დომინიკ პირი
დომინიკ პირი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1910[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | Dinant[12] |
გარდაცვალების თარიღი | 30 იანვარი, 1969[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Leuven[1] [13] [14] [15] |
მოქალაქეობა | ბელგია |
განათლება | ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი და Pontifical University of Saint Thomas Aquinas |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[16] [17] , კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ და Croix de guerre 1940–1945 (Belgium)[12] |
დომინიკ პირი (ნიდერლ. Dominique Pire, დ.10 თებერვალი, 1910 - გ. 30 იანვარი, 1969) — ბელგიელი მთხოვნელთა ორდენის წევრი, რომელიც ეხმარებოდა ლტოლვილებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მან 1958 წელს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. 1958 წლის 11 დეკემბერს პირმა წაიკითხა ნობელის ლექცია თემაზე: "ძმური სიყვარული: მშვიდობის საფუძველი". [18]
ადრეული ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დომინიკ პირი დაიბადა ბელგიის დინანტში. იყო ოთხ შვილიანი ოჯახის უმცროსი შვილი, სამოქალაქო მოხელე ჯორჯ პირის (Sr.) და ბერტე (რავეტი) პირის ვაჟი.
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას პირის ოჯახი ბელგიიდან საფრანგეთში გაიქცა ნავით, რათა თავი დაეღწიათ გერმანიის ჯარების შემოტევებისგან. 1918 წელს ომის შეწყვეტის შემდეგ ოჯახმა შეძლო დინანტში დაბრუნება, რომელიც ნანგრევებად იყო ქცეული. [19]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დომინიკ პირი სწავლობდა კლასიკასა და ფილოსოფიას Collège de Bellevue-ში და თვრამეტი წლის ასაკში შევიდა ლა სარტის დომინიკელთა ორდენში . მან საბოლოო აღთქმა დადო 1932 წლის 23 სექტემბერს, ეწოდა ორდენის დამფუძნებლის სახელი, დომინიკი. შემდეგ მან შეისწავლა თეოლოგია და სოციალური მეცნიერებები ვატიკანის საერთაშორისო ინსტიტუტ Angelicum-ში, მომავალი, წმინდა თომა აკვინელის საეკლესიო უნივერსიტეტი რომში, სადაც მას მიღებული აქვს სასულიერო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი, 1936 წელს. დაიცვა დისერტაცია სათაურით L'Apatheia ou insensibilité irréalisable et destructrice (აპათია ან გაუგებარი და დამანგრეველი უგრძნობელობა). შემდეგ იგი დაბრუნდა ლა სარტის სტუდიაში, სადაც ასწავლიდა სოციოლოგიას.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლის დასრულების შემდეგ პირი დაბრუნდა ლა სარტში, იუიში, ბელგიაში, სადაც მან თავი მიუძღვნა ღარიბ ოჯახთა დახმარებას, რათა შეძლებოდათ ღირსეულად ცხოვრება. მეორე მსოფლიო ომის დროს პირი მსახურობდა ბელგიის საჯარისო ნაწილში მღვდლად, გარდა ამისა, აქტიურად მონაწილეობდა მათ საქმიანობაში, მაგალითად, ეხმარებოდა მოკავშირეთა მფრინავებს კონტრაბანდის ქვეყნის გარეთ გატანაში. მან, ომის შემდეგ, ამ სამსახურისთვის რამდენიმე მედალი მიიღო.
1949 წელს მან დაიწყო ომისშემდგომ ლტოლვილებთან ( იძულებით გადაადგილებულ პირთა ) დაკავშირებული საკითხების შესწავლა და დაწერა წიგნი მათ შესახებ, სახელწოდებით Du Rhin au Danube avec 60,000 D. P. მან დააფუძნა ორგანიზაცია მათ დასახმარებლად. ორგანიზაციამ დააფინანსა ლტოლვილების ოჯახები და 1950-იან წლებში აუშენა უამრავი სოფელი ავსტრიასა და გერმანიაში.
