ნობელის მშვიდობის პრემია
ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში | |
ნობელის მშვიდობის პრემია | |
ჯილდო | გამორჩეული დამსახურებისათვის მშვიდობაში |
წარადგენს | ნობელის ნორვეგიული კომიტეტი, ალფრედ ნობელის სახელით |
ადგილმდებარეობა | ოსლო, ნორვეგია |
Nobelprize.org |
---|
ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებაში — ერთ-ერთი ნობელის ხუთი პრემიიდან, რომელიც ჩამოყალიბებული იქნა შვედი ინდუსტრიალისტის, გამომგონებლის და იარაღების მწარმოებელი ალფრედ ნობელის მიერ, ქიმიის, მედიცინის და ფიზიოლოგიის, ფიზიკის, ლიტერატურასა და ეკონომიკის ნობელის პრემიებთან ერთად. 1901 წლის მარტის შემდეგ,[1] ის გაიცემა ყოველწლიურად (ზოგი გამონაკლისით) ადამიანებისათვის რომლებიც „შეიტანენ ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობის, არმიების შემცირების ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის“.[2]
ალფრედ ნობელის სურვილის მიხედვით, პრემიის ლაურეატი ირჩევა ხუთ წევრიანი ნობელის ნორვეგიული კომიტეტის მიერ, რომელსაც ნორვეგიის პარლამენტი ირჩევს. 1990 წლის შემდეგ პრემია გაიცემა ყოველი წლის 10 დეკემბერს ოსლოს მერიაში. პრემია ძველად ოსლოს უნივერსიტეტის იურიდიული ფალუკტეტის ატრიუმში (1947-1989 წლებში), ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში (1905-1946 წლებში) და ნორვეგიის პარლამენტი სტორინგის შენობაში (1901-1904 წლებში).
მისი პოლიტიკური ბუნების დამსახურებით, ნობელის პრემია ხშირად იყო სკანდალების ნაწილი.
ჩამოყალიბება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალფრედ ნობელის სურვილზე დაყრდნობით, ნობელის მშვიდობის პრემია უნდა გადაეცეს ადამიანს ვინც „შეიტანს ყველაზე მეტ ან საუკეთესო წვლილს ერთა შორის ძმობი, არმიების შემცირებისა ან გაუქმების და სამშვიდობო კონფერენციების პოპულარიზაციისათვის“.[3] ალფერდ ნობელის სურვილში კიდევ არის დაზუზტებული რომ პრემია უნდა გასცეს ნორვეგიის პარლამენტის მიერ არჩეულმა ხუთ წევრინამა ჯგუფმა, რომელსაც ნობელის ნორვეგიული კომიტეტი ეწოდება.[4][5]
ნობელი გარდაიცვალა 1896 წელს და არ დაუტოვებია არანაირი განმარტებები მშვიდობის ნობელის პრემიის კატეგორიად არჩევისათვის. რადგანაც თავად ქიმიური ინჟინერი იყო, ქიმიის და ფიზიკის კატეგორიები აშკარა არჩევნები იყო. ხოლო მშვიდობის პრემიის კატეგორიად არჩევისათვის მიზეზები არც თუ ისე აშკარაა. ნობელის ნორვეგიული კომიტეტზე დაყრდნობით, ნობელის მეგობრობამ მშვიდობის აქტივისტ და პაციფისტ ბერთა ფონ სტანერთან იქონია გავლენა მშვიდობის ნობელის პრემიის კატეგორიად ჩამოყალებაში.[6] ზოგი კი ფიქრობდა რომ ეს იყო კომპესაცია ისეთი დამანგრეველი ძალების შექმნისათვის როგორიც იყო დინამიტი და ბალისტიტი, რომელებიც ორივე ნობელის ცხოვრებისას გამოიყენებოდა ძალოდივრივი გზებით. ბალისტიტი კი გამოიყენებოდა ომში[7] და ირლანდიის რესპუბლიკის საძმო, ირლანდიური ნაციონალისტური ორგანიზაცია, ახდენდა დინამიტით თავდასხმებს ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ 1880-იან წლებში.[8] ნობელი ასევე პასუხისმგებელი იყო ბოფორსის, რკინის და ფოლადის მწარმოებელი საწარმოს, იარაღების მწარმოებელ ქარხანად გადაკეთებაში.
