მენახემ ბეგინი
მენახემ ბეგინი | |
ისრაელის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 1977 – 10 ოქტომბერი, 1983 | |
პრეზიდენტი | ეფრაიმ კაცირი იცხაკ ნავონი ხაიმ ჰერცოგი |
წინამორბედი | იცხაკ რაბინი |
მემკვიდრე | იცხაკ შამირი |
დაბადებული | 16 აგვისტო, 1913 ბრესტი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 9 მარტი, 1992 თელ-ავივი, ისრაელი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
პოლიტიკური პარტია | ჰერუთი, ლიკუდი |
მამა | ზეევ-დოვ ბეგუნი |
დედა | ხასია ბეგუნი |
განათლება | ვარშავის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ჯილდოები | ნობელის მშვიდობის პრემია (1978) |
ხელმოწერა |
მენახემ ბეგინი (ებრ. מנחם בגין; დაბადებით მეჩისლავ ბეგუნი პოლ. Mieczysław Biegun; დ. 16 აგვისტო, 1913, ბრესტი, რუსეთის იმპერია — გ. 9 მარტი, 1992, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი 1977-1983 წლებში. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1978). 1940-იან წლებში ებრაელთა იატაკქვეშა ორგანიზაცია ირგუნის ხელმძღვანელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1913 წელს ბრესტ-ლიტოვსკის ებრაული თემის მდივნის ოჯახში. დაამთავრა ამავე თემის ებრაული სკოლა, ხოლო 1931 წელს სახელმწიფო გიმნაზია, რის შემდეგაც შევიდა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1935 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხით. როგორც სიონისტურ ოჯახს შეეფერებოდა 10 წლის ასაკში გახდა საბავშვო სიონისტური ორგანიზაციის ხა-შომერ-ხა-ცაირის წევრი. 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ვილნიუსში დააკავა და მიუსაჯა 8 წლით პატიმრობა, როგორც ბრიტანეთის აგენტს და მიანიჭეს განსაკუთრებულად საშიში ელემენტის სტატუსი. 1941 წელს გაათავისუფლეს ბანაკიდან, როგორც პოლონეთის მოქალაქე და შევიდა ანდერსის არმიაში, რომელიც მალე გაემგზავრა პალესტინაში. 1943 წელს დატოვა ანდერსის არმია და შეუდგა ბრძოლას ებრაული სახელმწიფოს შექმნისათვის.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წლის დეკემბერში ბეგინი გახდა იატაკქვეშა ორგანიზაციის ირგუნის ხელმძღვანელი და სათავეში ჩაუდგა ბრიტანეთის მანდატის წინააღმდეგ აჯანყებას, დაიწყო თავდასხმები და ტერორისტული აქტები ბრიტანელთა არმიის, მთავრობისა და დაწესებულებების წინააღმდეგ (მათ შორის ყველაზე ცნობილია სასტუმრო „მეფე დავითის“ დაბომბვა). ინგლისელებმა დააწესეს ჯილდო (30 ათასი დოლარი) მისი სიკვდილისთვის.
1948 წელს ისრაელის შექმნის შემდეგ იატაკქვეშა ორგანიზაცია ირგუნი დაიშალა და შეუერთდა ისრაელის თავდაცვით ძალებს. ირგუნის ბაზაზე ბეგინმა შექმნა პარტია ჰერუთი („თავისუფლება“) და გახდა ოპოზიციის ლიდერი ქნესეთში. ქნესეთის პირველი მოწვევის არჩევნებში მიიღო ხმების 11,5 %[1].
1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ მენახემ ბეგინი პირველად შევიდა მთავრობის შემადგენლობაშ, როგორც უპორტფელო მინისტრი და თანამდებობაზე დარჩა 1970 წლამდე. 1973 წელს სათავეში ჩაუდგა ლიკუდის პარტიას, 1977 წელს გაიმარჯვა არჩევნებში და ჩამოაყალიბა ისრაელის ისტორიაში პირველი მემარჯვენე (მაგრამ არა სოციალისტური) მთავრობა.
პრემიერ-მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ლიბერალიზაციისათვის დაიწყო გადამწყვეტი პროგრამის განხორციელება (ცნობილი, როგორც „ოქტომბრის ეკონომიკური გადატრიალება“, 1977 წ.). ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გახდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან მოლაპარაკების ინიციატორი. აღნიშნული მოლაპარაკება დასრულდა 1978 წლის სექტემბერში კემპ-დევიდის ხელშეკრულებით. ამის გამო ბეგინი, ანვარ სადათთან ერთად დააჯილდოვეს ნობელის მშვიდობის პრემიით.
1981 წელს მისი ბრძანებით ისრაელის ავიაციამ გაანადგურა ირანის ატომური რეაქტორი. 1982 წელს შეიჭრა ლიბანში (ოპერაცია „მშვიდობა გალილეაში“). ლიბანში დანაკარგების, ომის გამო საზოგადოებაში განხეთქილების, კახანის კომისიის დასკვნისა და მეუღლის გარდაცვალების ფონზე განუვითარდა ნერვული აშლილობა, რის გამოც 1983 წლის 15 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა იერუსალიმსა და თელ-ავივში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1992 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Menachem Begin Heritage Center
- PM Sharon's Address at the Opening Ceremony for the Begin Heritage Centre Building, 16 June 2004.
- Menachem Begin – The Sixth Prime Minister at the Official Site of the [Israeli] Prime Minister's Office.
- Menachem Begin on the Knesset website
- The Camp David Accords
- The Bombing of the King David Hotel
- Irgun webpage დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine.
- 1948 Letter of some Eminent Jews to New York Times დაარქივებული 2011-09-16 საიტზე Wayback Machine.
- The Begin Biography დაარქივებული 2004-08-30 საიტზე Wayback Machine. at the Nobel Foundation website.
- Bodies of murdered Clifford Martin and Marvyn Paice
- Menachem Begin Noble Peace Prize Speech დაარქივებული 2011-07-13 საიტზე Wayback Machine. at JInsider History Moment.
- Menachem Begin Memorial Dedication in Brest, Belarus
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|