არსენ II (კათოლიკოსი)
იერსახე
არსენ II — X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
ქართლის კათოლიკოსი ყოფილა დაახლოებით 955-980 წლებში. აღუწერია ასურელ მამათა — იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება „ასურელ მამათა ცხოვრებათა“ მოკლე რედაქციაა. XI-XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ონიანი შ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 584-585.
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები / მეტრეველი რ. (რედ.), თბ.: „ნეკერი“, 2000.
- კეკელიძე კ., „ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ. 1, თბილისი, 1970