ასევე არ არის ცნობილი თუ რატომ სურდა ნობელს მშვიდობის პრემიის გაცემა ნორვეგიაში, რომელიც ნობელის გადაცვალებისას პერსონალურ კავშირში იყო შვედეთთან. ნობელის ნორვეგიული კომიტეტი მიირჩენევს რომ ნობელმა ნორვეგია აირჩია იმიტომ რომ, ნორვეგიას არ ჰქონდა ისეთი მილიტარისტული ტრადიციები როგროც შვედეთს. ასევე XIX საუკუნის ბოლოს გაკეთებულ ჩანაწერების მიხედვით, ნორვეგიის პარლამენტი გახდა პარლამენტშორისი კავშირის წევრი, რომელიც ცდილობდა კონფლიქტების შეამდგომლობით გადაწყვეტას.[6]
ნომინაცია და არჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნორვეგიის პარლამენტი ნიშნავს ნობელის ნორვეგული კომიტეტის წევრებს, რომლებიც შემდგომში ირჩევენ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატებს.
ნომინაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველ წელს, ნობელის ნორვეგიული კომიტეტი სპეციალურად იწვევს კვალიფიცირებულ ადამიანთა ჯგუფს, რათა დაამტკიცონ ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინაციები.[9] ნობელის ფონდის წესდებები აკონკრეტებენ კატეგორიებს საიდანაც შეიძლება ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინატორები არჩევა.[10] ეს კატეგორიებია:
- ნაციონალური ანსამბლეების, მთავრობების და პარლამნტთაშორისი კავშირის წევრები
- სამუდამო საარბიტრაჟო სასამართლოს და ჰააგის გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრები
- საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წევრები
- უნივერსიტტებში ისტორიის, სოციალური მეცნიერებების, ფილოსოფიის, სამართლის და თეოლოგიის პროფესორები, უნივერსიტებების პრეზიდენტები და მშვიდობის კვლევასა და საერთაშორისო საქმეების ინსტიტუტების დირექტორები
- ნობელის მშვიდობის პრემიის ყოფილი ლაუეატები
- ნობელის ნორვეგიული კომიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები
ნომინაციები როგორც წესი წარდგენილნი უნდა იყვნენ თებერვლის დასაწყისში. ხოლო კომიტეტის წევრების ნომინაციები შეიძლება მიღებული იქნას კომიტეტის პირველ შეხვედრამდე.[10]
2009 წელს, მიღებული იქნა რეკორდული, 205 ნომინაცია,[11] თუმა რეკორდი მოიხსნა 2010 წელსაც, 237 ნომინაციით და 2011 წელსაც, 241 ნომინაციით.[12] ნობელის ფონდის წესედებაში აკრძალულია ინფორმაციების გამოქვეყნება ლაურეატების არჩევისას ნომინაციების, მოსაზრებების და გამოკვლევების შესახებ, და ეს ყველაფერი დაიშვება მხოლოდ დაჯილდოვებიდან 50 წლის შემდეგ.[13] დღეს ბევრი ადამიანი არის ცნობილი „ნობელის მშვიდობის პრემიის ნომინატად“, მაგრამ ამ „წოდებას“ არ აქვს არანაირი ოფიციალური პოზიცია და ნიშნავს რომ ეს ადამიანი ათასობით ნიმინატორიდან მხოლოდ ერთმა მაინც დაასახელა.[14] 1939 წელს, შვედეთის პარლამენტის წევრმა სატირულად წამოაყენა ადოლფ ჰიტლერის ნომინაცია, რითიც დასცინა სერიოზულ, თუმცა წარუმატებელ ნევილ ჩემბერლენის ნომინაციას.[15][16]
დაჯილდოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნობელის ნორვეგიული კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს ნობელის მშვიდობის პრემიას ნორვეგიის მონაქის თანდასწრებით ყოველი წლის 10 დეკემბარს (ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს). ნობელის მშვიდობის პრემია ერთადერთი ნობლეის პრემიაა რომელიც არ გაიცემა სტოკჰოლმში. ნობელის პრემიის ლაურეატი იღებს დიპლომს, მედალს და დოკუმენტს რომელიც ადასტურებს პრემიის რაოდენობას. [17] 2019 წლისათვის, პრემია შეადგენდა 9 მილიონ შვედურ კრონს. 1990 წლის შემდეგ, ნობელის მშვიდობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია ტარდება ოსლოს მერიაში.
