იგი მოიხმარდა იმავე აპარატულ მახასიათებლებს, რასაც NES და Game & Watch. გააჩნდა: Sharp LR35902-ის 8-ბიტიანი ცენტრალური პროცესორი,[9][10]თხევად-კრისტალური მონიტორი, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვე start და select).[11] ორი დინამიკი და ხმის მარეგულირებელი (ზედა მარჯვენა კუთხეში). გამოსვლის დღიდან კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში შედიოდა ერთი ან რამდენიმე თამაში, მათ შორის „Tetris“ ან „Super Mario Land“. აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის მცირე ზომის სატარებელი ჩანთა და პრინტერი.
კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 89.95 აშშ-დოლარს, ხოლო, იაპონიაში — 12,500 იაპონურ იენს. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ექვსი თამაში: „Super Mario Land“, „Alleyway“, „Baseball“, „Yakuman“, „Tetris“ და „Tennis“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 1049 თამაში, რომლებიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის და Game Boy Color-ის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე — Nintendo 3DS, Wii U-სა და Nintendo Switch-ზე, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა Nintendo eShop-დან.[12]
ტექნიკურად Game Boy ჩამორჩებოდა მეოთხე თაობის ისეთ პორტატიულ სისტემებს როგორებიცაა Sega-ს Game Gear, Atari-ის Lynx და NEC-ის TurboExpress. მიუხედავად ამისა, შექება დაიმსახურა ბატარეებისა და კონსტრუქციის გამძლეობის გამო. გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ეგზემპლარი.[13] საერთო ჯამში, Game Boy-სა და მისი მემკვიდრე Game Boy Color-ის საერთო გაყიდვები 118 მილიონს აღწევს.[14]1980-იანი წლებიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოწყობილობად. 1995 წელს Nintendo-მ გამოსცა Game Boy-ის რამდენიმე ფერადკორპუსიანი ვერსია, რეკლამირებული როგორც „Play It Loud“ (იაპონიაში ცნობილი Boy Bros-ს სახელით). მომდევნო წლებში გამოვიდა კონსოლის ორი რევიზია — Game Boy Pocket (1996) და Game Boy Light (1998; მხოლოდ იაპონიაში). Game Boy-ის წარმოება შეწყდა 2003 წლის მარტში.[14]
↑Kent 2001, p. 416. "According to an article in Time magazine, the one million Game Boys sent to the United States in 1989 met only half the demand for the product. That allotment sold out in a matter of weeks and its black and white (except for Konami/Factor 5 games and SeaQuest DSV), was shown in color like the Game Gear version."