ობა
მშობ. სახელი: ინგლ. Aoba, Ambae | |
---|---|
კუნძულ ობას ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 15°24′ ს. გ. 167°50′ ა. გ. / 15.400° ს. გ. 167.833° ა. გ. |
ფართობი | 402 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
1496 მ ვულკანი მანარო |
ვანუატუ | |
პროვინცია | პენამა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 10 407 (2009) |
სიმჭიდროვე | 25,888 ად. /კმ² |
ობა (ამბაე, აობა) (ინგლ. Aoba, Ambae) — ვულკანური წარმოშობის კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას და ადმინისტრაციულად შედის პენამას პროვინციის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული ობა მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, დასავლეთით მდებარე ესპირიტუ-სანტოს კუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულ მაევოს შორის; ობასგან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული პენტეკოსტი. ობა — არქიპელაგის ერთ-ერთი დიდი კუნძულია. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 402 კმ²-ს.[1]
კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და წარმოადგენს ჰავაის ტიპის ფარისებურ ვულკანს. ვულკანი მანარო (მისი მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2500 კმ³-ს, სიმაღლე — 1496 მეტრს) ყველაზე მასიური[2] და ყველაზე სახიფათოა ახალი ჰებრიდების არქიპელაგზე[3]. მანაროს ზედა ნაწილში განლაგებულია პიროკლასტიკური კონუსი[2], რომელშიც მდებარეობს სამი კრატერული ტბა: მანარო-ლაკუა (ფართობი — 170 ჰა), მანარო-ნგორუ (ფართობი — 15 ჰა), ვუი (ფართობი — 150 ჰა)[4]. მანარო-ლაკუას ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ვუის ტბაზე არსებობენ თერმალური ზონები ცხელი წყაროებით, გეიზერებით და ფუმაროლებით. ვუის ტბის წყალს აქვს მწარე გემო და განსხვავებული მწვანე ფერი[4].
კუნძულზე არ არსებობს მუდმივი მდინარეები, მაგრამ მოსახლეობა იშვიათად განიცდის წყლის დეფიციტს[5].
კლიმატი ობას კუნძულზე ნოტიო ტროპიკულია, უმნიშვნელო სეზონური რყევებით. წლის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე შეადგენს 30 °C-ს, კალდერაზე — 23 °C-ს[4]. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა მერყეობს 2500 მმ-დან 3500 მმ-მდე. წვიმიანი სეზონი გრძელდება ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანუატუს კუნძულების დასახლება მოხდა დაახლოებით 2000 წლის წინ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან და პაპუა-ახალი გვინეიდან სოლომონის კუნძულების არქიპელაგის გავლით მოსახლეობის მიგრაციის დროს[6]. კუნძულების კოლონიზაცია ხდებოდა ხანგრძლივი საზღვაო ცურვის დროს დიდი კანოეებით, რომლებსაც შეეძლოთ დაეტიათ 200 ადამიანამდე.
კუნძული ობა 1768 წლის 23 მაისს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა[7]. ადგილობრივი მაცხოვრებლები ზღვაოსანს მტრულად შეხვდნენ: ისინი მას ესროდნენ ქვებს და ისრებს. ამის შემდეგ თითქმის ასი წელიწადი ევროპელები არ გადამჯდარან კუნძულზე.
1906 წლის მარტში ობა, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[8].
ადგილობრივი მოსახლეობის გაქრისტიანების პიკი მოხდა 1930-იან წლებში. კუნძულელთა უმრავლესობა, რომლებიც ცხოვრობდნენ კუნძულ ობას დასავლეთ ნაწილში, გახდა ქრისტეს ეკლესიის მიმდევარი, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილის — ანგლიკანური ეკლესიის[7].
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული ობა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საერთო დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს კუნძულ ობას მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10 407 ადამიანს[9]. კუნძულზე მდებარეობს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სარატამატა.
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე ძირითადი სასაუბრო ენებია: ბისლამა, ფრანგული და ინგლისური, თუმცა ასევე გამოიყენება ადგილობრივი ენები:
- აღმოსავლეთი ამბაე (5000 მოლაპარაკე 1991 წელს; აქვს დაახლოებით 15 დიალექტი),
- დასავლეთი ამბაე (4500 მოლაპარაკე 1983 წელს; გავრცელებულია კუნძულის დასავლეთ ნაწილში)[10].
