(Translated by https://www.hiragana.jp/)
ოტო ფონ ბისმარკი - ვიკიციტატა შინაარსზე გადასვლა

ოტო ფონ ბისმარკი

ვიკიციტატიდან
ოტო ფონ ბისმარკი

პრინცი ოტო ედუარდ ფონ ბისმარკი (დ. 1 აპრილი, 1815 - გ. 30 ივლისი, 1898) — გერმანელი არისტოკრატი და სახელმწიფო მოღვაწე, პრუსიის პრემიერ-მინისტრი (1862- 1890) და გერმანიის პირველი კანცლერი (1871- 1890 ) , მეტსახელად „რკინის კანცლერი“. გამოირჩეოდა თავისი ოფიციალური განცხადებების ლაკონურობით.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.


  •  

არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ.


  •  

ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.


  •  

როდესაც გსურს, გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.


  •  

თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები, გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.


  •  

პოლიტიკა ხელოვნებაა და არა ზუსტი მეცნიერება.


  •  

მას, ვინც 19 წლის ასაკში სოციალისტი არაა, არა აქვს გული, ხოლო თუკი 30 წლისა ჯერ კიდევ სოციალისტია, მაშინ ტვინი არ ჰქონია.


  •  

ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს- კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.


  •  

ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს.


  •  

მოხუცი თაობის პრივილეგიაა, გააოცონ ახალგაზრდები იმით, რომ ჯერ კიდევ არ არიან მკვდრები.


  •  

თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.


  •  

არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.


  •  

გაინტერესებთ პოლიტიკის წარმატების საიდუმლო? დადეთ ხელსაყრელი ხელშეკრულება რუსეთთან.


  •  

ვერ გაანადგურებ პოლონელებს, მაგრამ თუკი მისცემ ძალაუფლებას, თავადვე დაიღუპავენ თავს.


  •  

ყოველთვის, როცა სხვა სახელმწიფოსგან სურდათ ის, რის თხოვნასაც თავიანთი სახელით ვერ ბედავდნენ, პირზე ეკერათ სიტყვა „ევროპა“.


  •  

იყავი ზრდილობიანი და წერე დიპლომატიურად. მაშინაც კი, როცა ომისათვის ადგენ დეკლარაციას, საჭიროა დაიცვა ზრდილობის ნორმები.


  •  

ჟურნალისტი არის პიროვნება, რომელმაც შეცდომით აარჩია პროფესია.


  •  

გამარჯვებული ომიც ბოროტებაა, რომელიც უნდა დაძლიოს ხალხთა სიბრძნემ.


  •  

ერის კულტურა იმით გაიზომება, თუ რამდენ საპონს ხმარობს იგი.


  •  

სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები - სხვების შეცდომებზე.


  •  

სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.


  •  

კარგი ჩინოვნიკებისათვის სავსებით შესაძლებელია ცუდი კანონებით ქვეყნის მართვა, მაგრამ თუკი თავად ჩინოვნიკები არ ვარგიან, მათ საუკეთესო კანონებიც კი ვერაფერს უშველის.


  •  

თქვენი აფრიკის რუკა ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩემთვის აფრიკის რუკა ევროპაშია. აქ არის რუსეთი და... საფრანგეთი, ხოლო ჩვენ ვართ მათ შორის- აი, ეს არის ჩემი აფრიკის რუკა.


  •  

ქაშაყი შეიძლება გამხდარიყო დელიკატესი, უფრო ცოტა რომ ყოფილიყო.


  •  

ალის და კაცის მეგობრობა მაშინვე იხევს უკანა პლანზე, როცა მზე იწყებს ჩასვლას.