მშვიდობის პრემიაზე გამარჯვების შემდეგ, პირს „მშვიდობის უნივერსიტეტი“ დაეხმარა გლობალური ცნობიერების ამაღლებაში. მოგვიანებით დარწმუნდა, რომ მშვიდობა ვერ დაისადგურებდა სიღარიბის აღმოფხვრის გარეშე, მან დააარსა „მშვიდობის კუნძულები“, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიეძღვნა განვითარებად ქვეყნებში სოფლის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. პროექტები დაიწყო ბანგლადეშსა და ინდოეთში .
იგი გარდაიცვალა ლიოვენის რომის კათოლიკურ საავადმყოფოში, 1969 წლის 30 იანვარს, ოპერაციის შემდგომი გართულებებისგან.
მისი გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი მის მიერ დაარსებული ოთხი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად მუშაობს. 2008 წელს შეიქმნა პროგრამა მისი მოღვაწეობის პატივსაცემად ლას კასასის ინსტიტუტში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბლექფრიარს ჰოლში .
დომინიკ პირის მიერ დაარსებული ორგანიზაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Service d'Entraide Familiale : მუშაობს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების დასახმარებლად,
- Aide aux Personnes Déplacées : აქტიურია ბელგიაში ლტოლვილების საკითხებთან დაკავშირებით და აფინანსებს ბავშვებს განვითარებად ქვეყნებში,
- Université de Paix : სპეციალიზებულია კონფლიქტების პრევენციაზე ოჯახსა და სამუშაო ადგილზე,
- მშვიდობის კუნძულები : ახორციელებს გრძელვადიანი განვითარების პროექტებს ბურკინა ფასოს, ბენინის, მალის, გვინეას ბისაუს, ეკვადორის, ბოლივიისა და პერუს მოსახლეობასთან .
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bartlett, R.M., «Heart Open to the World», Christian Century, 78 (August 9, 1961) 955-956.
- Current Biography, 20 (1959) 362-364.
- Houart, Victor, The Open Heart: The Inspiring Story of Father Pire and the Europe of the Heart. London, Souvenir Press, 1959.
- Northcott, Cecil, «Profile: Father Dominique Pire», Contemporary Review, 1160 (1962) 130-131.
- «Père Pire’s Peace Corps», America, 109 (October 5, 1963) 373.
- Pire, Dominique Georges, Building Peace, in collaboration with Dr. Charles Dricot. Preface by Prof. Robert Oppenheimer. Translated from the French by Graeme M. Ogg. London, Transworld, 1967. (Bâtir la paix. Verviers, Belgium, Gérard, 1966.)
- Pire, Dominique Georges, Europe of the Heart: The Autobiography of Father Dominique Pire, as told to Hugues Véhenne. Translated from the French by John L. Skeffington. London, Hutchinson, 1960. (Souvenirs et entretiens du R. P. Dominique Pire. Bruxelles, 1959.)
- Pire, Dominique Georges, Vivre ou mourir ensemble. Avant-propos, introduction… de Raymond Vander Elst. Bruxelles, Presses Académiques Européennes, 1969.
- Weyergans, Franz, Le Père Pire et l’Europe du Coeur. Paris, Éditions Universitaires, 1938.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.nobelprize.org/prizes/peace/1958/pire/biographical/
- https://www.nobelprize.org/prizes/peace/1958/pire/lecture/ the Nobel Lecture, December 11, 1958 Brotherly Love: Foundation of Peace
- Houart, Victor, The Open Heart: The Inspiring Story of Father Pire and the Europe of the Heart, London, Souvenir Press, 1959.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118742701 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de Belgique — BXL.
- ↑ 5.0 5.1 Dictionnaire des Wallons — Fédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules Destrée.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 Munzinger Personen
- ↑ 10.0 10.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 12.0 12.1 ODIS — 2003.
- ↑ Bell A. Encyclopædia Britannica — Encyclopædia Britannica, Inc., 1768.
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/peace/1958/pire/biographical/
- ↑ https://nl.findagrave.com/memorial/82839658/dominique-pire
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1958/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://books.google.com/books?id=ZoKygfNrBzUC&pg=PA157#v=onepage&q&f=false Accessed 21-7-2013
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-02. ციტირების თარიღი: 2012-10-15.
|