One Slip
„One Slip“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason | ||||
B-მხარე | „Terminal Frost“/„The Dogs of War (საკონცერტო)“ | |||
გამოსვლის თარიღი | 13 ივნისი 1988 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1986-1987 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 5:10 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Columbia Records EMI | |||
პროდიუსერი |
დეივიდ გილმორი ფილ მანზანერა | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
A Momentary Lapse of Reason — სიმღერების სია | ||||
|
„One Slip“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა 1987 წლის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. ალბომმა სახელწოდება სწორედ ამ სიმღერის ტექსტიდან შეიძინა.
ფილთან ერთად სამი სიმღერა დავწერე, მათი კოდური სახელწოდებებია Manz 1/2/3. ერთ-ერთი ალბომში შევიდა, დანარჩენი ორი დაუსრულებელი დარჩა.
სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონი - „A momentary lapse of reason“ - იქცა თავად ალბომის სახელწოდებად. სიუჟეტურად ეს სიმღერა ეხება ისევ და ისევ ფრენის შიშს და არა ქალთან ურთიერთობას, როგორც ეს შეიძლება გეჩვენოთ.
როდესაც დეივიდი სხვადასხვა ადამიანს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში, მისი პიროვნების სხვადასხვა მხარე იხსნება. ფილ მანზანერასთან „One Slip“-ზე მუშაობისას ისეთი ტექსტი დაწერა, რომელსაც სხვა დროს ვერ დაწერდა.
განგაში, რომელიც სიგნალიზაციამ ატეხა სტუდიაში, სპეციალურად ჩაიწერა - ხმის ინჟინერმა ენდი ჯექსონმა უბრალოდ არასწორი კოდი შეიყვანა სისტემაში, რომელმაც იმ წამსვე მოახდინა რეაგირება.
სიმღერა სრულდებოდა 1987-1989 წლების ტურნეებში და რამდენიმეჯერ - 1994 წლის ტურნეს ფარგლებშიც.
სიმღერის მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა ატლანტაში. ლოურენს ჯორდანის ეს ვიდეო შეიცავს საკონცერტო კადრებს და ნაწყვეტებს შავ-თეთრი დოკუმენტური მასალიდან, რომელიც ასახავს თვითმფრინავით ფრენის პროცესს.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრიტანული 7" სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- One Slip - 5:03
- Terminal Frost - 6:19
იტალიური სინგლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- One Slip - 5:03
- Terminal Frost - 6:19
- The Dogs Of War (საკონცერტო) - 7:25
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
|