(Translated by https://www.hiragana.jp/)
იოსები (ბაგრატიონი) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

იოსები (ბაგრატიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოსები (მრავალმნიშვნელოვანი).
კათალიკოსი იოსები

იოსები (გ. 24 მაისი [ძვ. სტ. 13 მაისი], 1776) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1769–1776 წლებში, იმავდროულად გელათის მიტროპოლიტი 1745–1776 წლებში, იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის უფროსი ძმა.

კათოლიკოს-პატრიარქად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. 1760 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771–1773 წლებში იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათოლიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უთანხმოება ჰქონდა იმხანად იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.