დედა ტერეზა
დედა ტერეზა Anjezë Gonxhe Bojaxhiu | |
---|---|
დაიბადა |
26 აგვისტო, 1910[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] სკოპიე, კოსოვოს ვილაიეტი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაიცვალა |
5 სექტემბერი, 1997[12] [13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (87 წლის) კოლკატა[12] [14] |
დასაფლავებულია | Mother House Of The Missionaries Of Charity |
ხსენების დღე | 5 სექტემბერი |
მოღვაწეობა | რელიგიური და |
ენა | ალბანური ენა, ბენგალური ენა, ინგლისური ენა, ჰინდი ენა, სერბული ენა და სლოვენური ენა[15] |
მეუღლე | |
დედა ტერეზა (ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu; დ. 26 აგვისტო, 1910 — გ. 5 სექტემბერი, 1997) — ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 40 წლის განმავლობაში თავი მიუძღვნა კალკუტის ღარიბთა, დავრდომილთა და ობოლთა მოვლას ინდოეთში.
მისიონერთა ორგანიზაციის ზრდასთან ერთად, მისი წევრები სხვა ქვეყნებშიც იწყებენ საქველმოქმედო საქმიანობას და უკვე 1970-იანი წლებისთვის დედა ტერეზა მსოფლიოში განთქმული ხდება ჰუმანიტარული საქმიანობისა და ღარიბთა და უმწეოთა დახმარებისთვის. გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედა ტერეზა 1910 წლის 27 აგვისტოს დაიბადა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელი არომუნების ოჯახში.
როდესაც 18 წელი შეუსრულდა, ირლანდიაში წავიდა, სადაც მონაზონთა ორდენში ჩაირიცხა „ლორეცოს ირლანდიელ დებში“.
1931 წელს გახდა მონაზონი და მიიღო სახელი ტერეზა, 1927 წელს წმინდად შერაცხულ მონაზონ–კარმელიტი ტერეზას პატივსაცემად, რომელიც ცნობილი იყო მისი კეთილი და ქველმოქმედი ბუნებით.
მალე ორდენმა იგი კალკუტაში გაგზავნა და 20 წლის განმავლობაში წმინდა მარიას ქალთა სკოლაში ასწავლიდა. 1946 წლის 10 ოქტომბერს, მან ორდენიდან გაჭირვებულთა და მიუსაფართა მზრუნველობის ნებართვა მიიღო. 1948 წელს ჩამოაყალიბა ორდენის საქველმოქმედო გაერთიანება, რომლის საქმიანობასაც გაჭირვებულთა შეფარება და მკურნალობა წარმოადგენდა, მიუხედავად მათი ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
1965 წელს ორდენის ქველმოქმედების საზღვრები ინდოეთს გასცდა და ამჟამად მას მსოფლიოს 111 ქვეყანაში 400 ფილიალი და 120 ქვეყანაში 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია. როგორც წესი, ისინი ჩნდებიან სტიქიურად განადგურებულ და ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში.
1973 წელს ტერეზა ტემლპტონოვის პრემიის პირველი ლაურეატი გახდა რელიგიის პროგრესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
1979 წელს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის პრემია.
ის გარდაიცვალა 1997 წელს 87 წლის ასაკში, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ იგი წმინდანად შერაცხა.
ერთხელ დედა ტერეზამ თქვა:
„ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე, ამიტომ ჩვენ არ ძალგვიძს ვაჩვენოთ მას ჩვენი სიყვარული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები და მათთან ურთიერთობაში გამოვავლინოთ ის სიყვარული, რასაც გამოვავლენდით ქრისტესთან თუ მის დანახვას შევძლებდით“
სულიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედა ტერეზა სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა რწმენის უკმარისობას და ებრძოდა საკუთარ თავს, რათა დაეძლია ურწმუნოება და ყოფილიყო რელიგიურად უფრო მტკიცე:
„სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც... კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა... თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ... ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე... რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.“
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდური ორდენი „ლოტოსის ქალბატონი“
- პავლე VI–მ რომის პაპის იოანე XXIII–ის ჯილდო გადასცა მშვიდობის სამსახურში გულმხურვალედ დგომისთვის.(1976)
- ნობელის პრემია (1979)
- „თავისუფლების მედალი“, მიიღო აშშ–ს პრეზიდენტისგან, რონალდ რეიგანისგან.(1985)
და სხვანი.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დედა ტერეზას სახელი ჰქვია ალბანეთში მსხვილ საერთაშორისო აეროპორტს.
- გადაღებულია დოკუმენტური ფილმი სახელად „დედა ტერეზა“ და დადგმულია მიუზიკლი.
ციტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]– ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.
– თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.
– თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.
– თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.
– რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.
– თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.
– სიკეთე, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი მას ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს აკეთეთ სიკეთე.
– იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.
„ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.“
„თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ–უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა.“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
დედა ტერეზა ვიკიციტატებში | |
დედა ტერეზა ვიკისაწყობში |
- დედა ტერეზა. ცხოვრების ისტორია დაარქივებული 2020-03-23 საიტზე Wayback Machine.
- დედა ტერეზა. ციტატები დაარქივებული 2020-03-23 საიტზე Wayback Machine.
- დედა ტერეზა. ნაკლებად ცნობილი ფაქტები დაარქივებული 2020-03-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 2.0 2.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 3.0 3.1 FemBio database
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 GCatholic.org — 1997.
- ↑ 7.0 7.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 AlKindi
- ↑ 10.0 10.1 Babelio — 2007.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ 12.0 12.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118642707 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/j.1748-720X.2005.tb00500.x/pdf
- ↑ CONOR.SI
|
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 26 აგვისტო
- დაბადებული 1910
- გარდაცვლილი 5 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1997
- ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში
- ალბანელი წმინდანები
- ალბანელი ქველმოქმედები
- ალბანელი ქრისტიანი მისიონერები
- 1979 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში