თუ იმ მოძრაობის შესწავლისას ესა თუ ის სხეული ნივთიერ წერტილად მივიჩნიოთ? პასუხი ამ კითხვაზე არა იმდენად სხეუულზეა დამოკიდებული, რამდენადაც მოძრაობის ხასიათზე. სხეულის აბსოლუტური ზომები ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა. არსებითია ფარდობითი ზომა, ანუ სხეულის ზომის შეფარდება მოცემული მოძრაობისთვის დამახასიათებელ მანძილთან. მაგალითად, როდესაც ვიხილავთ დედამიწის ორბიტალურ მოძრაობას მზის გარშემო, დედამიწა უზარმაზარი სიზუსტით შეიძლება ნივთიერ წერტილად ჩავთვალოთ. მახასიათებელ სიგრძეს ამ შემთხვევაში დედამიწის ორბიტის რადიუსი (R = 1,5 × 10 8 კმ)წარმოადგენს. ეს უკანასკნელი დედამიწის რადიუსს (r = 6,4 × 10³ კმ) მრავალჯერ აღემატება. ამის გამო ორბიტალური მოძრაობის დროს პლანეტის ყველა წერტილი პრაქტიკულად ერთნაირად მოძრაობს. ამიტომ საკმარისია მისი ერთი წერტილის მოძრაობა განვიხილოთ, კერძოდ, ასეთ წერტილად დედამიწის ცენტრი ავირჩიოთ, და ვიგულისხმოთ, რომ მთელი ნივთიერება ამ ერთ გეომეტრიულ წერტილშია თავმოყრილი. ასეთი იდეალიზაცია დედამიწის ორბიტალური მოძრაობის ამოცანას ძალიან ამარტივებს, მაგრამ ეს იდეალიზაცია უსარგებლოა, თუ დასმულია დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ამოცანა,