(Translated by https://www.hiragana.jp/)
Xiaomi - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

Xiaomi

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Xiaomi Technology Co., Ltd
სიაომი
ტიპი კერძო კომპანია
დარგი სამომხმარებლო ელექტრონიკა;
კომპიუტერული მოწყობილობები
დაფუძნდა 6 აპრილი, 2010; 14 წლის წინ (2010-04-06)
დამაარსებელი ლეი იუნი
სათავო ოფისი პეკინი, ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროდუქცია
შემოსავალი 18 მილიარდი აშშ დოლარი (2017)
თანამშრომელი დაახლოებით 8 100[1]

Xiaomi Inc. (ჩინ.: 小米こごめ科技かぎ, წარმოითქმის სიაომი) — ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კერძო კომპანია; სათავო ოფისი მდებარეობს პეკინში.

Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია. იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას.[2] მას შემდეგ, რაც 2011 წლის აგვისტოში პირველი სმარტფონი გამოუშვა, Xiaomi-მ კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო. კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ლეი იუნი, რომელიც ფორბსის მონაცემებით, ჩინეთის 23-ე უმდიდრესი ადამიანია. 2014 წელს კომპანიამ 60 მილიონზე მეტი სმარტფონი გაყიდა.[3]

კომპანიას დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად კონტინენტურ ჩინეთში, მალაიზიაში, სინგაპურსა[4] და სხვა ქვეყნებში, მაგალითად ინდოეთსა[5] და ინდონეზიაში.[6]

IDC-ის მონაცემებით, ამჟამად Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც მეოთხე და მეხუთე ადგილებზე მოჰყვება Lenovo და LG. მიუხედავად გაყიდვების მოცულობის შემცირებისა, ამ სიაში პირველ ადგილზე კვლავ სამსუნგი რჩება, მეორე ადგილზე კი Apple Inc-ია.[7]

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Xiaomi-მ ინვესტორებისგან 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მიიღო, ის მსოფლიოში ყველაზე ღირებული ახლად შექმნილი ტექნოლოგიური კომპანია გახდა; მისი ღირებულება 46 მილიარდ დოლარზე მეტია.[8]

Xiaomi 2010 წლის 6 ივნისს რვა პარტნიორმა დააარსა. დაარსების პირველ ეტაპზე, ძირითად ინვესტორებს შორის იყვნენ სინგაპურის მთავრობის მფლობელობაში მყოფი საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings, ჩინური ფონდები IDG Capital და Qiming Venture Partners,[9] მობილურის პროცესორების მწარმოებელი Qualcomm.[10] 2010 წლის 16 აგვისტოს, Xiaomi-მ ოფიციალურად გაუშვა ანდროიდზე დაფუძნებული firmware MIUI.[11] 2011 წლის აგვისტოში დაანონსდა კომპანიის პირველი სმარტფონი Xiaomi Mi1. იგი გამოვიდა Xiaomi-ის MIUI firmware-ით, რომელიც ანდროიდზეა დაფუძნებული და Samsung-ის TouchWiz-სა და Apple-ის iOS-ს წააგავს. მოწყობილობა ასევე აღიჭურვა ანდროიდის მარკეტით.[12]

2012 წლის აგვისტოში Xiaomi-მ დააანონსა Xiaomi Mi2 სმარტფონი. მოწყობილობა აღიჭურვა Qualcomm-ის Snapdragon S4 Pro APQ8064-ით, 1.5 GHz quad-core Krait chip-ით, 2GB RAM-ით და Adreno 320 GPU-ით.[13] 2013 წლის 24 სექტემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ მან 11 თვის მანძილზე 10 მილიონზე მეტი Mi2 მოწყობილობა გაყიდა.[14] სმარტფონების ამ სერიას ევროპაში, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ყიდიდა უკაბელო ტელეფონების გამყიდველი კომპანია Mobicity.[15]

2014 წელს, Xiaomi-მ ჩინეთის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესახებ განაცხადა, პირველ ქვეყნად კი სინგაპური დააანონსა.[16] სინგაპურის შემდეგ, კომპანია შევიდა მალაიზიაში, ფილიპინებსა და ინდოეთში,[17] უახლოეს თვეებში კი შესვლას ასევე გეგმავს ინდონეზიაში, ტაილანდში, რუსეთში, თურქეთში, ბრაზილიასა და მექსიკაში.[18]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. About Us. Xiaomi (2014-06-05). ციტირების თარიღი: 2014-06-05.
  2. zh:小米こごめ47すん电视つくえあきら曝光 zh. MyDrivers.com. 驱动いえ (2013-06-17). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  3. http://techcrunch.com/2015/01/03/xiaomi-2014/
  4. Eilers, Chris. (2014-06-24) How China’s Xiaomi Beats Huawei in Malaysia. ციტირების თარიღი: 2014-06-28.
  5. Saha, Debjit (2014-07-17). „Xiaomi Makes Grand Entry in India“. Gadgetizor. DM. ციტირების თარიღი: 2014-07-17.
  6. Shu, Catherine (2013-08-28). „Xiaomi, What Americans Need To Know“. TechCrunch. AOL. ციტირების თარიღი: 2013-08-28.
  7. „Xiaomi Now The World’s Third Biggest Smartphone Maker, Says IDC“. 2014-10-29.
  8. Xiaomi raises another $1.1 billion to become most-valuable tech start-up (December 29, 2014).
  9. Wong, Sue-Lin (2012-10-29). „Challenging Apple by Imitation“. New York Times. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  10. Xiaomi the money! Who is this mobile company that's poaching Tech's top shelf talent?. pcworld.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 November 2013.
  11. 小米こごめ联合创始じんふく总裁ひろし锋谈MIUI设计なり长之. csdn.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 3 October 2013.
  12. Xiaomi Phone with MIUI OS: a $310 Android with 1.5GHz dual-core SoC and other surprises. Engadget (16 August 2011).
  13. Xiaomi Phone 2 Review. engadget (2012-11-14). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  14. Chinese Smartphone Maker Xiaomi Says It Sold 10 Million Mi-2 smartphones. CEOWORLD Magazine. ციტირების თარიღი: 2013-09-24.
  15. Xiaomi Mi-2 Now Available in the UK and Australia via Mobicity. softpedia.com. ციტირების თარიღი: 6 October 2013.
  16. Xiaomi to Set Up International Headquarters in Singapore. 19 February 2014. Hardwarezone. ციტირების თარიღი: 19 February 2014.
  17. Mi India.
  18. Xiaomi launches two routers and a revamped set-top box, will expand to 10 more countries this years. 23 April 2014. The Next Web. ციტირების თარიღი: 23 April 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xiaomi&oldid=4227134“-დან