ოგიუსტ ბერნარი
ოგიუსტ ბერნარი (ინგლ. Auguste Beernaert დ. 26 ივლისი, 1829 - გ. 6 ოქტომბერი, 1912) – ბელგიის მე-14 პრემიერ-მინისტრი, 1884 წლის ოქტომბრიდან 1894 წლის მარტამდე. 1909 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.
დაიბადა ოსტენდში 1829 წელს. 17 წლის ასაკში შევიდა ლიოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე.
ის აირჩიეს დეპუტატთა კაბინეტში 1873 წელს და გახდა საზოგადოებრივი საქმის მინისტრი (Minister of Public Works) ჯულს მალუს პრემიერ-მინსტრობის პერიოდში. საგრძნობლად განავითარა სარკინიგზო, საირიგაციო და საგზაო ინფრასტრუქტურა. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ის ესწრებოდა ბელგიის სახელით ჰააგის 1899 და1907 წლის კონვენციების წარდგენას. მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცემისთვის 1909 წელს, რომელიც გაიზიარა პოლ კონსტანთან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოგიუსტ ბერნარი დაიბადა ოსტენდში, ბელგიაში, საშუალო კლასის, ფლამანდრიული წამოშობის, კათოლიკურ ოჯახში. მამამისის სახელმწიფო სამსახურის გამო ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ადრეული განათლება ოგიუსტმა და მისმა დამ დედის მეშვეობით მიიღეს. დედა წარმოუდგენლად განათლებული და მორალური ხასიათის მქონე ადამიანი იყო. 1846 წელს ბერნარი შევიდა ლიოვენის უნივერსიტეტში, სადაც 1851 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი სამართალში. მან ორი წელი გაატარა პარიზის, ჰაიდელბერგის და ბერლინის უნივერსიტეტებში.
ბერნარი იყო ბელგიის პრემიერ-მინისტრი და შემდგომი ათი წელი ფინანსთა მინისტრი. მისი ხელმძღვანელობისას ბიუჯეტი მკვეთრად დაბალანსებული იყო.
ბერნარი, როგორც ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პაციფისტი, გახდა საპარლამენტთაშორისო კავშირის აქტიური წევრი, მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ. ესწრებოდა რამდენიმე კონფერენციას, მსახურობდა როგორც საბჭოს პრეზიდენტი 1899 წლის შემდეგ. ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე 1899 წელს ჯარების შემცირების კომიტეტში იკავებდა ადგილს. ის იყო არბიტრაჟის მუდმივი სასამართლოს წევრი. 1902 წარმოადგენდა მექსიკას ამერიკის შეერთებულ შტატებთან დებატებში. სხვა უამრავ საერთაშორისო განხილვაში მონაწილეობდა როგორც არბიტრი.
ოგიუსტ ბერნარი ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და გონიერი ადვოკატი იყო. 1873 წელს ის გახდა მთავრობის წევრი და 1884-დან 1894 წლამდე მეფე ლეოპოლდ II-ის პრემიერ-მინისტრი. მთავრობიდან გადადგომის შემდეგ მეფის მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა, კონგოში განხორციელებული ბრუტალური პოლიტიკის გამო, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა პარლამენტის წევრის თანამდებობას.
1912 წელს ჟენევის კონფერენციიდან დაბრუნებისას, სადაც მონაწილეობდა საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე, განიხილავდნენ საჰაერო თავდასხმის აკრძალვის საკითხებს, ბერნარის ლუცერნის ჰოსპიტალში მოთავსება გახდა საჭირო. ბერნარი იქვე გარდაიცვალა პნევმონიით. დაკრძალეს ქალაქ ბოიფორტში, უბრალო ცერემონიით, მისი სურვილის შესაბამისად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beernaert, Auguste Marie François, De l’état de l’enseignement du droit en France et en Allemagne: Rapport adressé à M. le Ministre de l’Intérieur. Bruxelles, Lesigne, 1854.
- Beernaert, Auguste Marie François, Discours prononcé à l’occasion de l’inauguration des quais d’Anvers, le 26 juillet 1885. Paris, Chaix, 1885.
- Carton de Wiart, Edmond, Auguste Beernaert: Sa Vie et son œuvre. Gand, 1910.
- Collin, Paul-Victor, «Un Homme d’état: Auguste Beernaert, 1829-1912», Res Publica, 3 (1961) 251-254.
- De Ridder, A., «Léopold II, M. Beernaert, et la défense rationale», La Revue Générale, 104 (juillet 1920) 30 – 48.
- Jaspar, Henri, «Auguste Beernaert: Discours prononcé à Ostende a l’inauguration de monument», La Revue Belge, 4e année, Tome IV (15 octobre 1927) 181-192.
- Lyon-Caen, Charles, «Notice sur la vie et les travaux d’Auguste Beernaert (1829-1912)» , Séances et travaux de l’Académie des sciences morales et politiques: Compte-rendu 89e année, Paris, Alcan, 1929, pp. 33-57.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 ODIS — 2003.
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ 6.0 6.1 GeneaStar
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1909/
- ↑ BEERNAERT
|