გიორგი V (კათოლიკოს-პატრიარქი)
იერსახე
გიორგი V — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV ს. 80–90-იან წლებში, მეფეების — ბაგრატ V-ისა და გიორგი VII-ის თანამედროვე. ზრუნავდა თემურლენგის მიერ აოხრებული საკათალიკოსოს მეურნეობის აღდგენაზე. 1393 წელს ამტკიცებს გიორგი VII-ის მცხეთისათვის შეწირულების სიგელს. მოიხსენიება აგრეთვე 1398 წლის ერთ-ერთ საბუთში. 1399 წელს კათოლიკოსად უკვე ელიოზი ჩანს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 158.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 21.