აბრაამ II აბალაკი
იერსახე
აბრაჰამ II, აბრამ აბალაკი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1492-1497 წლებში.
აბრაამ აბალაკი მოქმედ კათოლიკოსად ჩანს 1492, 1493 და 1497 წლებით დათარიღებულ საბუთებში. მის მიერ საკათოლიკოსო ტახტის დაკავების დროისთვის ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა სრული რეალობაა.
1497 წლით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ აბრაამ კათოლიკოსს განუახლებია მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თამარ მეფის დროინდელი წისქვილი და აუშენებია ორი ახალი წისქვილი, ამავე მონასტრისათვის შეუწირავს საზეთედ ორი წისქვილი და ვენახი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.
- მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1.