(Translated by https://www.hiragana.jp/)
სიდჰართა გაუტამა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

სიდჰართა გაუტამა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუდას ბრინჯაოს ქანდაკება ლაოსიდან

სიდჰართა გაუტამა (სანსკრიტი सिद्धार्थ गौतम, პალი Siddhattha Gotama; დაახ. ძვ. წ. 563 - ძვ. წ. 483) — ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და ბუდიზმის დამაარსებელი.[1] იგი ასევე ცნობილია როგორც შაკიამუნი, ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრების აღწერები მისი წასვლის შემდეგ დაახლოებით 300 წლის მერე დაიწერა.

ბუდა შაკიამუნის პირველი ცხოვრების აღწერა მოცემულია სუტრა Majjhima Nikaya-ში, პალიზე, რომელიც შედის ტრიპიტაკაში. თუმცა ამ სურტიდან შეუძლებელია ბუდას ცხოვრებაზე რაიმე წარმოდგენის მიღება, იგი ძალიან წყვეტილ ცნობებს იძლევა. პირველი შედარებით სრული ბიოგრაფიები დაიწერა ძვ. წ. II საუკუნეში...

დაბადება და უფლისწულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ბუდისტური წყაროების თანახმად, მომავალი ბუდა დაიბადა ქალაქ ლუმბინიში, თანამედროვე ნეპალის ტერიტორიაზე, კშატრულ ტომ შაკიების მეფის ოჯახში.[1] ლეგენდის თანახმად სიდჰართას დაბადებამდე, მის დედას ჰქონდა თეთრი სპილოს ხილვა, რაც მიმანიშნებელია ბუდას განსაკუთრებულობაზე. სიდჰართჰა დაიბადა მაისში, სავსე მთვარის დროს, ბუდისტურ სამყაროში მისი დაბადების დღე ფართოდ აღინიშნება. ლეგენდის თანახმად დედამისი მშობიარობისას გარდაიცვალა.

თუმცა უფრო ადრეული ისტორიული წყაროების თანახმად შაკიამუნი დაიბადა არა სამეფო, არამედ არისტოკრატიულ ოჯახში, მეომრების კასტიდან, მცირე რესპუბლიკა შაკაში. მის მამას ერქვა შუდხოდანა, ხოლო დედის სახელი უფრო გვიანდელ წყაროებში გაჩნდა - მაიადევი (მაჰამაია).

ახალდაბადებულ სიდჰართას სხეულზე ამოაჩნდა დიდი ადამიანის 32 მაჩვენებელი. წინასწარმეტყველმა ასიტამ უთხრა ამის შესახებ მეფეს, რომ პატარა ან დიდი მეფე ან დიდი წმინდანი გახდება. მამას სურდა რომ შვილი დიდი მეფე გამხდარიყო და შესაბამისად ზრდიდა. სიდჰართჰას არიდებდნენ ყველაფერს, რასაც შეეძლო მისი დამწუხრება.

სიდჰართას ბავშვობა და სიყმაწვილე უზრუნველი იყო. იგი 16 წლის იყო, როდესაც მამამ მას შერთო ცოლად იასოდჰარა. მალე მათ ვაჟი რაჰული ეყოლათ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Гожева Н. А. БУДДА ШАКЬЯМУНИ // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 296–297.