სინძიანის ტერიტორია ჩართულ იქნა ჩინეთის შემადგენლობაში მე-18 საუკუნის შუა პერიოდში ცინის მანჯურიული დინასტიის დროს. მოგვიანებით ცინის იმპერიის პროვინციად იქცა. 1864 და 1881 წლებში ტერიტორიის ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (ამჟამად ტაჯიკეთი) მოექცა. 1955 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, გარდაიქმნა ავტონომიურ რაიონად.
2010 წლის მიხედვით რაიონში ცხოვრობს 21,813,334 ადამიანი.[2] აქ ცხოვრობს 17 ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია უიღურები, თურქული მოდგმის მუსულმანური მოსახლეობა (10,019,758).