(Translated by https://www.hiragana.jp/)
რიპიდი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

რიპიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიპიდები (სამწერობელი)

რიპიდი(სამწერობელი) ტარზე მიმაგრებული ლითონის წრიული ფირფიტები ქერუბიმთა გამოსახულებით. იგი დიაკვნებს უჭირავთ ძღვენის (წმ. ნაწილების) კურთხევისას. ძველად მას ამზადებდნენ ფარშევანგის ბუმბულისაგან, რათა საღვთო ძღვენი მწერთაგან დაეცვათ. ამჟამად მას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და გამოხატავს ციურ ძალთა მონაწილეობას წმ. ზიარების საიდუმლოში. იგი ასევე, გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურებისა და საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობისას.

  • ჟურნალი „წყარო“, N28, 1995 წ.