სოციალური წყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზოგადოება კუნძულ ობას აღმოსავლეთ ნაწილში ეგზოგამიური, მატრიხაზობრივია. დაბადებული ბავშვები მიეწერება კლანს, რომელშიც დაიბადა დედა. მიუხედავად ამისა კლანები არ თამაშობენ მთავარ როლს მოსახლეობის საზოგადოებრივ ორგანიზაციაში[11]. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ბატონობს ნათესაობის ერთსისხლიანობის სისტემა[11]. კუნძულელების ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანთა ერთიანობის ძირითადი ერთეულია სოფელი[12].
ბიგმენებს (ანუ ხალხი, რომლებიც დგანან სუბსოციორული პერსონალიზირებული სისტემის ცენტრში[13]) ობას აღმოსავლეთ ნაწილში ეკავათ მაღალი მდგომარეობა საზოგადოებაში სოციალური იერარქიის კარგად დამუშავებულ სისტემაში, რომლითაც თითოეულ ადამიანს ეკავა განსაზღვრული მდგომარეობა საზოგადოებაში. კუნძულის ამ ნაწილში ძირითადი პოლიტიკური ერთეული იყო ნათესავთა თანასაზოგადოება, რომელშიც ლიდერს შეეძლო ეხემძღვანელა რეგულარულ საფუძველზე[12].
ობას დასავლეთ ნაწილში ძირითადი პოლიტიკური ერთეული იყვნენ სოფლები და სოფელთა ჯგუფები, მაგრამ გადამწყვეტ როლს საზოგადოებაში თამაშობდა ქრისტიანული ეკლესია[12].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი ეკონომიკა წარმოადგენს ბარტერულ ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია ნატურალურ საქონლის გაცვლაზე. წარმოების ძირითადი სფეროებია — სოფლის მეურნეობა, ხოლო ძირითადი სასაქონლო კულტურა — ქოქოსის პალმა, რომლის ნაყოფისაგან აწარმოებენ კოპრას (თუმცა მოსახლეობას ასევე მოჰყავს კაკაო)[14]. კუნძულელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს სახელმწიფო სექტორში.
კუნძულელები ეწევიან ნატურალულ სოფლის მეურნეობას, მუშაობენ ბაღებში. ძირითადად მოჰყავთ ტარო, ბანანი, იამსი და მანიჰოტი. ვანუატუს სხვა კუნძულებისაგან განსხვავებით კუნძულზე თევზჭერა არ თამაშობს მთავარ როლს[14].
ობაზე მდებარეობს ორი საფოსტო განყოფილება, სოფლებში ლოლოვაი და ნდუინდუი ბანკები. არსებობს რეგულარული ავიაკავშირი ქვეყნის სხვა კუნძულებთან.
არსებობს სამი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, რომელსაც იყენებს კომპანია ეირ ვანუატუ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
- ↑ 2.0 2.1 Volcanism Program. ობას ვულკანი. (ინგლისური)[მკვდარი ბმული]
- ↑ [ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. ამბაეს ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-08. ციტირების თარიღი: 2014-11-09. ვანუატუს ტურიზმის ოფიციალური საიტი. ამბაეს ვულკანი. (ინგლისური)]
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 [Ernest Bani and David Esrom. ვანუატუს რესპუბლიკა. თავი «კუნძულ ამბაეს კალდერული ტბები». (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-17. ციტირების თარიღი: 2014-11-09. Ernest Bani and David Esrom. ვანუატუს რესპუბლიკა. თავი «კუნძულ ამბაეს კალდერული ტბები». (ინგლისური)]
- ↑ ობას მდებარეობა. (ინგლისური)
- ↑ Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
- ↑ 7.0 7.1 World Culture Encyclopedia. კუნძულ ამბაეს ისტორია და კულტურული კავშირები. (ინგლისური)
- ↑ Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
- ↑ 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-09.
- ↑ Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)
- ↑ 11.0 11.1 World Culture Encyclopedia. ნათესაური სისტემა ამბაეზე. (ინგლისური)
- ↑ 12.0 12.1 12.2 World Culture Encyclopedia. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია ამბაეზე. (ინგლისური)
- ↑ ჟურნალი «სკეპსისი». პირველყოფილი საზოგადოებრივი წყობილებიდან კლასობრივზე გადასვლა: განვითარების გზები და ვარიანტები. ნაწილი I.
- ↑ 14.0 14.1 World Culture Encyclopedia. ამბაეს ეკონომიკა. (ინგლისური)