გამოსვლისთანავე კონსოლის თავდაპირველი ფასი 970 აშშ დოლარი იყო. მას გააჩნდა CDLaserdiscs და LD-G ფორმატების მხარდაჭერა. საკუთარი თამაშების გარდა, ცალკე იყიდებოდა დამატებითი PACs მოდულები, რომელთა საშულებითაც შესაძლებელი იყო მასზე Mega Drive/Genesis და PC Engine/TurboGrafx-16-ის თამაშების გაშვება.
1993 წლის დეკემბერში კომპანია NEC-მა გამოსცა LaserActive-ის გადაკეთებული ვერსია სახელწოდებით LD-ROM² System, რომელიც ფასით არ ჩამოუარდებოდა ორიგინალ ვერსიას და აგრეთვე გააჩნდა PAC მოდულების მხარდაჭერა.[2]
LaserActive კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ბაზარზე ფეხი ვერ მოიკიდა და საბოლოოდ მისი წარმოება შეწყდა 1996 წელს. ამის პირველი მიზეზი მისი მაღალი ფასი იყო. თუმცა დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. 1994 წელს ჟურნალმა Computer Gaming World-მა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ LaserActive უკეთესი პროდუქტი იყო ვიდრე 3DO Interactive Multiplayer, ის განიცდიდა პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობას და ძვირიც ღირდა“.[3]