1947-1989 წლებში ნობელის მშვიდობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია ოსლოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ატრიუმში ტარდებოდა, ოსლოს მერიიდან რამდენიმე ასეული მეტრი მოშორობეით, 1905-1946 წლებში ცერემონია ტარდებოდა ნობელის ნორვეგულ ინსტიტუტში ხოლო 1901-1904 წლებში სტორინგის შენობაში (ნორვეგიის პარლამენტი შენობა).[18]
ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლისათვის, ნობელის მშვდობის პრემია გადაეცა 104 ადამიანს და 23 ორგანიზაციას. ნობელის მშვიდობის პრემია მოგებული აქვს 16 ქალს, მეტის ვიდრე სხვა ნებისმიერ ნობელის პრეამიაში.[19] ნობელის მშვიდობის პრემია ორჯერ ან მეტჯერ მხოლოდ ორ ნომინაციას აქვს მოგებული, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (1919, 1944 და 1963 წლებში) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატს (1954 და 1981 წლებში).[20] ლე დიკ თხო არის ერთადერთი ადამიანი რომელმაც უარყო ნობელის მშვიდობის პრემია.[21]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "The Nobel Peace Prize" – Official webpage of the Norwegian Nobel Committee
- "The Nobel Peace Prize" at the official site of the Nobel Prize
- World Summit of Nobel Peace Laureates, official site with information on annual summits beginning in 1999
- "National Peace Nobel Prize shares 1901–2009 by citizenship (or home of organization) at the time of the award." – From J. Schmidhuber (2010): Evolution of National Nobel Prize Shares in the 20th Century at arXiv:1009.2634v1
- "South Africa is one of the most unequal societies in the world დაარქივებული 2013-12-14 საიტზე Wayback Machine. ", article published in Global Education Magazine დაარქივებული 2015-05-27 საიტზე Wayback Machine. , by Mr. Frederik Willem de Klerk, Nobel Peace Prize 1993, in the special edition of International Day for the Eradication of Poverty დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. (17 October 2012)
- Martin Luther King, Jr.'s Nobel Peace Prize დაარქივებული 2014-05-24 საიტზე Wayback Machine. , Civil Rights Digital Library
- The Nobel Peace Prize Watch, the main project of The Lay Down your Arms Association
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Nobel Peace Prize 1901. NobelPrize (1972). ციტირების თარიღი: 2016-03-19.
- ↑ "Nobel Peace Prize", The Oxford Dictionary of Twentieth Century World History
- ↑ Excerpt from the Will of Alfred Nobel. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 31 March 2008.
- ↑ Nordlinger, Jay (2012-03-20). Peace, They Say: A History of the Nobel Peace Prize, the Most Famous and Controversial Prize in the World (en). Encounter Books, გვ. 24. ISBN 9781594035999. „parliament.“
- ↑ Levush, Ruth. (2015-12-07) Alfred Nobel’s Will: A Legal Document that Might Have Changed the World and a Man’s Legacy | In Custodia Legis: Law Librarians of Congress. ციტირების თარიღი: 2019-03-12
- ↑ 6.0 6.1 Why Norway?. The Norwegian Nobel Committee. ციტირების თარიღი: 11 October 2009.
- ↑ Altman, L. (2006). Alfred Nobel and the prize that almost didn't happen. New York Times. Retrieved 14 October 2006.
- ↑ BBC History – 1916 Easter Rising – Profiles – The Irish Republican Brotherhood BBC
- ↑ Nomination for the Nobel Peace Prize. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2009. ციტირების თარიღი: 10 September 2009.
- ↑ 10.0 10.1 Who may submit nominations?. The Norwegian Nobel Committee (8 October 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2013. ციტირების თარიღი: 10 September 2009.
- ↑ President Barack Obama wins Nobel Peace Prize. Associated Press on yahoo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2009. ციტირების თარიღი: 9 October 2009.
- ↑ Nominations for the 2011 Nobel Peace Prize. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2011. ციტირების თარიღი: 7 October 2011.
- ↑ Nominations for the 2009 Nobel Peace Prize. The Norwegian Nobel Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2009. ციტირების თარიღი: 11 October 2009.
- ↑ Who may submit nominations – Nobels fredspris. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
- ↑ Merelli, Annelise. The darkly ironic 1939 letter nominating Adolf Hitler for the Nobel Peace Prize. Quartz Media. ციტირების თარიღი: 10 November 2017.
- ↑ Nomination Database – The Nobel Peace Prize, 1901–1956. Nobelprize.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 September 2011.
- ↑ What the Nobel Laureates Receive დაარქივებული 30 October 2007 საიტზე Wayback Machine. . nobelprize.org.
- ↑ Prisutdelingen | Nobels fredspris. Nobelpeaceprize.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2012. ციტირების თარიღი: 13 October 2012.
- ↑ Women Nobel Laureates. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-22. ციტირების თარიღი: 2011-10-06
- ↑ Nobel Laureates Facts. Nobel Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-01. ციტირების თარიღი: 2011-10-06
- ↑ Rothman, Lily. Why a Nobel Peace Prize Was Once Rejected. ციტირების თარიღი: 2016-10-16
|