Paint Box
„Paint Box“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — პინკ ფლოიდი | ||||
A-მხარე | „Apples and Oranges“ | |||
გამოსვლის თარიღი | 18 ნოემბერი 1967 | |||
ჩაიწერა | 26 და 27 ოქტომბერი, 1967 | |||
ჟანრი | ფსიქოდელიური როკი, ფსიქოდელიური პოპი [1] | |||
ხანგრძლივობა | 3:08 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia (EMI) (ბრიტანეთი) | |||
ავტორ(ებ)ი | რიჩარდ რაიტი | |||
პროდიუსერი | ნორმან სმითი | |||
პინკ ფლოიდი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Paint Box“ — რიჩარდ რაიტის მიერ დაწერილი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა[2][3] იგი გამოიცა ჯგუფის მესამე სინგლზე „Apples and Oranges“ (1967). სიმღერაში ვოკალს თავად რაიტი ასრულებს.
პიტერ ჯენერი, ჯგუფის მენეჯერი:
რიკს შეეძლო მელოდიის დაწერა, ხოლო როჯერს - სტროფების, ოღონდ ზეწოლის ქვეშ. მაგრამ როჯერი იმიტომ წერდა, რომ სიდი წერდა, ვინაიდან ყველას ვაწვებოდით. რიკი როჯერამდეც წერდა.
ენდი მებეტის წიგნში The Complete Guide to the Music of Pink Floyd წერია, რომ სიმღერა აღწერს „კლუბს, რომელიც სავსეა სულელი ხალხით“, რაც ქმნის ნათელ წარმოდგენას რაიტსა და სხვა მუსიკოსებზე, რომლებიც განიცდიან, რომ მათგან ითხოვენ პოპ-სიმღერებს და არა ფსიქოდელურ იმპროვიზაციებს[3].
სიმღერის ბელგიური პრომო ფილმი გადაღებულია 1968 წელს ადგილობრივი ტელევიზიისთვის, სიდ ბარეტის წასვლის შემდეგ, უკვე დევიდ გილმორის მონაწილეობით. ფრანგული გადაცემისთვის Discorama მისი შესრულება კიდევ ერთხელ ჩაიწერეს, თუმცა ზოგადად კონცერტებზე ნომერი არასოდეს დაუკრავთ.
რიჩარდ რაიტი:
კონცერტებზე არასოდეს დაგვიკრავს, ვინაიდან მეც და სხვებსაც მისი დაკვრის ინტერესი არ გვქონია. არ ვთვლით, რომ ცოცხლად იგი საინტერესო იქნებოდა. ეს იყო სინგლი, სამწუთიანი სიმღერა. ბევრი რამ ჩაგვიწერია, რაც ცოცხლად არასოდეს დაგვიკრავს.
სიმღერა სხვადასხვა კომპილაციაში შეცდომით არის შეტანილი სახელწოდებით „Paintbox“. იგი აგრეთვე შეტანილია ალბომის The Piper at the Gates of Dawn 2007 წლის გამოცემაში და კომპილაციებში Relics (სტერეო), The Best Of Pink Floyd / Masters of Rock, 1967: The First Three Singles და The Early Singles.
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიჩარდ რაიტი - ფორტეპიანო, წამყვანი ვოკალი
- სიდ ბარეტი- რიტმული გიტარა, ვოკალი
- როჯერ უოტერსი - ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ნიკ მეისონი- დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Piper at the Gates of Dawn (3-CD Deluxe Edition). Allmusic.com.
- ↑ სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ 3.0 3.1 მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.